ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!

AutoSharing Option
დღეს, 23 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ეროვნულ ნაკრებსა და მისი მწვრთნელის კახა ცხადაძის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კახა ცხადაძემ ეროვნული ნაკრები აღარ გაწვრთნას...

"კახა დიდ ზიანს აყენებს სფფ-ს და იმ ინსტიტუტებს, ვისთანაც ფედერაცია თანამშრომლობს, თუნდაც
სპორტის სამინისტროს.

ის, რაც კახამ წამოიწყო, არის იმ ხალხის დამსახურება, რომლებმაც ვერ მოინელეს 3 ოქტომბრის შედეგი. ეს არის მიზანმიმართული საუბრები და ხელის გაშვერა. მათ ამის არანაირი უფლება და საფუძვლები არ აქვთ. ისინი ქართულ ფეხბურთში ვეღარ დაბრუნდებიან და ზუსტად ეს იყო ფედერაციაში ცვლილება - ხალხი, რომელიც პირადი ინტერესებისთვის იყენებდა ფეხბურთს, მათი ადგილი აქ აღარ იქნება.

ჩემთვის წარმოუდგენელია დღევანდელი მდგომარეობით, რომ კახამ შეინარჩუნოს ეს პოსტი. მომდევნო დღეებში მოვიწვევ აღმასკომს და ვისაუბრებთ, რომ კახა აღარ იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ჩემთვის ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია!

სამწუხაროდ, კახასთვის მნიშვნელოვანია ის ფიქსირებული თანხა, რაც მას კონტრაქტში უწერია და არა ის, რომ დარწმუნებული იყოს თავისი გუნდის შესაძლებლობებში", - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ:
მკითხველის კომენტარები / 139 /
კობი ძალიან გაფასებდი ყოველთვის და იმედი მქინდა შენი მაგრამ აწი შენს პატიოსნებაში ეჭვი მეპარება ისევე როგორც შენს ...., ..... ყოფილხარ, შენ თავს და შენს გუნდს დაუნიშნე მაგ ტიპის ხელფასი, თუ ქართულ ფეხბურთს შედეგი ექნება მაშინ მიიღეთ ხელფასი და თუ არა თქვენც გროშებზე იმუშავეთ ვნახოთ თუ დაგთანხმდება შენი გუნდი
zura
23 იანვარი 2016 14:03
0
.. ხარ ლევან ყველაზე მეტად გენდობოდი საბურთალოს და დინამოს როგორ შეტენე მთელი ფედერაცია რატო გააკეთე ეს ნაკრებში დაფუძნებული სიმშვიდე და იმედი დაარღვიე იცი რისი ღირსი ხარ არცერთი ნაკრების ფეხბურთელი არ ჩამოვიდეს ნეტა ეგრეც მოხდეს თამაშზე გასვლა ვერ მოახერხონ კიდევ ვერთხელ ვიმეორე გენდობოდი და ეს როგორ გააკეთე სულ რო ცუდი კაცი იყოს ცხადაძე ჩვენ გულშემატკივარი მას ვენდობით ჩვენში იმედი დააბრუნა მაგ კაცმა
inkognito
23 იანვარი 2016 14:01
0
კობიაშვილი აკეთებს იმას რისთვისაც დანიშნეს ამ თანამდებობაზე, არველაძის გუნდის მაგივრად ეხლა ამათ უნდა იშოვონ ქართული ფეხბურთით ფული. ნახევარი მთავრობა იმიტომ კიარ ჩალიჩობდა კობიაშვილის გამარჯვებას ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში რომ ქართულ ფეხბურთზე შესტკიოდათ გული არამედ იმისთვის რომ მისი გამარჯვების შემდეგ ფული ეკეთებინათ
megre
23 იანვარი 2016 14:00
0
ჯერ კობის პრესკონფერენციას უყურეთ და მერე გამოიტანეთ დასკვნები აქ მხოლოდ მცირე ნაწილია იმედია მალე მთლიანს დადებენ და ნახავთ)))))) სპორტის სამინისტრო როცა ცხადაძეს კონტრაქტი გაუფორმეს თავიდანვე არ უხდიდა ფულს და თვითონ ფედერაცია აძლევდა სანამ არველაძეები იყვნენ) ეს ერთერთი მცირედია რაც ილაპარაკა))
_svani_
23 იანვარი 2016 14:00
0
Eex ukve axda chemi natkvami amasac male ise ... rogorc arveladzes tko da ager fakti sadzmakscoebi cvlian ertmanets vis rashi ainteresebs fexburti fuli baba fuli
Gool
23 იანვარი 2016 13:59
0
უბრალოდ კულტურა არ გვყოფნის ,რომ კომპრომისული და გონივრული გადაწყვეტილებები მივიღოთ სრულიად მარტივ სიტუაციებში და ჩვენ სახელმწიფოს ავაშენებთ?(((
ზაზა
23 იანვარი 2016 13:57
0
სწორად მოიქცა ნამდვილად. საღოლ კობი! ვისაც რამე პრეტენზია აქ მერე გამოთქვას ახალ მწვრთვნელ რომ აირჩევენ ვინ იქნება!
ise
23 იანვარი 2016 13:57
0
აბა მას დამიხედეთ ერთი, რას ქვია ვერ შეინარჩუნებს?! ვაი რა ტყუილა ვგულშემატკივრობდი კობიაშვილს,
გოგი
23 იანვარი 2016 13:56
0
ელაპარაკე ახლა ამას, იმაზე რომ წინა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სამართალმემკვიდრეა ის და მისი ფედერაციის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ არ დაფუზნებულა ფეხბურთი . . . ყ......
giorg
23 იანვარი 2016 13:51
0
კაცი მეგონა შენი თავი მაგრამ შენც კუკლა გამოდექი, არა და როგორი იმედი მქონდა, კალაძის სურვილების ასრულებას გირჩევნოდეს ვაჟკაცურად ქართული ფეხბურთისთვის იბრძოლო, მესმის შენს გამარჯვებაში დიდი წვლილი აქვს კალაძეს მაგრამ საზოგადოებაც გიჭერდათ მხარს რითაც ლეგიტიმაცია მოიპოვე და ეს საზოგადოება ცხადაძესაც უჭერს მხარს არ დაგავიწყდეს... კალაძე ვერ გიშველის არასწორი ნაბიჯის გადადგმის გამო!
მიხეილი
23 იანვარი 2016 13:50
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული