ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!

AutoSharing Option
დღეს, 23 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ეროვნულ ნაკრებსა და მისი მწვრთნელის კახა ცხადაძის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კახა ცხადაძემ ეროვნული ნაკრები აღარ გაწვრთნას...

"კახა დიდ ზიანს აყენებს სფფ-ს და იმ ინსტიტუტებს, ვისთანაც ფედერაცია თანამშრომლობს, თუნდაც
სპორტის სამინისტროს.

ის, რაც კახამ წამოიწყო, არის იმ ხალხის დამსახურება, რომლებმაც ვერ მოინელეს 3 ოქტომბრის შედეგი. ეს არის მიზანმიმართული საუბრები და ხელის გაშვერა. მათ ამის არანაირი უფლება და საფუძვლები არ აქვთ. ისინი ქართულ ფეხბურთში ვეღარ დაბრუნდებიან და ზუსტად ეს იყო ფედერაციაში ცვლილება - ხალხი, რომელიც პირადი ინტერესებისთვის იყენებდა ფეხბურთს, მათი ადგილი აქ აღარ იქნება.

ჩემთვის წარმოუდგენელია დღევანდელი მდგომარეობით, რომ კახამ შეინარჩუნოს ეს პოსტი. მომდევნო დღეებში მოვიწვევ აღმასკომს და ვისაუბრებთ, რომ კახა აღარ იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ჩემთვის ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია!

სამწუხაროდ, კახასთვის მნიშვნელოვანია ის ფიქსირებული თანხა, რაც მას კონტრაქტში უწერია და არა ის, რომ დარწმუნებული იყოს თავისი გუნდის შესაძლებლობებში", - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ:
მკითხველის კომენტარები / 139 /
მაგრად ტეხავს, ხეჩიკამ მაინც იჩალიჩა, ტფუი...
ინასა
23 იანვარი 2016 13:48
0
გინდა არ გინდა კობი შენ იმ სახელს რომელსაც ამდენი წლები ოფლით აშენებდი .... ეტირა
vazha
23 იანვარი 2016 13:46
0
ეჰ კობი. მოექეცი გავლენის ქვეშ
111
23 იანვარი 2016 13:44
0
კახი ვერ დაგცალდა კიდე გამდიდრება და ხალხის ნერვებზე თამაში ჯიგარია კობი ეხლა შეიძლება ქართულ ფეხბურთზე იმედის თვალით ყურება
ბექა
23 იანვარი 2016 13:43
0
ვაი შენს .... ... პიროვნება ყოფილხარ . . .
მოკვდა ფეხბურთი
23 იანვარი 2016 13:42
0
სუფთა ... რაა... პირდაპირი მნიშვნელობით... კახა მაგარი კაცია !!!
გიორგი ბერუაშვილი
23 იანვარი 2016 13:41
0
ჯიგარი ხარ კობი ვისაც მხოლოდ ფინანსური ინტერესების მეტი არაფერი აინტერესებს მისი ადგილი ქართულ ფეხბურთში არ უნდა იყოს
ბექა
23 იანვარი 2016 13:40
0
აი ეხლა ნაღდად დავრწმუნდი, რომ ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება.
beqa
23 იანვარი 2016 13:38
0
ხოო... კარგია ეხლა საბურთალო-დინამოს სასტავმა გაიგოდს ქართული ფეხბურთი...
მინისტრი საბურთალოს პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი ფედერაციის საბურთალოს დირექტორი, აღმასკომი დინამო-საბურთალოს ხალხით არის სავსე, მწრთვნელი დინამოსი, დარწმუნებული ვარ 21-წლამდე ნაკრებშიც საბურთალოს ან დინამოს მწრთვნელს დანიშნავენ, ეხლა ამათ ვაცალოთ ფულების კეთება.
oee
23 იანვარი 2016 13:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული