თუმცა, ოთხშაბათს ესტონეთში 0:3 დავმარცხდით და ჩაიფუშა ჩვენი იმედებიც. ბალტიისპირელებმა სარკეში ჩაგვახედეს. დავინახეთ მეტად არასახარბიელო სურათი...
კარგია, რომ ეს ამხანაგურ მატჩში მოხდა. მწარე წაგება ყოველთვის კარგი გაკვეთილია. სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და ოფიციალური მატჩებისთვის მთლიანად უნდა გარდავისახოთ. ეს კარიკატურა სწორედ რომ გასაბრაზებლადაა, მომდევნო მატჩებში ცხვრებს კი არა, დამშეულ მგლებს რომ ვგავდეთ.