გიორგი ჭანტურია: ფრეს ნამდვილად არ ვიმსახურებდით

AutoSharing Option
ალბანეთთან ფრედ დასრულებული ამხანაგური შეხვედრის (2:2) შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა გიორგი ჭანტურიამ თამაში შეაფასა.

16 ნოემბერს, ტირანაში ჩატარებულ მატჩში ჭანტურიამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
"ესტონეთთან თამაშის შემდეგ მობილიზება რთული იყო. ესტონეთში ცუდად ვითამაშეთ, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ მოსამზადებლად კი სამი დღე გვქონდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ ალბანეთთან მატჩს ფსიქოლოგიურად მომზადებულნი შევხვედროდით.

ამ მატჩში ყველა ფეხბურთელმა გააკეთა ის, რაც შეეძლო. ფრეს ნამდვილად არ ვიმსახურებდით, 2:0-ს ვიგებდით და მესამე გოლის გატანაც შეგვეძლო.

მსაჯობაც არ იყო
იდეალური, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღევანდელი თამაშით ვისიამოვნე და ვფიქრობ, ჩვენს ნაკრებს მომავალი აქვს".

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 18 /
ამას რას ვერჩი მაგრამ გელაშვილი და ბაჩანა "იმენა" კომედიაა)))რა სპორტზე დადიან ნეტა? :D
0
ბოლო 10 წუთს საშინლათ თამაშობენ და სწორეთ მაშინ უშვებენ გოლებს.
oTari
21:57 17-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული