ლუკა ჰუფნაგელი კახა ცხადაძეს მთავარ ნაკრებში მიჰყავს?

AutoSharing Option
თავიდანვე შევთანხმდეთ: საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი ფეხბურთელი და მით უმეტეს, ისეთი, ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს საფეხბურთო ქვეყანაში რომ თამაშობს. ალბათ, მიხვდით, ლუკა ჰუფნაგელს ვგულისხმობთ - ქართველი დედისა და გერმანელი მამის შვილს, ვინც ბუნდესლიგაში დაბრუნებისთვის მებრძოლი "ფრაიბურგის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია.

ჰუფნაგელი ამპლუით საყრდენი ნახევარმცველი გახლავთ. მან კარიერა "ბაიერნის" საფეხბურთო სკოლაში დაიწყო. ამის შემდეგ მიაშურა "ინგოლშტადტს", რის შემდეგაც "უნტერჰახინგის" მაისურა მოირგო და სწორედ ამ გუნდიდან მოხვდა "ფრაიბურგში", სადაც მალევე მოიპოვა მწვრთნელის ნდობა.

ეს გასაკვირი სულაც არ არის - ამ გერმანულ კლუბში ქართველ ფეხბურთელებს
ოდითგანვე დიდი წონა ჰქონდათ...

როგორც შევიტყვეთ, საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ ჰუფნაგელმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, ესტონეთთან საგარეო ამხანაგურ მატჩში (11 ნოემბერი) ითამაშოს. ეს ჯერ საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი. საქმე ისაა, რომ სანაკრებო სიასთან დაკავშირებული ბოლო ნიუანსები ლაგდება და საბოლოო შემადგენლობა ამ დღეებში გაირკვევა.

ეროვნულზე უკვე ვთქვით, ახალგაზრდულ ნაკრებს კი გაცილებით მნიშვნელოვანი მატჩები ელის - ალექსანდრე ჩივაძის გუნდი შესარჩევ მატჩში ჯერ ესპანეთს შეხვდება გასვლაზე (12 ნოემბერი), მერე კი გორში შვედეთს უმასპინძლებს (17 ნოემბერი, 14:00).

ესპანეთთან მატჩამდე საქართველოს ახალგაზრდული გუნდი შეკრების მოწყობას ვეღარ ასწრებს. რაც შეეხება შვედეთთან შეხვედრას, ამ მატჩისთვის მზადებას ჩივაძის ლაშქარი ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ 21-წლამდელთა თავკაცმა ჰუფნაგელს ამასწინანდელი ევროშესარჩევი მატჩებისთვის (ესპანეთთან და ესტონეთთან) უხმო. მაშინ "ფრაიბურგმა" თხოვნით მიმართა ქართულ მხარეს, ჰუფნაგელი არ გამოეძახა, რათა ახალგაზრდა ფეხბურთელს ბოლომდე გაევლო ადაპტაციის პროცესი და გერმანული კლუბის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებულიყო.

ფაქტია - ჰუფნაგელი ბუნდესლიგაში გადასვლის ზღვარზეა და თან ძალიან სჭირდება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. ასე რომ, გვინდა ლუკას წარმატებები ვუსურვოთ ქვეყნის მთავარ გუნდში!

აქვე ვთქვათ, რომ გაცხადდა თბილისის "დინამოდან" საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა ვინაობა: მათე ცინცაძე, საბა ლობჟანიძე, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი თევზაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ან არაბიძე გამოიძახა ?
0
ძალიან კარგი იქნება ლუკას ნახვა ჯაბას გვერდით ნაკრების თამაშებზე, ნაკრების საყრდენი ნახევარდაცვა იქნება უძლიერესი, კარებიც საკმაოდ კვალიფიცირებულ მეკარეებით არის დაცული. დაცვაში ნავალოვსკი,კვერკველია და კაშიაც საკმაოდ კაი დონის ფეხბურთს თამაშობენ. იმედია მარჯვენა მცველის პოზიციაც შეივსება. ვაკოც შეუდარებელია, თავდასხმაში ვაწაძესაც არაუშავს, ძლიერ ფავორიტთან მჭედლიძეც წავა, რაგდან თავზეც ბრძოლობს და ბურთის დაკავებაც შეუძლია. კარგი იქნებოდა ტატანაშვილი სიონიდან რომ მოესინჯა თავდასხმაში ცხადაძეს, შარშან ბათუმშიც ბრწყინავდა და ახლა სიონშიც. არაბიძეც იზრდება და რაც სასიხარულოა ლამაზ ფეხბურთის თამაშზე გადადის ნაკრები და არა ავტობუსზე თავის საჯარიმოში და მთავარია იმედები გვაქვს რომ მომავალი უკეთესი იქნება..
ტყეშელაანთ გიჟი
15:03 05-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული