რა შესძახა თორნიკე ოქრიაშვილმა? თურმე ნოიერს ქართული ესმის

AutoSharing Option
გერმანული გამოცემა "ზიუდდოიჩე" ვრცლად გამოეხმაურა გერმანია-საქართველოს მატჩის მე-60 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილის მიერ შექმნილ 100-პროცენტიან მომენტს: მანუელ ნოიერმა სასწაულებრივად მოიგერია ბურთი, რის შემდეგაც თორნიკემ ხმამაღლა შესძახა.

"ზიუდდოიჩეს" ჟურნალისტი წერს, რომ ნოიერს ქართული ყველა სიტყვა არა, მაგრამ ზოგიერთი სიტყვა ესმის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "შალკეში" მასთან ლევან კობიაშვილი და ლევან ყენია თამაშობდნენ.

გერმანელი ჟურნალისტის კითხვაზე, რა დაიძახა ოქრიაშვილმა, ნოიერმა ღიმილით უპასუხა - კარგი არაფერიო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
საიდან მოიგონეთ, რომ ნოიერმა ეგ თქვა. მთელი ეგ სტატია წავიკითხე და მსგავსი არაფერი წერია. ამბობს, რომ მგონი ნოიერ დაიძახაო. მაგაშიც დარწმუნებული არ ვარო.
Giorgipirweli
14 ოქტომბერი 2015 12:42
0
ოქრიაშვილს ფეხი რომ დაერტყა ნორმალურად და კარში გადაეგზანა და ნოიერისთვის არ გაერტყა, გოლიც გავიდოდა და აქეთ გავიგებდით ნოიერის გინებას. მარა დააკლდა პროფესიონალიზმიც და იგბალიც ეგეთ დროს ბევრი ბადიანად შეხევდა ნოიერს კარში, ოქრიაშვილმა კი "ბაჩოკი" დახვედრა და :(
dave
13 ოქტომბერი 2015 22:02
0
არაუშავს...ქეცბაიას ძუძუები ლოცავენ მაგ დროს..:)
Jojo
13 ოქტომბერი 2015 17:38
0
რომელ გერმანულ გაზეთში ეწერა ეგ იდიოტობა?
zura
13 ოქტომბერი 2015 16:49
0
ნოიერს არაფერი წყენია.იცის,რომ ქართველებს ამ ფორმით გვიყვარს კომპლიმენტის თქმა.
jaba
13 ოქტომბერი 2015 15:58
0
მეც დავაკრვირდი ამ მომენტს და მართალია :დ როგორ აიღო ბურთი ჩემი...............
svani_7
13 ოქტომბერი 2015 14:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული