"დინამო არენის" მიმდებარე ტერიტორიაზე 17:00 საათიდან მოძრაობა იკრძალება

AutoSharing Option
საქართველო-შოტლანდიის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით, "დინამო არენის" მიმდებარე ტერიტორიაზე, 17:00 საათიდან მატჩის დასასრულამდე, მოძრაობა იკრძალება.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 17:00 საათიდან მატჩის დასასრულამდე, მოძრაობა აიკრძალება: ა. წერეთლის გამზირზე (ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან მ. წინამძღვრიშვილის ქუჩამდე), გ. ცაბაძის ქუჩაზე სრულად (სანაპირო-გ. ცაბაძის ქუჩის კვეთიდან), ასევე, დ. ყიფიანის და ს. მეტრეველის ქუჩებზე სრულად.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შოტლანდიას უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისში, "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი
არხი განახორციელებს.

წყარო: interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული