საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი 16 ნოემბერს დაგეგმა

AutoSharing Option
სულ ცინცხალი ამბავია: 16 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთში ჩავა და ამ ქვეყნის უპირველეს გუნდთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. ალბანელ "არწივებთან" ადრეც არაერთხელ გვითამაშია, თუმცა ახლა ისტორიას აღარ ჩავუღრმავდებით.

ეგ არის, რომ დღევანდელი ალბანეთი ის აღარ არის, რაც ადრე იყო - ცნობილი იტალიელი სპეციალისტის, ჯანი დე ბიაზის გაწვრთნილი გუნდი დიდებული იყო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში და უკან ისეთი ძლიერი ნაკრებები მოიტოვა, როგორებიც დანია და სერბეთი არიან. ჰოდა, მოხვდა კიდეც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

ცნობილია, რომ ალბანეთის ნაკრები განსაკუთრებით კარგად თამაშობს საშინაო
ასპარეზზე. გუნდი, ძირითადად, ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული. გუნდს გამოცდილი ლორიკ ჩანა კაპიტნობს.

საქართველოს ნაკრებს 11 ნოემბერს ესტონეთთან ელის საგარეო სპარინგი. ამის მერე კი, 16 ნოემბერს, ნავარაუდევი იყო თამაში თბილისის "დინამოსთან". რა თქმა უნდა, ჩვენი საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანს მეტოქედ დასაწუნი არაფერი სჭირს, მაგრამ მაინც კარგია, რომ საქმეს ალბანეთის ნაკრებთან დავიჭერთ.

ახლა, როცა საქართველოს ნაკრების ორივე მეტოქე გარკვეულია, წინ აღარაფერი უდგას სანაკრებო სიის დასახელებას, რასაც კახა ცხადაძე ამ დღეებში გააკეთებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
სამწუხაროა რომ დინამო ისევ ფლაგმანია, მაგრამ ანტიფეხბურთის რომ არის, ეს ყველას უკვე კარგად მოეხსენება. მეც დინამოს დიდი გულშემატკივარი ვიყავი, მაგრამ დღევანდელი დინამო არის საბავშვო ბაღი იმ ფეხბურთელების, ვინც გაბალასთან რბილად რომ ვთქვათ ჩააიმასქნეს და გაბალა მოგეხსენებათ აზერებში დიდი ვერაფრის მაქნისი გუნდია, ასე რომ დღეს რომ ისინი თამაშობენ ევროპალიგაზე, ეს ჩვენ ფლაგმანისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია
Goga
22:29 05-11-2015
0
დინამოს დასაწუნი არაფრი სჭირსო :)))))))))
odala
19:58 05-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული