მინუს კვირკველია, პლუს გველესიანი - ეროვნული ნაკრები ტალინში ემზადება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ნაკრები ესტონეთთან 11 ნოემბერს გასამართავი ამხანაგური მატჩისთვის ტალინში, "ფლორას" სათადარიგო მოედანზე ემზადება.

ბალტიისპირული ქვეყნის დედაქალაქში ქართველები გუშინ, 9 ნოემბერს, არასრული შემადგენლობით (15 ფეხბურთელი) შეიკრიბნენ.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ გუნდს ჯაბა კანკავა, ლუკა ჰუფნაგელი, გიორგი ლორია და მათე ვაწაძე შეუერთდნენ. ცხადია, მათ გუშინდელ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ.

10 ნოემბერს ელიან თორნიკე ოქრიაშვილსა და გიორგი მაკარიძეს, უჩა ლობჟანიძე კი, ვინც გუშინ საღამოს კვიპროსის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში 90 წუთი ით
ამაშა, ესტონეთთან შეხვედრას გამოტოვებს და ალბანეთთან სპარინგისთვის მოემზადება.

გუშინ გაირკვა, რომ ამ ორ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება ყაზანის "რუბინის" მცველი სოლომონ კვირკველია. "რუბინის" მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ივარჯიშებს.

კახა ცხადაძის გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრებს თბილისის "დინამოს" მცველი გიორგი გველესიანი შეუერთდება.

საქართველოს ნაკრები ესტონეთთან მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს დღეს, თბილისის დროით 17 საათზე ჩაატარებს, თავად მატჩი კი 11 ნოემბერს, 21 საათზე დაიწყება. ჩვენი ინფორმაციით, "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" პირდაპირი რეპორტაჟი იგეგმება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კახა ცხადაძე: სამწუხაროდ, კვლავ ვერ მოხერხდა ოპტიმალური გუნდის შეკრება
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ მომწონს რა გველესიანი, ბევრ შეცდომას უშვებს... კოლხეთთანაც რა პასი გააკეთა :!
0
წარმატებები ბიჭებო,გაგვახარეთ შედეგითაც და თამაშის ხარისხითაც
ჯიჯი
10:23 10-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული