დღის კარიკატურა: ესტონეთმა სარკეში ჩაგვახედა

AutoSharing Option
გერმანიასთან მეტ-ნაკლებად ტოლ-სწორად ჩატარებული მატჩის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ ესტონეთსა და მისი კლასის ნაკრებებს რეიტინგში წინ აღარ გავუშვებდით...

თუმცა, ოთხშაბათს ესტონეთში 0:3 დავმარცხდით და ჩაიფუშა ჩვენი იმედებიც. ბალტიისპირელებმა სარკეში ჩაგვახედეს. დავინახეთ მეტად არასახარბიელო სურათი...

კარგია, რომ ეს ამხანაგურ მატჩში მოხდა. მწარე წაგება ყოველთვის კარგი გაკვეთილია. სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და ოფიციალური მატჩებისთვის მთლიანად უნდა გარდავისახოთ. ეს კარიკატურა სწორედ რომ გასაბრაზებლადაა, მომდევნო მატჩებში ცხვრებს კი არა, დამშეულ მგლებს რომ ვგავდეთ.
მკითხველის კომენტარები / 13 /
აქამდე რო ვერ დავრწმუნდით, რომ გერმანია და მისნაირები ბოლომდე არ გვირტყავენ და ერთი თამაშის შემდეგ ზარზეიმი გაგვიდის მე ეს მაკვირვებს. მომავალ ციკლშიც დიდი იმედები, რომ გვაქვს ისიც. საშუალო დონის ევროპული ნაკრებები არიან, ვინმემ მითხრას ვის უნდა მოვუგოთ და რატომ. როგორც ყოველთვის ერთ რომელიმე ფარჩაკ გუნდს გავასწრებთ და ეგაა.
Ilia
08:53 14-11-2015
0
ჩემი აზრით საქართველოში რაც ფინანსები მიდის ფეხბურთში ყველაფერი ჭიდაობაში რაგბიში და კალათბურთში უნდა ჩაიდოს და მივხედოთ იმას რაც გვეხრხება ვიცით და გვინად რატომ ... ამ ფეხბურთს არ მესმის ყიფიანის ნაირი საქართველოში ვეგარ იქნება იმიტომ რომ ამათ მარტო ფული დაანახე და მერე მოსაწევი და ქალების მეტი აგარაფერი უნდათ და ეს 3 ზემოთაღნიშნული სპორტი იმდენად კაცურია თავისი მენტალიტეტით რომ ამის უფლებას არ აძლევს იმათ ვისაც რამის მიღწევა უნდა :)
vqomagobt
18:29 13-11-2015
0

სიახლეები პოპულარული