ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!

AutoSharing Option
დღეს, 23 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ეროვნულ ნაკრებსა და მისი მწვრთნელის კახა ცხადაძის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კახა ცხადაძემ ეროვნული ნაკრები აღარ გაწვრთნას...

"კახა დიდ ზიანს აყენებს სფფ-ს და იმ ინსტიტუტებს, ვისთანაც ფედერაცია თანამშრომლობს, თუნდაც
სპორტის სამინისტროს.

ის, რაც კახამ წამოიწყო, არის იმ ხალხის დამსახურება, რომლებმაც ვერ მოინელეს 3 ოქტომბრის შედეგი. ეს არის მიზანმიმართული საუბრები და ხელის გაშვერა. მათ ამის არანაირი უფლება და საფუძვლები არ აქვთ. ისინი ქართულ ფეხბურთში ვეღარ დაბრუნდებიან და ზუსტად ეს იყო ფედერაციაში ცვლილება - ხალხი, რომელიც პირადი ინტერესებისთვის იყენებდა ფეხბურთს, მათი ადგილი აქ აღარ იქნება.

ჩემთვის წარმოუდგენელია დღევანდელი მდგომარეობით, რომ კახამ შეინარჩუნოს ეს პოსტი. მომდევნო დღეებში მოვიწვევ აღმასკომს და ვისაუბრებთ, რომ კახა აღარ იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ჩემთვის ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია!

სამწუხაროდ, კახასთვის მნიშვნელოვანია ის ფიქსირებული თანხა, რაც მას კონტრაქტში უწერია და არა ის, რომ დარწმუნებული იყოს თავისი გუნდის შესაძლებლობებში", - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ:
მკითხველის კომენტარები / 139 /
რა მიკვირს იციი? დანარჩენები რო მილიონებს იღებდნენ სულ არაფერში კახამ გუნდი მაინც შეკრა და აათამაშა ასე თუ ისე და 120000აღარ უნდა მისცენ?
nikoloz
23 იანვარი 2016 15:27
0
ხალხო ფული სჭირდება ფეხბუირთს ფული შეიგნეთ ეს ერთხელ და სამუდამოდ რა!!! მარტო მწვრთნელზე არაა საქმე,საქმე იმაშია რომ ბავშვთა სკოლები უნდა მომრავლდეს და მიეხედოს ბავშვთა ფეხბურთს ისევე როგორც საქართველოს ჩემპიონატს.ფული უნდა ჩაიდოს ფეხბურთში ბიზნესმენების მეშვეობით და ლეგიონერების ყიდვიტთ უნდა ამაღლდეს ჩემპიონატის დონე,ისევე როგორც პარალელურად ბავშვთა ფეხბურთს დაეთმოს დიდი ფინანსები.მოკლედ ბევრი ნიუანსია რომელიც დიდ თანხებს ითხოვს და მწვრთნელს ნუ გამოეკიდებით ახლა და ნუ გადატეხავთ მასზე ჯოხს.მუქთად მწვრთნელად არავინ არ მოვა და არ იმუშავებს გაიგეთ რა ეს!!!
გეგი
23 იანვარი 2016 15:26
0
ეგეც თქვენი თვისებაა ადამიანებს რომ ასე ყრით და არ აფასებთ მართლა არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას რაა,რას ედავებით კახას კაცი რომელმაც იმაზე ნაკლებ ხელფასს დათანხმდა რაც ზოგადად უნდა გადაეხადათ თავიდანვე.ხალხო ის რატომ გავიწყდებათ რომ ფეხბურთს დიდი ფული სჭირდება და ასე ვაჭრობა და სპეკულაცია ძალიან სირცხვილია.თუ არ გინდათ ფულის ჩადება მაშინ გააუქმეთ ეს სპორტის სახეობა და ეგ იქნება,ნორმალურ სპეციალისტს მაგაზე ნაკლებ ანაზგაურებით ვერ მოიყვანთ და ეს თქვენ მშვენივრად იცით.სპეციალურად აჟგერებთ ახლა ხალში რამდეინ აქვს და მერე წელიწადში რამდენი უგროვდება ორმ ხალხმაც თქვას რამდნეი ქონიაო ხელფასიო.მოკლედ რაა აქ სულ სხვა ინტერესებია და ამ ქვეყანაში არაფერს არ ახარებთ!!!არ აფასებთ არავის ვისაც რაგაც მიუღწევია თავისი შრომით!!!
გეგი
23 იანვარი 2016 15:22
0
არავინ და არასდროს არ უნდა მიიღოს ხელფასი თუ არ შეესაბამება მის შრომას, ვინ არიან რომ ითხოვენ ასე მაღალ ხელფასებს, და მოჰყავტ მაგალითები საზღვრეს გარედან, იმას კი არ ამბობენ იქ როგორ შრომობენ, და რა შედეგეს დებენ. დროზე გამოვფხიზლდეთ ხალხო.
jarji
23 იანვარი 2016 15:22
0
არასწორებოო წადით .... ******
dato
23 იანვარი 2016 15:13
0
მწვრთნელს არ ათავისფულებენ იმიტომ რომ ფედერაციის პრეზიდენტი შეიცვალა ან იმიტომ რომ მინისტრს უნდა ასე, მწვრთნელს ათავისუფლებენ თუ მას შედეგები არ ააქვს. ეხლა მწვრთნელის გათავისუფლება ნიშნავს რომ მომოვალ შესარჩევ ციკლსაც ჩააგდებენ, სირცხვილი კობიაშვილი...
მწვრთნელი
23 იანვარი 2016 15:13
0
უბედურებო გაიგეთ ფეხბურთის ნაკრები არ გვყავს და რაზე ჩხუბობთ ვერ გამიგია. აზერბაიჯანის და სომხეთის ნაკრები რომ გჯობია ათი თავით კაცი სირცხვილით უნდა იწვოდე და 120 000 მინდაო უტიფრად იძახის. სირცხვილია რა
ზურა
23 იანვარი 2016 15:12
0
ნაკრები რო უმწვრტნელოდ იყო, მაშინ მტელი საქარტველო იმას ვიძახდით , გიოლეტინაზე თავის დადების ტოლფასიაო.../ კაცმა მთელი თავისი კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დასვა, და მოვიდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დაბალ დონის გუნდში, კორუმპირებულ, გამამაძაგლებულ ქვეყანაში, და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ რომ თავის სამშობლოა.../ და ხელფასი ყველაზე დაბალი ქონდა, რაც კი მის წინამორბედებს ქონდათ.... / მაშინ კობიაშვილი და მისი რაზმიც გადავიდეს იგივე სახელფასო სისტემაზე , იქნება შედეგი, იყოს პრემიაც, ასე უფრო სამართლიანი იქნება....// უსე, პირადად მე რაგაც იმედი გამიჩნდა და ესეც დგეს აგმოცაჩინე რო ჩამიკვდა ეს იმედიც... / საცოდაობაა ნამდვილი....
Vaso
23 იანვარი 2016 15:12
0
თუ ფიქრობთ, რომ ფიფაში ან უეფაში სახელმწიფოები არ ერევა ძაან ცდებით უბრალოდ ეს არ ჩანს.

ხოლო რაც შეეხება ცხადაძეს. კი კარგი მწვრთნელია, მაგრამ 120.000 მაინც დიდია და კობი ჩემის აზრით ნამდვილად სწორედ მოიქცა. ცხადაძენ ხელფასზე ასეთი რეაქცია, რომ არ ქონოდა და ბონუს ხელფასზე დათანხმებულიყო მაშინ დარწმუნებული ვარ კობი არანაირ შემთხვევაში არ გაუშვებდა.
...
23 იანვარი 2016 15:03
0
კახა ცხადაძის დღევანდელი ნაკრები ნორმალურად გამოიყურება.კობის უნდა,რომ ნაკრების მწვრთნელი იყოს მისი ძმაკაცი,მისი ნდობით აღჭურვილი პირი.ისე ხომ მაფია ვერ შეიკვრება.
ხიხანი
23 იანვარი 2016 15:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული