ჯაბა კანკავა: გერმანიასთან ფრე უფრო კანონზომიერი შედეგი იქნებოდა

AutoSharing Option
11 ოქტომბერს გამართული ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის მატჩის შემდეგ, რომელშიც გერმანიის ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდს ანგარიშით 2:1 მოუგო, სტუმართა კაპიტანმა ჯაბა კანკავამ კომენტარი გააკეთა.

ამ მატჩში ჯაბამ შორეული დარტყმით ბრწყინვალე გოლი გაუტანა მსოფლიოს ჩემპიონთა მეკარე მანუელ ნოიერს.

''ვფიქრობ, რომ კარგი თამაში გამოვიდა და ღირსეულად ვითამაშეთ. შეგვეძლო ფრე გვეთამაშა, მოგებაც შეიძლებოდა...

ნოიერმა რამდენიმე კარგი სეივი გააკეთა. თავიდან ჩვენც გაგვიმართლა, მაგრამ ვფიქრობ, ფრე უფრო კანონზომიერი იქნებოდა.

ტრიბუნებიდან ქართველი გულშემატკივრის თანადგომას ვგრძნობდით და ეს სასიამოვნო იყო.
მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო", - თქვა ნაკრების კაპიტანმა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჰო, რატომ არ უნდა გვქონდეს იმედი 2018 წელს რუსეთში გასამართ მუნდიალზე გასვლისა? – აგერ ბატონო, ისლანდიამ, ჩრდილოეთ ირლანდიამ და ალბანეთმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მოახერხეს. მე კი ვერავინ დამაჯერებს, რომ აღნიშნული ქვეყნების ნაკრებები ან თუნდაც შიდა ეროვნული ჩემპიონატები ჩვენზე დიდად მაღლა იდგნენ...

დაველოდოთ სექტემბერს, იმედი გაჩნდა, საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთის თამაში ყველას წინააღმდეგ დაიწყო...
Bacho
23:19 12-10-2015
0
გუადუა - "კარის ხსნა მოახდინა, ხნსაზე ითამაშამ,მოგერია". ამ სტრიქონების ავტორი, რომ სხვას დაუწყებს ქართულის სწავლებას... ვაიიიიიი
anuka chit
16:44 12-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული