კახა ცხადაძე თორნიკე ოქრიაშვილზე: შეიძლება ის დავკარგოთ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი "გენკის" ქართველი შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი თამაშს არ დაიწყებს და დაშვებულ შეცდომებს არ გააანალიზებს, შესაძლოა ის ნაკრებს მიღმა დარჩეს და ქართულმა ფეხბურთმა მისი სახით ნიჭიერი მოთამაშე დაკარგოს.

"ჩემთვის მთავარია, ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. მან უნდა იცოდეს, თავისთვის გამოიტანოს დასკვნები, როგორც ჩვენ ვაანალიზებთ ჩვენს შეცდომებს, ისე მან უნდა გააანალიზოს, თუ რა მოუვიდა "გენკში", რომ სხვაგან ეს შეცდომები აღარ გაიმეოროს.

მან ფეხბურთი უნდა ითამაშოს, ძალიან ახალგაზრდაა. ჭანტურიასაც ეს ვუთხარი, იმხელა
შანსი მოგეცა, რომ გერმანელებთან მოხვდი, ეს დიდი პლუსია, მაქსიმალურად დაგაყენებენ ფეხზე და შენს ნიჭს, რომელიც გაქვს, გამოიყენებ-მეთქი.

იგივე შემიძლია "ოქრიზე" ვთქვა. ბოლო შანსი აქვს ოქრიაშვილს. თუ მან ეს შანსი ვერ გამოიყენა, სამწუხაროდ, ჩვენ ეს ფეხბურთელი შეიძლება დავკარგოთ. თვითონ უნდა გაიაზროს, რა შეცდომები მოუვიდა, თორემ თამაში რომ შეუძლია და ყველანაირი პირობა აქვს, დიდი ფეხბურთი ითამაშოს, ეს ვიცით", - განაცხადა კახა ცხადაძემ.

ასევე იხილეთ:
კახა ცხადაძე: ეს იყო სრული კატასტროფა ყველასთვის, ჩემიდან დაწყებული...
მკითხველის კომენტარები / 19 /
"ოქრი" კი არა, ადამიანი მშობლების დაკარგვასაც უძლებს. თუ არ უნდა, არაფერი ეშველება!
zurab
18:57 30-11-2015
0
ბალეშიკების სახელით გთხოვთ კახი დროზე მოვიშოროთ პრობლემა არ აქ მნიშვნელობა ვინ იქნება რაღაც იმედი გაგვიჩნდა ყველანაირი პრობლემა დროზე მოვიშოროთ თუ მარტო ვერ წყვეტ საჯაროდ დროულად ითქვას სათქმელი თუ რამე დაიმალება ქართული ფეხბურთი ღრმად ჩაიძირება
guka
19:07 30-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული