გიორგი ჭანტურია: ფრეს ნამდვილად არ ვიმსახურებდით

AutoSharing Option
ალბანეთთან ფრედ დასრულებული ამხანაგური შეხვედრის (2:2) შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა გიორგი ჭანტურიამ თამაში შეაფასა.

16 ნოემბერს, ტირანაში ჩატარებულ მატჩში ჭანტურიამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
"ესტონეთთან თამაშის შემდეგ მობილიზება რთული იყო. ესტონეთში ცუდად ვითამაშეთ, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ მოსამზადებლად კი სამი დღე გვქონდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ალბანეთთან მატჩს ფსიქოლოგიურად მომზადებულნი შევხვედროდით.

ამ მატჩში ყველა ფეხბურთელმა გააკეთა ის, რაც შეეძლო. ფრეს ნამდვილად არ ვიმსახურებდით, 2:0-ს ვიგებდით და მესამე გოლის გატანაც შეგვეძლო.

მსაჯობაც არ იყო
იდეალური, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღევანდელი თამაშით ვისიამოვნე და ვფიქრობ, ჩვენს ნაკრებს მომავალი აქვს".

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 18 /
ხუმრობენ ეს და ცხადაძე. მსაჯობაზე ხმას როგორ იღებთ 100%-იანი გოლი არ ჩაუთვალეს ალბანელებს პირველ ტაიმში. აშკარად დაჩაგრა ალბანელები მსაჯმა. სხვათაშორის ვიკიპედიაზე, ალბანეთის ნაკრების საიტზე, 3:2 მოგება ჩაიწერეს ჩვენთან. დღეს ვნახე, არ ვიცი გაასწორეს თუ არა
ხუმრობენ
18 ნოემბერი 2015 02:58
0
ბოლო 10 წუთს საშინლათ თამაშობენ და სწორეთ მაშინ უშვებენ გოლებს.
oTari
17 ნოემბერი 2015 21:57
0
ამას რას ვერჩი მაგრამ გელაშვილი და ბაჩანა "იმენა" კომედიაა)))რა სპორტზე დადიან ნეტა? :D
noe
17 ნოემბერი 2015 21:02
0
შენ ხომ მყავხარ ფეოლა :) მაგ იმედით იცხოვრე რომ მატჩი არ მოიგო და მსოფლიოს ჩამპიონის მედალი დაგკიდონ ლოგინში გაკუ ;)
vova
17 ნოემბერი 2015 18:17
0
თუ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციები შეცვლიან წესდებებს და მხოლოდ ერთი ტაიმი იქნება სათამაშო, მაშინ შეიძლება შედეგზე ვილაპარაკოთ!
vava
17 ნოემბერი 2015 17:02
0
"მსაჯობა არ იყო იდეალური" გაგეცინება, გლახა მოცეკვავეს ის უშლიდა ხელსო. მსაჯობა იყო მართლა ცუდი და საშინელი თბილისის დინამო ფეინოორდს რომ ეთამაშა როტერდამში, მაგრამ გუნდი რომ ვარგოდა შედეგი დადო მაინც რაც იყო საჭირო.
daviti
17 ნოემბერი 2015 16:32
0
vova-ს. ძალიან არაადეკვატური ხარ. ფეხბურთში მტავარი მაინც შედეგია. შენი ლოგიკით რომ მოეგოთ მაინც იგივე აზრზე უნდა ყოფილიყო, ხომ!!! მაშინ ფეხბურთის გაგებაში არა ხარ!!! 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალია ისე გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ერთი თამაშიც არ მოუგია ქვეჯგუფში. გაიგე სიმონა!!!
ako
17 ნოემბერი 2015 16:08
0
მართლაც ვერ ითამაშეს ჩვენებმა კარგად, ბურთს სულ ალბანელები ფლობდნენ, სად ჩანს ცხადაძის მუშაობა, ის ხომ ამბობდა გუნდს ბურთის დაჭერა უნდა ვასწავლოო, საკვირველია ფრედ რომ დამთავრდა ეს შეხვედრა
giorgi
17 ნოემბერი 2015 16:08
0
Usiamovnia bichs....aba chven gviktxet rogor visiamovnet...tkven tu ggoniat tamaschobt...zalian zdebit...televizorschi mainz uyuret tamaschebs da scheadaret....mecodebit
nika
17 ნოემბერი 2015 16:04
0
იმსახურებდი წაგებას
თანაშგარეშედან შეგდებული გოლით და არ ჩათვლილი გოლით 3:1 იმსახურებდით,ეხლა "შეგჭამს" ამხანაგურში ალბანეთთან გატანილი გოლით
vova
17 ნოემბერი 2015 15:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული