კახა ცხადაძე: პირველ ნახევარში მაღალი დონის ფეხბურთი ვაჩვენეთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გიბრალტართან (4:0) ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მადლობა ფეხბურთელებს, რომ კარგი თამაში აჩვენეს და დიდი ანგარიშით მოიგეს. ყველაფრით კმაყოფილი ვარ და კიდევ ერთხელ ვილოცავ ჩვენს გუნდს გამარჯვებას.

დებიუტანტების თამაშით კმაყოფილი ვარ. იყო მღელვარება, მაგრამ მათ ეს ბარიერი გადალახეს და მადლობა მათ კიდევ ერთხელ.

პირველი ნახევარში მაღალი დონის ფეხბურთი ვაჩვენეთ, ხოლო მეორე ტაიმში ჩვენს ფეხბურთელებს ჰქონდათ დავალება, რომ ბურთი დიდხანს დაეჭირათ, რაც შეასრულეს.

რამდენიმე ფეხბურთელი დავასვენეთ, რადგან შემდეგი მატჩი გერმანიასთან გვაქვს", -
თქვა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს სტუმრად გერმანიასთან 11 ოქტომბერს გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
პირველ ტაიმში შემტევი ფეხბურთი ხო ცხადაძე? მეორე ტაიმში რა ბურთის დაჭერა დაავალე არ ჯობდა სარეკორდო ანგარიშით მოეგო ნაკრებს ? გერმანიისთვის დაასვენეთ? ხო იცი რო წააგებთ გერმანიასთან და აზრი?
toka
09 ოქტომბერი 2015 12:45
0
გერმანიამ ასეთივე ანგარი?შით მოუგო გიბრალტარს სახლში, ასე რო დაშოშმინდით გიბრალტარს დარწმუნებული ვარ იტალია ორით ნოლზე მეტით არ მოუგებს. გიბრალტარით არაფერი ისაზღვრება
ჩიკო
09 ოქტომბერი 2015 11:41
0
მაღალი კლასი სფეხბურთი კი არა სრული საზიზღრობა იყო,ასეთი თამაშით გერმანიიდან 7-0 გამოაპანღურებენ.
ოქრიაშვილს და სხვა მის მსგავს ნერვებ მოშლილებს სამუდამოდ უნდა დაეხუროს ნაკრების კარები,ეს უკვე აქსიომაა.
კახა
09 ოქტომბერი 2015 10:44
0
:დ რაგბი ლომების სპორტია. ფეხბურთში მარტო ლომობა და ვაჟკაცობა არგეყოფა. ცოტა ჭკუაც გინდა )
კობრა
09 ოქტომბერი 2015 09:36
0
დაასვენე კი არა რო არ ჩახვიდე გირჩევნიათ))
daasvena)))
09 ოქტომბერი 2015 03:02
0
ამ მოგებას პოლონეთან რო ცავაგეთ ის თამაში მერჩივნა. თან რა ამაყად თამაშობდნენ ბურთზე კონტროლი დაუწესეს ოფისის მენეჯერს და მეხანდძრეებს და გიჯ გავდნენ ...
am mogebas..
09 ოქტომბერი 2015 03:01
0
ჩვენი რაგბისტი შვიდი ლომი რომ დავამატოთ გერმანიასთან, ვერააა??????

კობრა
08 ოქტომბერი 2015 23:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული