"სპორტის მინისტრმა პირადად მითხრა - შენთვის ხელფასის გადახდას არ ვაპირებო"

AutoSharing Option
დღეს, 21 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ მასსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის არსებული დაძაბულობის მიზეზი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილია.

ცხადაძის თქმით, მაშინ, როცა მან ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ეროვნული გუნდის ფეხბურთელთა ფინანსურ მოტივაციაზე ისაუბრა, სპორტის მინისტრმა მას განუცხადა, რომ მის დაფინანსებას არ აპირებს. ცხადაძის თქმით, მისი შეცვლის მთავარი ინიციატორი სწორედ სპორტის მინისტრია.

"ყველაფერი დაიწყო ერთ-ერთი ტელევიზიით ტარიელ ხეჩიკაშვილის მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებული განცხადებით, რომლის თანახმადაც,
უნდა დამკვიდრდეს საბონუსო სისტემა, ანუ მწვრთნელის ხელფასი უნდა შემცირდეს.

ამის შემდეგ ჩვენ ერთ-ერთ ღონისძიებაზე პრივატულად ვისაუბრეთ და მან პირდაპირ მითხრა - შენთვის ხელფასის გადახდას არ ვაპირებო.

ვფიქრობ, აქედანვე იკვეთება მინისტრის დამოკიდებულება ჩემსა და იმ ადამიანის მიმართ, ვინც უნდა, რომ ჩამანაცვლოს", - განაცხადა ცხადაძემ, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, თუ ვისი დანიშვნა შეიძლება სურდეს მის ნაცვლად სპორტის მინისტრს.

ცხადაძემ მისსა და ლევან კობიაშვილის ურთიერთობაზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მის დარჩენა-არდარჩენის საკითხს ფედერაცია გადაწყვეტს.

"ჩემსა და ლევან კობიაშვილს შორის კარგი ურთიერთობაა ჩამოყალიბებული. ლევანი სუფთა ადამიანია და მესმის მისი - ფინანსურ პრობლემებს გადაწყვეტა უნდა.

თუ მთავრობა ფეხბურთის ფედერაციას გვერდში არ დაუდგა და ფინანსურად თუ არ დაეხმარა, გაუჭირდება. შექმნილ მდგომარეობაში პასუხისმგებლობა სწორედ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ეკისრება.

სამწუხაროდ, არასაფეხბურთო ადამიანს სურს შიდა სამზარეულოს არევა და დიდი იმედი მაქვს, რომ ლევანი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. მე მას ბოლომდე დავუდგები გვერდში და მსურს, ერთად გავაკეთოთ საქმე.

არ მსურს, ჩემ მაგივრად ხვალ ვინმე მოვიდეს და კვლავ 2 წელი ლოდინი გთხოვოთ. მე დაწყებული მაქვს ეს საქმე და მისი ბოლომდე მიყვანა მსურს", - განაცხადა ცხადაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ეროვნული ნაკრების მწვრთნელს ჟურნალისტებმა ისიც ჰკითხეს, ესწრებოდა თუ არა მისსა და სპორტის მინისტრის შეხვედრას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, რაზეც ცხადაძემ უპასუხა, რომ კალაძე მათ შეხვედრას არ დასწრებია.  

ასევე იხილეთ:
"მე არ მივდივარ, თუ სფფ-ს კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა უნდა, თქვას!"
მკითხველის კომენტარები / 37 /
25 პროცენტით იმცირებს ხელფასს და თუ შედეგს დავდებ ეგ 25 პროცენტი მერე მომეცითო. აბა სულ მთლად უფულოდ ხომ არ იმუშავებს მართლა?
Fjvc
21 იანვარი 2016 16:49
0
saba
შენ იცი აზერბაიჯანში რამდენია პრემიები მოგებებზე?!! ))) ან ბელარუსში ჩვენთან 2:0 მოგებისთვის აღარ მახსოვს მაგრამ ძალიან სოლიდური თანხა გადაუხადეს ლელოშიც დაიწერა მახსოვს!!
ბექა
შენ კიდე ჯერ კარგად წაიკითხე რასაც იძახის ეს კაცი ))) 3ზე თუ არ გავიყვანე იმ 25% ნუ მომცემთო)))))))))
svani_7
21 იანვარი 2016 16:34
0
ხეჩიკაშვილს რას ერჩით უხელფასოდ მუშაობს საბურთალო ფეხზე დააყენა იმუშაოს ცხადაძემაც ბონუს სისტემიტ რატო არ უნდა ბოლოზე გავალთ იცის და ფულის საქმე ხო გარკვეული უნდა ქონდეს როგორც ქეცბაიას
ბექა
21 იანვარი 2016 16:26
0
მასაც არ ჯერავს რო მესამე ადგილზე გაიყვანს ნაკრებს და გიჟი კი არაა ბონუს სისტემას დათანხმდეს ფული აინტერესებს თორე ქართული ფეხბურთი ფეხებზე კიდია
ბექა
21 იანვარი 2016 16:17
0
ფეხბურთი მითამაშია და ცოტა აზრზე ვარ,ფეხბურტი ცხადაძის ხელში ჯერ არ უთამაშია ნაკრებს,მარა გამოცოცხლება მაინც ეტყობა ცოტა აცადეტ რა 2 წელიც,აბა ვარსკვლავები ჩვენ არ გვყავს 6 თვეში რო დადოს შედეგი
david
21 იანვარი 2016 16:16
0
მასაც არ ჯერავს რო მესამე ადგილზე გაიყვანს ნაკრებს და გიჟი კი არაა ბონუს სისტემას დათანხმდეს ფული აინტერესებს თორე ქართული ფეხბურთი ფეხებზე კიდია
ბექა
21 იანვარი 2016 16:16
0
მაგარია, აგვიშენებს ხლეჩიკა სპორტს.
მარა ისე ზოგადად საბონუსო სისტემას ვეთანხმები, უბრალოდ ჩვენთან როგორც ყველაფერი კარგი მახინჯურად უნდა გაკეთდეს.
giga
21 იანვარი 2016 16:14
0
კობის მინდა ვთხოვო, როგორც სტაჟიანმა გულშემატკივარმა, რომ ძალიან ნუ დაუახლოვდება ჩინოვნიკებს. ეს კარგს არაფერს მოუტანს მის კარიერას. რატომღაც მეჩვენება, რომ ცხადაძე ცამდე მართალია. ამასთან, რა სტანდარტები დააწესეს ასეთი, რომ ყველა ნაკრების დონეზე ვრცელდება? ეროვნული ნაკრები არ არის ასაკობრი ნაკრებთან გასათანაბრებელი. მას ინდივიდუალური მიდგომა უნდა. კობი ჩემო კარგო ადამიანო, აბა კარგად დაფიქრდი!!!
gurami
21 იანვარი 2016 16:12
0
არ მიმანია სწორედ ის ფაქტი რო მინისტრი წყვეტდეს მწვრთნელის გადაყენების თუ დანიშვნის საკითს მარა არცისაა სწორი როცა ნაკრების მწვრთნელი ფეხბურთელების ფინანსურ მოტივაციაზე საუბრობს
saba
21 იანვარი 2016 16:08
0
არ მინდა ძალიან მკაცრი შედარება გამომივიდეს, მაგრამ ქოცებსა და ნაცებს შორის არავითარი განსხვავება აღარ არის. ქოცები ტყუპის ცალივით დაემსგავსენ ნაცებს ძალიან ბევრ საკითხში, მათ შორის დამოუკიდებელ ფედერაციებში პირდაპირი ჩარევის მხრივ. ტყუილად არ არის ნათქვამი, "ვინც იხდის, სამპანურსაც ის უკვეტავს"-ო. ამდენად, სანამ ფეხბურთში არ ჩაიდება სპონსორების ფული, მანამ სახელმწიფო ყოველთვის ჩაერევა. ეს კი არა პროგრესს, არამედ რეგრესს ნიშნავს. ....
gela
21 იანვარი 2016 16:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული