საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა კახა ცხადაძემ დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც ქვეყნის ღირსებას გიბრალტარსა (8 ოქტომბერი, თბილისი) და გერმანიასთან (11 ოქტომბერი, ლაიპციგი) ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში დაიცავენ.
დანაკლისი
ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი ვერ ითამაშებს და ეჭვგარეშეა, ჩვენი გუნდისთვის ეს დანაკლისი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. კახა ცხადაძის განკარგულებაში ვერ იქნებიან ლევან მჭედლიძე, ლევან ყენია და ჯანო ანანიძე.სამი მნიშვნელოვანი ფიგურის დანაკლისი კვალს აუცილებლად დატოვებს. გარდა ამისა, ეროვნულ გუნდში გამოძახებულები არ არიან გიორგი
ჭანტურია ეს-ესაა მივიდა ახალ კლუბში. მანამდეც მას კარგა ხანს არ ჰქონია სათამაშო პრაქტიკა და ამდენად, ცხადაძის გადაწყვეტილება ლოგიკური იყო (თუმცა 22 წლის შემტევს "დუისბურგში" ისეთი დაბიუტი გამოუვიდა...).
დვალი და ცინცაძე კი ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარებიან, განსხვავებით თბილისის "დინამოს" მარჯვენა მცველ ოთარ კაკაბაძისგან, რომელსაც, ალბათ, მიეცემა თუნდაც გიბრალტართან მატჩში თავის გამოჩენის შანსი.
დებიუტანტი
ცხადაძის სიაში ერთადერთი დებიუტანტია - გორის "დილას" 22 წლის საყრდენი ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი. ვინც "დილას" თამაშებს თვალს ადევნებს, დაგვეთანხმება - ამ ახალგაზრდამ აშკარად დაიმსახურა საქართველოს ნაკრებში გამოძახება.ეს არის მოთამაშე, რომელსაც ერთნაირი წარმატებით შეუძლია ჩაშლაც და შექმნაც. მინდვრის ცენტრში ის ჯარასავით ტრიალებს და ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
დაბრუნდნენ
გარკვეული პაუზის შემდეგ ქვეყნის პირველ გუნდს უბრუნდებიან ალბანური "ფლამურტარის" უკანახაზელი გიორგი ფოფხაძე, კვიპროსული "პაფოსის" მცველი გია გრიგალავა და ამავე გუნდის ფორვარდი ნიკა გელაშვილი, ასევე, "რიზესფორის" შემტევი ნიკა ძალამიძე. ამ ფეხბურთელების დაბრუნებამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კონკურენცია უნდა გაზარდოს.
პრობლემები
საქართველოს ნაკრებში პრობლემებს ჯერ რა დალევს, მაგრამ მთავარი მაინც გამოვყოთ და ასეთი - ორი გვგონია. პირველზე ზემოთ უკვე ვთქვით და ეს რამდენიმე წამყვანი მოთამაშის არყოფნას ეხება. მეორე კი მეკარეების პრობლემაა. გიორგი ლორიას ტრანსფერს "კრილია სოვეტოვში" ახლახან მოება თავი.
რაც შეეხება ნუკრი რევიშვილს, ის ვერ არის სახარბიელო ფორმაში და ამას წინათ, რუსულ პრემიერლიგაში, ცსკა-სთან შეხვედრაში 6 გოლი რომ გაუშვა, უმალ "მორდოვიას" სათადარიგოთა სკამზე გადაჯდა.
მიზანი
რა თქმა უნდა, ბოლო ორ მატჩში გვაქვს კონკრეტული მიზანი. გიბრალტარს უნდა მოვუგოთ და, რაც მთავარია, მოვუგოთ არა ერთი და ორი გოლით. რაც შეეხება გერმანიასთან მატჩს, ამ გუნდთან და თანაც, გასვლაზე, ვერც ერთი გუნდი ვერაფერს დაგეგმავს. აქ ერთი რამაა მთავარი - ვითამაშოთ ღირსეულად!ბოლოს კი ერთხელაც შეგახსენებთ კახა ცხადაძის მიერ ამ ორი მატჩისთვის შერჩეულ შემადგენლობას:
მეკარეები: გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი), გიორგი მაკარიძე ("ფეირენსე", პორტუგალია);
მცველები: გიორგი ნავალოვსკი (დილა), გიორგი ფოფხაძე ("ფლამურტარი", ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("ქარშიაქა", თურქეთი), ზურა ხიზანიშვილი ("ინტერი", აზერბაიჯანი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), უჩა ლობჟანიძე ("ომონია", კვიპროსი), ოთარ კაკაბაძე ("დინამო", თბ), გია გრიგალავა ("პაფოსი", კვიპროსი);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("რეიმსი", საფრანგეთი), სანდრო კობახიძე ("ვოლინი", უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი ("გენკი", ბელგია), ნიკა კვეკვესკირი ("ინტერი", აზერბაიჯანი), გიორგი მერებაშვილი ("ვერია", საბერძნეთი), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), ნიკა ძალამიძე ("რიზესფორი", თურქეთი), გუგა ფალავანდიშვილი ("დილა");
თავდამსხმელები: მათე ვაწაძე ("ორჰუსი", დანია), ბაჩანა ცხადაძე ("ფლამურტარი", ალბანეთი), ნიკოლოზ გელაშვილი ("პაფოსი", კვიპროსი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ლიპარტი მეგობარო არაა 90 წუტის ფეხბურთელი თან მარტო პენალით გოლის გადტანა არ ნიშნავს ნაკრებში გამოძახებას
რაც შეეხება გელაშვილს ბევრად მოძრავია და მანდედან გამომდინარე გამოიძახა
და სავარაუდოდ მეორე ტაიმში გამოჩდება მატე დაიწყებს თამაშს