საქართველოს ნაკრებს ოჯახური პრობლემების გამო თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესტონეთთან მატჩამდე სულ ცოტა ხნით ადრე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა. მან ესტონეთის დედაქალაქში ჩასვლა ოჯახური პრობლემების გამო ვერ შეძლო...

მატჩისწინა ბოლო ვარჯიში ეროვნულმა გუნდმა კვლავ "ფლორას" სათადარიგო მოედანზე გამართა. მინდორზე სულ 22 ფეხბურთელი იყო. წვრთნამ საათზე მეტხანს გასტანა.

ნაკრებთან ერთად პირველად ივარჯიშა ზაქარია ბეგლარიშვილმა. გუნდს 12 ნოემბერს, ტირანაში შეუერთდება "ომონიას" მცველი უჩა ლობჟანიძე.

მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხის ეთერში ვიხილავთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
იდეა მაქვს, გაკეთდეს ა და ბ ნაკრები, ა ნაკრებში შევიდნენ ვინც მართლა მაგარია და ბ-შიტრენეროვიჩი და გელიჩი და სხვები ვისაც ამბიცი აქვს ნაკრებზე. ითამაშონ ამხანაგურები. ასევე შესაძლებელია გაკეთდეს ინტერნეტ გამოკითხვით გულშემატკივართა ნაკრები, ანუპოზიციების მიხედვით აირჩიოს გულშემატკივარმა დრიმ თიმის პონტში რა თავის ტრენერით და წლის ბოლოს ვათამაშოთ ეროვნულ ნაკრებთან.
papalukas
17:56 11-11-2015
0
ისე ძმებო რატომგაც მგონია ბაHანა დიდ ფეხბურტს ითამაშებს.და გელაშვილს არც შევადარებ
kako
17:32 11-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული