ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!

AutoSharing Option
დღეს, 23 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ეროვნულ ნაკრებსა და მისი მწვრთნელის კახა ცხადაძის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კახა ცხადაძემ ეროვნული ნაკრები აღარ გაწვრთნას...

"კახა დიდ ზიანს აყენებს სფფ-ს და იმ ინსტიტუტებს, ვისთანაც ფედერაცია თანამშრომლობს, თუნდაც
სპორტის სამინისტროს.

ის, რაც კახამ წამოიწყო, არის იმ ხალხის დამსახურება, რომლებმაც ვერ მოინელეს 3 ოქტომბრის შედეგი. ეს არის მიზანმიმართული საუბრები და ხელის გაშვერა. მათ ამის არანაირი უფლება და საფუძვლები არ აქვთ. ისინი ქართულ ფეხბურთში ვეღარ დაბრუნდებიან და ზუსტად ეს იყო ფედერაციაში ცვლილება - ხალხი, რომელიც პირადი ინტერესებისთვის იყენებდა ფეხბურთს, მათი ადგილი აქ აღარ იქნება.

ჩემთვის წარმოუდგენელია დღევანდელი მდგომარეობით, რომ კახამ შეინარჩუნოს ეს პოსტი. მომდევნო დღეებში მოვიწვევ აღმასკომს და ვისაუბრებთ, რომ კახა აღარ იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ჩემთვის ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია!

სამწუხაროდ, კახასთვის მნიშვნელოვანია ის ფიქსირებული თანხა, რაც მას კონტრაქტში უწერია და არა ის, რომ დარწმუნებული იყოს თავისი გუნდის შესაძლებლობებში", - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ:
მკითხველის კომენტარები / 139 /
მიდით მოუყვანეთ ვიღაც იჩიკას კაცი, მორიგი ... და ოცნების დაპირებების არ იყოს დაგვპირდით რომ ჩვენი ნაკლები მსოფლიოზე და ევროპაზე ითამაშებს...
კახა
23 იანვარი 2016 14:56
0
ვინც ამის მაგის მერე შენ პრეზიდენტად დაგტოვვოს ....
ვალერი
23 იანვარი 2016 14:51
0
თუ ერთიანობა არ იქნება, შედეგიც არ იქნება. ფედრაცია და მინისტრი ხომ არ წავა და ერთად მუშაობის შანსი კახამ ამოწურა თავის განცხადებებით. ჩაიჯიბავს კონტრაქტის გაწყვეტისათვის და წავა. შედეგის იმედი რომ ქონდეს კი დათანხმდებოდა რაც შესთავაზეს. ჯობის ერთხელ და სამიდამოდ დამთავრდეს მილიონების წყალში გადაყრა. ქართულ ფეხბურთს რადიკალური მოქმედებები სჭირდება, რაც ზოდისთვის მტკივნეული იქნება.
1
23 იანვარი 2016 14:42
0
ვერ გავიგე
musenbezi
23 იანვარი 2016 14:42
0
ხალხო ყველა ტირიხართ ქვეყანას უჭირს რას აკეთებს მთავრობაო ქოთქოთებთ ცხადაძეს ვინმემ კითხა რაში ითხოვს 120 ათასს
jonsoni
23 იანვარი 2016 14:35
0
მიდი კობი ესე გერმანული ცივსისხლიანი წესრიგი, დიაციპლინა უნდა დაინერგოს. სხვანაირად არც პროფესიონალიზმი და არც შედეგი იქნება
Dato
23 იანვარი 2016 14:32
0
ესენი ისე იზავენ რომ, უეფადან გაგვრიცხავენ, ან აუკრძალავენ ნაკრებს და გუნდებს თამაშს, რადგან მის კანონში წერია რომ სახელმწიფო და მთავრობას არცერთ ქვეყანაში არ აქვს უფლება ჩაერიოს ფეხბურთის საქმეში.
ტყეშელაანთ გიჟი
23 იანვარი 2016 14:28
0
კობოაშვილო --კალაძის ... სჰენ გიყვარს ქართული ფეხბურთი?კახიმ ნაკრები შეკრა და გუნდს დაამგვანა ამ მოკლე ხანში,ხალხს იმედი გაგვიჩნდა და შენ და შენი საძმაკაცო ამ იმედს გვიკლავთ?ერთი ის კითხე მინისტრს--მთავრობის მუშაობას რა შედეგი მოაქვს ამხელა პრემოა-ხელფასებს რომ იღებენ,ახალდანიშნული მწვრთნელიდან რომ ითხოვს მაღალ შედეგა?
mamulo
23 იანვარი 2016 14:26
0
ძლივს ერთი ნორმალური მწვრთნელი გამოჩნდა და იმასაც თავიდან იშორებენ.
nika
23 იანვარი 2016 14:25
0
ხაჩიკა ,,,, ბიზნეს-პოლიტიკოსია , კარგს მაინც არავინ არ ფიქრობდა, შენ კი მაგრად შეგიდგა წყალი ჩემო კობი.
ჯ.ს.
23 იანვარი 2016 14:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული