რა თქმა უნდა, ქვეყნის უპირველესი გუნდის ამბები ძალიან საინტერესოა ჩვენი მკითხველისთვის, მაგრამ... დღევანდელ ნომერში პრესკონფერენციის შესახებ მასალას ვერ შემოგთავაზებთ და ამას თავისი მიზეზი აქვს.
საქმე ისაა, რომ "ლელო" არ იყო ინფორმირებული ამ პრესკონფერენციის თაობაზე. საერთოდ, ჩვენ ასე ვიცით - პრესსამსახური ყოველთვის ვალდებულია, აცნობოს რედაქციას ამა თუ იმ მნიშვნელოვანი ღონისძიების (ამ შემთხვევაში - პრესკონფერენციის) გამართვის
როგორც გაირკვა, ცხადაძის პრესკონფერენციის შესახებ ანონსი განთავსდა "ფეისბუქის" ერთ-ერთ ჯგუფში. დაგვეთანხმებით, ესა თუ ის ჟურნალისტი სულაც არ არის ვალდებული, "ფეისბუქის" ჯგუფში ეძებოს ინფორმაცია საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენციის შესახებ.
არადა, გუშინ "ლელოს" ჟურნალისტს პრესკონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაურეკეს და რადგან ეს ჟურნალისტი არ აღმოჩნდა იმდენად ყოვლისშემძლე, რომ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორემდე მანძილი რამდენიმე წუთში დაეფარა, შესთავაზეს, ცხადაძის პრესკონფერენციას... ვიდეოთი(?!) გასცნობოდა. აი, ასე.
სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ბევრი სპორტული გაზეთი თუ ვებგვერდი არ არის. ამას გულისტკივილით ვწერთ და აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს ფეხბურთზე მწერალი ჟურნალისტების ვერბალური გაფრთხილება ამა თუ იმ ღონისძიების გამართვის დროსა და ადგილის თაობაზე.
ვფიქრობთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობამ ძალიან კარგად უწყის, რომ ქართული ფეხბურთის კრიზისიდან გამოყვანა მასმედიასთან მჭიდრო კავშირითაც უნდა მოხდეს და არა - მისი იგნორირებით.
აქ აღარ შევჩერდებით ძველ ლაფსუსებზე. იმედს დავიტოვებთ, რომ ასეთი რამ მომავალში აღარ განმეორდება და ის სამსახური თუ ცალკეული პირები, რომელთაც მედიასთან კომუნიკაცია ევალებათ, მეტი ყურადღებითა და პატივისცემით მოეკიდებიან კოლეგებს.
რედაქციისაგან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სხვა ჯურნალისტები როგორ მივიდნენ?
ჟურნალისტს ინფორმაცია მარციდან უნდა ჩამოჰქონდეს და ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენციაზე განცხადებას რომ ვერ მიაგნებს, ის რა ჟურნალისტია?! აბა,იმ ფეისბუკზე პირადი ცხოვრებიდან რაიმე სკანდალური ყოფილიყო, თუ ვინმე მიგასწრებდათ?