სულ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 10 მატჩი ჩაატარა. დასწრების საერთო რაოდენობამ 311 300 მაყურებელს მიაღწია. საქართველოს ნაკრების მატჩებს საშუალოდ 31 130 მაყურებელი ესწრებოდა.
საქართველოს ნაკრების საშინაო მატჩებს, საერთო ჯამში, 151 000 მაყურებელი დაესწრო. საშუალო საშინაო დასწრებამ კი 30 200 მაყურებელი შეადგინა.
ყველაზე მეტი მაყურებელი პოლონეთი-საქართველოს მატჩს დაესწრო - 56 000.
საქართველოს ნაკრების საშინაო მატჩებზე ყველაზე მეტი დასწრება გერმანიასთან შეხვედრაში დაფიქსირდა -
ყველაზე ნაკლები დასწრება კი სტუმრად გიბრალტართან მატჩს ჰქონდა - 300, ხოლო შინ - 10 000.
რაც შეეხება ფეხბურთელებს, ყველაზე მეტ მატჩში მონაწილეობა თორნიკე ოქრიაშვილმა მიიღო. მან 10-ვე შეხვედრაში ითამაშა, აქედან 8-ჯერ ძირითადში. შემდეგ მოდიან უჩა ლობჟანიძე 9 (9), ჯაბა კანკავა 9 (9), საბა კვირკველია 8 (8) და გურამ კაშია 8 (8).
ყველაზე ცოტა - ერთი მატჩი ნაკრებში ჩაატარა 10-მა ფეხბურთელმა: როინ კვასხვაძემ, ოთარ კაკაბაძემ (1), კახა მახარაძემ, გიორგი პაპავამ (1), ავთანდილ ებრალიძემ, დავით თარგამაძემ, გიორგი მერებაშვილმა, მათე ცინცაძემ, გუგა ფალავანდიშვილმა, ვლადიმერ დვალიშვილმა.
სულ ნაკრების მაისურით ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის დროს 38-მა ფეხბურთელმა ითამაშა.
საქართველოს ნაკრებმა ევრო 2016-ის შესარჩევზე ჯგუფში 9 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა, 10 მატჩიდან 3 მოიგო და 7 წააგო, გაიტანა 10 გოლი და 16 მიიღო.
შესარჩევის ბომბარდირი საქართველოს ნაკრებში თორნიკე ოქრიაშვილი გახდა, რომელმაც 3 გოლის გატანა შეძლო.
აღსანიშნავია, რომ შესარჩევის დროს საქართველოს ნაკრების არც ერთი ფეხბურთელი არ გაუძევებიათ.