კახა ცხადაძე: ეს მატჩი უნდა დავივიწყოთ და შემდეგ შეხვედრაზე გადავერთოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ შოტლანდიასთან (1:0) ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე თამაში შეაფასა.


"მინდა მადლობა გადავუხადო სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, შოტლანდიას უფრო დიდი მოტივაცია ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ კარგი შედეგი და ეს მნიშვნელოვანია მომავალი შესარჩევისთვის და იმისთვის, რომ ფეხბურთელებმა ირწმუნონ საკუთარი ძალების.

მინდა ყველა ჩემს ფეხბურთელს მადლობა გადავუხადო. მათ ფანტასტიურად ითამაშეს. ოდნავ მეტი სითამამე გვჭირდება შეტევაში, მაგრამ ამასაც გამოვასწორებთ.

შოტლანდიელებს კი 100-პროცენტიანი საგოლე მომენტი
არ ჰქონიათ.

ასეთი თამაები ერთჯერადი არ უნდა იყოს. მსგავსი თამაშების სერია უნდა განვახორციელოთ. ზუსტად ეს ვუთხარი ფეხბურთელებს მატჩის წინ.

მე ყოველთვის მიხარია, როდესაც ფეხბურთელში ამბიციას ვხედავ. თუკი ოქრიაშვილს ემოციებმა სძლია, მე ვერ გადამძალა და ამ მომენტს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ (რედ.: ოქრიაშვილი შეცვლით დარჩა უკმაყოფილო).

ძალიან არ მინდა გუნდი ამ მოგების მერე ეიფორიაში ჩავარდეს. ერთი მატჩისთვის არ უნდა ვითამაშოთ, უნდა გავაანალიზოთ ყველამ, რომ მიზანი სტაბილურად კარგი თამაშია, მაგრამ ამისთვის ბევრი უნდა ვიმუშავოთ.

თუ ფეხბურთელები ბოლომდე გამომყვებიან, შედეგი იქნება. მთავარია საქმეს სწორად მივუდგეთ

ნაკრები არის ქვეყნის სახე და ძალიან მინდა მის გარშემო ყველა გაერთიანდეს, რომ მიზანს მივაღწიოთ.

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მოვიგეთ. არ მინდა ეს მატჩი დავაკნინო, თუმცა იმედი მაქვს, რომ ჩვენს მენტალიტეტს შევცლით და მხოლოდ ერთ თამაშზე არ ვიფიქრებთ. ეს მატჩი უნდა დავივიწყოთ და შემდეგ შეხვედრაზე გადავერთოთ.

სამწუხაროდ, ჯანო ანანიძე თბილისში დარჩება და ირლანდიაში ვერ გამოგვყვება. იმედია, ის მალე გამოჯანმრთელდება", - თქვა ცხადაძემ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ყოჩახ, თვითოეულ ფეხბურთელს. ეს იყო ნამდვილი ფეხბურთი. ერთი ქერცბაია მანახა, რო იძახდა რატო უნდა მოუგოთო შოტლანდიასო.
Beqa
12:00 05-09-2015
0
ასეთ მაღალ დონეზე თუ შეგვეძლო თამაში, ვერც კი წარმოვიდგენდი. ყველაფერი კარგი იყო: დაცვა, ნახევარდაცვა, თავდასხმა, ბურთის ამოტანა, ბურთის დაჭერა, პასის კულტურა, შემტევების უკან ჩამოსვლა. არ ვიცი, რომელი ფეხბურთელი გამოვყო. ძალიან ეფექტურები იყვნენ ანანიძე და კანკავა. ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი და მჭედლიძე კი ერთმანეთს ჯობდნენ. რაც შეეხება დაცვას, აქაც ყველაფერი კარგად იყო: კვირკველია, ამისულაშვილი და ლობჟანიძე ყველგან ასწრებდნენ მისვლას. გუნდი აშკარად დალაგებულია, როგორც ფიზიკურად, ტექნიკურად და ტაქტიკურად, ისე ფსიქოლოგოურად. ბიჭებთან ერთად უდიდესი მადლობა კახას. ქართველი ფეხბურთელებით ასეთი ბედნიერი კარგა ხანია არ ვყოფილვარ. ახლა მთავარია ეს გამარჯვება თავში არ აგვივარდეს და საკმაოდ ნორმალურ სიმაღლეზე აწეული თამასა ძირს არ დავუშვათ...
მამუკა
09:01 05-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული