გორდონ სტრაჩანი: ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა

AutoSharing Option
შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გორდონ სტრაჩანმა საქართველოსთან (0:1) ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე თამაში შეაფასა.

"ჩემი აზრით, რაც დღეს ვაჩვენეთ არ იყო საკმარისი, მაგრამ არც წასაგებად იყო საქმე. ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა.

სანამ გოლი გავიდოდა სერიოზული ხიფათი არ გვემუქრებოდა და გოლის შემდეგაც გვეგონა, რომ ქულას მაინც წავიღებდით საქართველოდან, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში დაგვაკლდა.

საქმე არასოდეს მიდის ისე როროგ დაგეგმილი გაქვს. რა თქმა უნდა ძალიან შეწუხებულები ვართ, რომ წავაგეთ. საბოლოო
ჯამში მაინც შეგვიძლია ჯგუფიდან გასვლა.

შეგვიძლია სიცხე გამოვიყენოთ თავის გასამართლებლად, მაგრამ ეს არ იქნება სწორი. უფრო თამაშის ასპეკტში დავაკლეთ", - თქვა სტრაჩანმა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მაგას მართლა სიცხე აქვს ალბათ, მადლობა ბიჭებს და წარმატებები სულ
dato
22:52 04-09-2015
0
სიცხე კი არა, ჭკუა ვერ ისწავლეთ, რაღას ჩამოდიხართ საქართველოში ხო იცი მაინც აგებთ
beqa
23:24 04-09-2015
0

სიახლეები პოპულარული