საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ შოტლანდიას ამარცხებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემოპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგ მატჩს შოტლანდიის ნაკრებთან მართავს და მეტოქეს პირველი ტაიმის შემდეგ მინიმალური ანგარიშით ამარცხებს - 1:0.

თბილისში, "დინამო "არენაზე" მიმდინარე შეხვედრაში ანგარიში ვაკო ყაზაიშვილმა 38-ე წუთზე გახსნა. სტუმართა საჯარომოში ბურთისთვის ბრძოლა ლევან მჭედლიძემ მოიგო და ვაკოს უპასა, რომელმაც მარცხენა ფეხით ბურთი მეკარისგან შორეულ კუთხეში გადაგზავნა.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრის პირველი ტაიმი ამ შემადგენლობით ჩაატარა: რევიშვილი, ლობჟანიძე, კვირკველია, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი, კანკავა, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ანანიძე, მჭედლიძე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული