საქართველოს ნაკრები VS თბილისის "დინამო"? ეს საინტერესოა...

AutoSharing Option
როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ნაკრები 11 ნოემბერს ტალინში გამართავს ამხანაგურ მატჩს ესტონეთის უპირველესი გუნდის წინააღმდეგ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენს ეროვნულ გუნდს კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა ჩაეტარებინა, ამჯერად - თბილისში. როგორც შევიტყვეთ, აქტიურად განიხილებოდა რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმება ვერ შედგა.

გავიგეთ, რომ ერთი მეტად საინტერესო ვარიანტი განიხილება და თუ ეს შეხვედრა შედგა, საინტერესო სანახაობა უნდა გამოვიდეს. მართალია, ეს არ იქნება საერთაშორისო მატჩი, მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ჯახს ქომაგმა, წესით, ინტერესით უნდა მიადევნოს თვალი.

ამ
მატჩის გამართვა ორივე მხარის ინტერესებში უნდა იყოს. ეროვნულ გუნდს კარგი სპარინგ-პარტნიორი ეყოლება. ადრეც გვითქვამს - კახა ცხადაძის შეგირდებს რაც შეიძლება მეტი საკონტროლო შეხვედრა სჭირდებათ. "დინამო" კი ქვეყნის პირველ გუნდთან ამხანაგური მატჩით იმ ვაკუუმს შეავსებს, რაც საქართველოს ჩემპიონატში პაუზით იქნება გამოწვეული.

გავარკვიეთ, რომ თუ ამ ამხანაგურ მატჩზე შეთანხმება შედგა, დიდი ალბათობით, 16 ნოემბერს გაიმართება.

რაც შეეხება სანაკრებო სიას, ის, ალბათ, დღეს გვეცოდინება და არ არის გამორიცხული, სიაში გარკვეული სიურპრიზებიც იყოს.

ერთი, რაც ნამდვილად ვიცით, ეს არის - ცხადაძის რჩეულთა შორის იქნება უკრაინული "ოლეკსანდრიას" ფლანგელი, 26 წლის დავით თარგამაძე, ვინც ეროვნულ გუნდში აქამდე 18 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ის ნაკრებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
ყველაფერი უცნაური და სასწაული შენ როგორ უნდა დაწერო, მოკლედ გენიოსი ხარ რა უკვე კარგა ხანია ცნობილი ამბების ახალ ამბებად გასაღებაში.
უკვე კარგა ხანია ამაზე საუბარი იყო რომ ნაკრებში იყოს ძირითადად ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეებიდან დაკომპლექტებული და რომ მათი შეკრება მოხდეს ყოველ თვეში,ამ შეკრებების აუცილებელი ნაწილი იყოს უმაღლესი ლიგის ტოპ 10-ეულის კლუბები. რააა აქ ახალი და გასაოცარი? ან რა საოცრება თბილისის დინამო კია? ერთ დონეზეა დღეს დინამოც, შუქურაც, სამტრედიაც, დილაც, ბოლნისიც,ფოთიც ,რაა ამაში გასაკვირი?
კარგი მხოლოდ ის არის რომ ბოლოს და ბოლოს გაიგონეს ჩვენი მოწოდებები, ცუდი კი ისაა რომ ნაკრებში 70% ლეგიონერია.
გუადუა
11:46 02-11-2015
0
არაბიძე გამოიძახე რა )
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული