წინ, რუ­სე­თის­კენ! - ფიქრები საქართველოს ნაკრებზე

AutoSharing Option
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა ევ­რო­შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლი და­ას­რუ­ლა. და­ას­რუ­ლა გერ­მა­ნი­ას­თან სა­გა­რეო მარ­ცხით. ზო­გა­დად, წა­გე­ბუ­ლი გუნ­დი არ უნ­და შე­ა­ქო. ქარ­თ­ვე­ლებს უკ­ვე ყელ­ში ამოგ­ვი­ვი­და ტერ­მი­ნი "ღირ­სე­უ­ლი წა­გე­ბა" და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მას და­ვი­ვიწყებთ.

...კარ­გი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ჩვენს სიტყ­ვას პირ­ვე­ლად და უკა­ნას­კ­ნე­ლად გა­და­ვალთ. რო­გორ გინ­და, არ შე­ა­ქო სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი, რო­ცა მსოფ­ლი­ოს მოქ­მედ ჩემ­პი­ონ­თან მხო­ლოდ კი არ იბ­რ­ძ­ვის, არა­მედ ფეხ­ბურთს თა­მა­შობს.

ცუ­დი ისაა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ცი­ლე­ბით ად­რე შე­ეძ­ლო ეთა­მა­შა ფეხ­ბურ­თი და დრო დავ­კარ­გეთ, მაგ­რამ ამ თე­მას ნუ­ღარ მი­ვუბ­რუნ­დე­ბით. მით უმე­ტეს, კარ­გია, რომ გზა მა­შინ მა­ინც გა­მოჩ­ნ­და, რო­ცა
ურე­მი თით­ქ­მის გა­დაბ­რუნ­და.

...გა­მოჩ­ნ­და და ჩვენ ამ გზა­ზე სი­ა­რუ­ლი და­ვიწყეთ. ჯერ­ჯე­რო­ბით, სწრა­ფად მივ­დი­ვართ და თუ ასე გა­ვაგ­რ­ძე­ლეთ, რა­ღაც აუცი­ლებ­ლად გა­მო­ვა. ეს ციკ­ლი წარ­სუ­ლია და ახ­ლა მო­მავ­ლის­კენ უნ­და გა­ვი­ხე­დოთ. უნ­და გა­ვი­ხე­დოთ არა ძვე­ლე­ბუ­რად, არა­მედ საქ­მის ცოდ­ნი­თა და ჯან­სა­ღი ამ­ბი­ცი­ით.

რო­ცა ალ­ბა­ნე­თი და ის­ლან­დია გა­დი­ან დიდ ტურ­ნი­რებ­ზე, ამ­ბი­ცია შენც გიჩ­ნ­დე­ბა. რა­ტო­მაც არა? ცო­ტა ხნის წი­ნათ, ერ­თ­საც ვჯობ­დით და მე­ო­რე­საც. ცო­ტა ხნის წი­ნათ, ჩვენს ნაკ­რებს იმ­დე­ნი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი ჰყავ­და, ალ­ბა­ნეთს არც და­ე­სიზ­მ­რე­ბო­და.

იმ ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებს ჰქონ­დათ გვა­რი­ა­ნად არე­უ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო და ცო­ტა არე­უ­ლი ხა­სი­ა­თი. დღეს სხვა დროა. მე­ტი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მია, ეს ოხე­რი ნი­ჭი კი, მა­ინ­ც­და­მა­ინც, არ ჩანს. სა­დაც დი­დი ნი­ჭი არ არის, იქ საქ­მე დიდ­მა შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბამ უნ­და გა­ა­კე­თოს.

გერ­მა­ნი­ას­თან და­სას­რუ­ლი კი მარ­თ­ლაც მა­გა­რი იყო. ჩვენ ვნა­ხეთ, რომ ნაკ­რებ­მა მაგ­რად მო­უ­მა­ტა ბუნ­დეს­მან­შაფ­ტ­თან თბი­ლი­სუ­რი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ. ვნა­ხეთ, რომ თვით მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ონ­თა­ნაც კი აღარ ვი­კე­ტე­ბით დაც­ვა­ში და ბურთს სა­ძულ­ვე­ლი სა­გა­ნი­ვით აღარ ვი­შო­რებთ.

შე­ტე­ვა­ში გვაქვს სი­თა­მა­მე, რო­მე­ლიც არ გვქონ­და. გვყავს თორ­ნი­კე ოქ­რი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ფინ­ტა­ობს გერ­მა­ნი­ას­თან; გვყავს ვა­კო ყა­ზა­იშ­ვი­ლი, ვინც აუცი­ლებ­ლად ითა­მა­შებს ტოპ­ლი­გა­ში; გვყავს ჯა­ბა კან­კა­ვა, ვინც უკ­ვე იქაა; გვყავს ნუკ­რი რე­ვიშ­ვი­ლი, ჯა­ნო, ლო­რია, მჭედ­ლი­ძე...

...და ამ დროს შენ არ უნ­და თქვა, რომ მე­სებს ვერ და­ბა­დებ და ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი არ გყავს. ამ დროს დრო იკარ­გე­ბა. მინ­დორ­ზე ზვა­რა­კი­ვით გა­დი­ხარ და აგებ. ასე, ფეხ­ბურ­თე­ლი მენ­ტა­ლუ­რად ეჩ­ვე­ვა წა­გე­ბას. მწვრთნე­ლი თუ ეგუ­ე­ბა, ფეხ­ბურ­თე­ლი - მით უმე­ტეს.

მგო­ნი, კა­ხა ცხა­და­ძე ნელ-ნე­ლა ერე­ვა ამ მენ­ტა­ლი­ტეტს და ეს ძა­ლი­ან კარ­გია. რა­მეს რომ მი­აღ­წიო, ჯერ ის უნ­და გან­საზღ­ვ­რო, სად ხარ. შემ­დ­გომ ციკ­ლამ­დე დი­დი დროა. იმ დრომ­დე ამ სა­კითხ­ზე ბევრს დავ­წერთ. ახ­ლა მოკ­ლედ ვთქვათ.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ამ ფორ­მა­ცი­ის ნაკ­რე­ბი მთებს ვერ გა­დად­გამს და ვერც გარ­დან­ქე­შა­ნო­ბას და­იბ­რა­ლებს, მაგ­რამ იმის რე­სურ­სი კი აქვს, რომ ნე­ბის­მი­ერ გუნდს ბო­ლომ­დე ებ­რ­ძო­ლოს. აქვს იმის რე­სურ­სი, რომ თუ ალ­ბა­ნეთ­მა შეძ­ლო, თუ ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ამ შეძ­ლო, თუ ის­ლან­დი­ამ შეძ­ლო, სა­ქარ­თ­ვე­ლო­მაც შეძ­ლოს...

ჩვენ ვერ ვიტყ­ვით, რომ მი­სა­ღე­ბი ჯგუ­ფის მი­უ­ხე­და­ვად, აუცი­ლებ­ლად გა­ვალთ მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. ჩვენ ვერ ვიტყ­ვით, რომ ის ჯგუ­ფი ჩვე­ნი იქ­ნე­ბა. ის კი უნ­და ვთქვათ და გა­ვა­კე­თოთ, რომ მსოფ­ლი­ო­სა თუ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლი ჩვენ­თ­ვის ორი-სა­მი ტუ­რის შემ­დეგ არ იქ­ცეს ფორ­მა­ლო­ბად.

ამას სჭირ­დე­ბა ბრძო­ლა; ამას სჭირ­დე­ბა ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში; ამას სჭირ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი რე­სურ­სი, შე­მად­გენ­ლო­ბის სიღ­რ­მე... ახ­ლა, რო­ცა ნაკ­რებ­ში ყვე­ლა ღირ­სე­უ­ლი თა­მა­შობს და ეროვ­ნულ გუნდს აღარ ღრღნის ში­და კონ­ფ­ლიქ­ტე­ბი, ჩვე­ნი სა­ფეხ­ბურ­თო რე­სურ­სი ძვე­ლე­ბუ­რად დაშ­რე­ტი­ლი აღარ მოს­ჩანს.

მე­სე­ბი ჩვენ­ში კვლავ არ და­ბა­დე­ბუ­ლან, მაგ­რამ ნაკ­რებ­ში კონ­კუ­რენ­ცია არის და ახ­ლე­ბიც ძა­ლუ­მად აკა­კუ­ნე­ბენ ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის კარ­ზე. აგერ, თუნ­დაც, ნი­კა კვეკ­ვეს­კი­რი. ის კარ­გი იყო "დი­ლა­ში" და ბა­ქოს "ინ­ტერ­ში" კი­დევ მო­უ­მა­ტე­ბია.

კვეკ­ვეს­კი­რი სა­ჭი­რო კა­ცად მო­ჩანს ცხა­და­ძის ნაკ­რებ­ში. დე­ბი­უ­ტან­ტის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნერ­ვი­უ­ლო­ბა არ ეტყო­ბა და მაგ­რა­დაც ამ­წ­ვა­ვებს თა­მა­შებს. ფეხ­ბურ­თი და ტრავ­მე­ბი რამ გა­ყო. თუ რა­მეა, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, მშვი­დად ვი­ყოთ. კვეკ­ვეს­კი­რი ად­გილ­ზეა. ის თა­ვის გა­სა­კე­თე­ბელს ყველ­გან გა­ა­კე­თებს.

ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში კი მარ­თ­ლაც და­ვიწყეთ. და ეს რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ფეხ­ბურ­თია. ფეხ­ბურ­თი ზი­ზილ-პი­პი­ლო­ე­ბის გა­რე­შე, გა­დაპ­რან­ჭ­ვის გა­რე­შე. ფეხ­ბურ­თი, სა­დაც მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გის­თ­ვის ყვე­ლა ზო­ნა უნ­და და­ი­ხუ­როს და შენ მის თა­ვი­სუ­ფალ ზო­ნა­ში შეძ­ვ­რე. ოღონდ, არა სპონ­ტა­ნუ­რად. არა ალალ-ბედ­ზე მო­გე­რი­ე­ბით. ასე ერ­თხელ გა­გი­მარ­თ­ლებს, მაგ­რამ "ყა­რა­უ­ლის თო­ფით" პრო­ცესს ვერ მო­ი­გებ.

არა­და, პრო­ცე­სი მო­სა­გე­ბია და ჩვე­ნი ყვე­ლა მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გი­სად­მი დიდ­ზე დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ ამ პრო­ცე­სის მო­გე­ბა უკ­ვე შემ­დეგ ციკ­ლ­ში შეგ­ვიძ­ლია.

ახ­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს სჭირ­დე­ბა ბევ­რი ამ­ხა­ნა­გუ­რი; სჭირ­დე­ბა შეკ­რე­ბე­ბი, რო­მელ­საც კა­ხა ცხა­და­ძე ნა­ყო­ფი­ე­რად იყე­ნებს; სჭირ­დე­ბა დი­დი ერ­თი­ა­ნო­ბა და სა­ერ­თო მიზ­ნის­კენ მწყობ­რი სვლა. ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა ეს უნ­და გა­ი­გონ და შე­იგ­ნონ.

სა­ქარ­თ­ვე­ლო მათ­გან ამას ითხოვს. მათ უნ­და ის­წავ­ლონ ქვეყ­ნის­თ­ვის მსხვერ­პ­ლის გა­ღე­ბა. უნ­და ის­წავ­ლონ, თო­რემ მო­ვა დრო და ისი­ნი ინა­ნე­ბენ. ოთხ­მოც­და­ა­თი­ა­ნე­ბის ჩვენს ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებს ბევ­რიც არ და­უკ­ლი­ათ. მათ დროც ებ­რ­ძო­და. დრო, რო­ცა ბი­ჭე­ბი დიღ­მის ბა­ზა­ზე სან­თ­ლე­ბით ხელ­ში ერ­თ­მა­ნეთს ას­ხამ­დ­ნენ წყალს...

დღეს ყვე­ლა მათ­გა­ნი ნა­ნობს. ბევ­რი რამ მა­თი ბრა­ლი არ არის, მაგ­რამ მა­ინც. დღეს სხვა დროა და ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბიც ვერ და­ი­ჩივ­ლე­ბენ იმ ათას­გ­ვარ პრობ­ლე­მა­ზე, მათ წი­ნა­მორ­ბე­დებს რომ ჰქონ­დათ. დრომ სა­ფეხ­ბურ­თო ცი­ვი­ლი­ზა­ცია ჩვე­ნამ­დეც მო­ი­ტა­ნა.

მე მინ­და, რომ მათ არ ინა­ნონ. მე მინ­და, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლომ გა­ი­ხა­როს.

მე რა, ჩვენ ყვე­ლას გვინ­და!

აბა, წინ, რუ­სე­თის­კენ!

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

მკითხველის კომენტარები / 28 /
ნორმალური სტატიაა, მაგრამ ჟურნალისტს ეს სისულელე - "წინ, რუსეთისკენ" რამ დააწერინა! ცხოვრება მარტო ფეხბურთი ხომ არაა?!
ლევანი
15:30 24-10-2015
0
levan, arici tu ver xvdebi ratom dawera avtorma, win eusetisken?
giorgi
15:59 24-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული