ზაქარია ბეგლარიშვილი: ვფიქრობ, ესტონეთთან კარგი თამაში იქნება

AutoSharing Option
დღეს, 11 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ტალინში ესტონეთის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.

თამაშის წინ საქართველოს მთავარ ნაკრებში პირველად გამოძახებულმა ტალინის "ფლორას" ფეხბურთელმა ზაქარია ბეგლარიშვილმა სფფ-ის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა:

"დილით "ფლორას" ვარჯიშზე ვიყავი, როცა ნაკრებში გამოძახების შესახებ გავიგე. ძალიან გამიხარდა და მოტივირებული ვარ. მინდა მწვრთნელებს მადლობა ვუთხრა, რადგან ნაკრებში თამაშის შანსი მომცეს.

ვფიქრობ, კარგი თამაში იქნება, რადგან ბოლო პერიოდში ესტონეთის ნაკრებმა აშკარად მოუმატა. თუმცა, ვფიქრობ, გამარჯვების დიდი შანსი გვაქვს, რადგან საქართველოს ნაკრები უფრო ძლიერია".

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრებს ოჯახური
პრობლემების გამო თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვინაა და საიდან გაიჩითა ? :D:D:D:D
0
ზაქრო, ესტონეთის ჩემპიონობას გილოცავ და გისურვებ უფრო დიდი საფეხბურთო (Top) ქვეყნის ჩემპიონობას მრავალსგზის!
gizog
13:10 11-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული