ასეთ დროს კაცი სხვაგვარად ვერც მოიქცევა - თორნიკე ოქრიაშვილი გაოცებულია

AutoSharing Option
ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ესტონეთთან და ალბანეთთან მატჩებამდე მოულოდნელად გამოაკლდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი.

ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ესტონეთის დედაქალაქში ჩასვლა ოჯახური პრობლემების გამო ვერ შეძლო.

ოქრიაშვილი თავიდან კომენტარზე უარს ამბობდა და უკმაყოფილო იყო გულშემატკივართა იმ ნაწილის რეაქციით, რომელთაც ეგონათ, რომ ბელგიური "გენკის" ქართველმა შემტევმა ამ თამაშებს თავი აარიდა.

საბოლოოდ, ოქრიაშვილი მცირე კომენტარზე მაინც დაგვთანხმდა:

"არ მსურ
და ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემი კომენტარი აუცილებელია. გეტყვით, რაც მოხდა.

მეორე შვილი შეგვეძინა. მეუღლეს რთული მშობიარობა ჰქონდა და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მარტო ვერ დავტოვე. ასეთ დროს კაცი სხვაგვარად ვერც მოიქცევა. მეტი რა უნდა ვთქვა?! ოჯახური პრობლემა ცოტა სხვა რამ არის.

ძალიან არ მესიამოვნა, ეს რომ დაწერეს. ნაკრებში თამაში ჩემზე მეტად არავის უხარია და ჩამოსვლა არასოდეს დამზარებია. ყველას ვთხოვ, სანამ რამეს დაწერენ, კარგად დაფიქრდნენ", - ამბობს ოქრიაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 32 /
ოქრი შენი უდისციპლინობის ამბავი მთელმა საქართველომ იცის ამიტომ დაეჭვდა ხალხი მარტო ცხადაძე ამ პრობლემას ვერ გადაჭრის ერთი სხელოვანი ქეცბაია შეიწირეთ ცხადაძეს ვერ შეგწირავთ
ზოსა
16 ნოემბერი 2015 16:16
0
ღმერთმა გაუზარდოს და ბედნიერი ამყოფოს თავის ოჯახთან ერთად.თუმცა ერთს დავამატებ, თორნიკე რომ უდისციპლინოა ეს საკამათო არ არის.
Teimuraz
16 ნოემბერი 2015 15:59
0
არ უნდა უკვირდეს ხალხმა უნდა იცოდეს რის გამო აკლდება ეროვნულ გუნდს მოთამაშე მითუმეტეს ლიდერი
LOMA
16 ნოემბერი 2015 15:40
0
გი-ლო-ცავ!!!
zaza
16 ნოემბერი 2015 15:02
0
ღმერთმა გაგიზარდოს ახალშობილი და მეუღლეც კარგად გიმყოფოს ღმერთმა, თუმცა ნუ მიწყენ თორნიკე და ეს არ არის საქმისადმი პროპესიონალური მიდგომა. იმასაც თუ დაამატებდი, რა დრო გავიდა შვილის შეძენიდან, კარგი იქნებოდა. ცალსახაა, თუ ნაკრებში გამოძახების პერიოდში ან რამოდენიმე დღით ადრე შეგეძინა, ბაზარი არაა, მაგრამ... თუ დიდი დროა გასული, თუნდაც 2-3 კვირა, სხვა საქმეა უკვე.
gaga
16 ნოემბერი 2015 15:01
0
ე ბიჭო გეთქვა მერე მეუღლე მშობიარობსო, მეორე ბავშვს ველოდებიო, რა არის მანდ დასამალი?? ოჯახური პრობლემა რა კავშირშია? პირიქით კაცური საქციელია მშობიარე მეუღლეს გვერდში რომ დაუდექი.
ggg
16 ნოემბერი 2015 14:49
0
გილოცავტ, გამრავლდიტ, გაიხარეტ, ასახელეტ საქარტველო! ჯიგარი ხარ ოქრი!
kaxeli papa
16 ნოემბერი 2015 14:45
0
გილოცავ თორნიკე. შენზე მეტად სასახელო ბიჭი (თუ გოგო) გამოსულიყოს. თუ მასე იყო საქმე ადრევე რომ გეთქვა მე მგონი უკეთესი იქნებოდა. ამდენ გაუგებრობას აღარ ექნებოდა ადგილი
გოგა
16 ნოემბერი 2015 14:45
0
მეც ვიყავი იმათ შორის, ვინც მიზეზით დაინტერესდა. ეთქვა ამ დალოცვილს თავიდანვე და დაძრახავდა ვინმე?! ან რატომ უკვირს კითხვის ნიშნები და შეშფოთება საზოგადოებისგან, როცა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი აკლდება ნაკრებს?
Lasha
16 ნოემბერი 2015 14:25
0
სხვანაირად რომ მოქცეულიყო, მაშინ იქნებოდა დასაძრახი- მთავარი არის ოჯახი და განსაკუთრებით მაშინ, როცა ღმერთის საჩუქარს- მეორე ბავშვს ელოდები! ახლა უფრო მჯერა, რომ თორნიკე დასძლევს პრობლემებს და ისე ათამაშდება, მის ნიჭს რომ შეესაბამება! მთავარია- ტაძარს და რწმენას არ მოსცილდეს და ღმერთი შეეწევა...

მამუკა კვარაცხელია
MAMUKA KVARACXELIA
16 ნოემბერი 2015 14:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული