ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!

AutoSharing Option
დღეს, 23 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ეროვნულ ნაკრებსა და მისი მწვრთნელის კახა ცხადაძის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კახა ცხადაძემ ეროვნული ნაკრები აღარ გაწვრთნას...

"კახა დიდ ზიანს აყენებს სფფ-ს და იმ ინსტიტუტებს, ვისთანაც ფედერაცია თანამშრომლობს, თუნდაც
სპორტის სამინისტროს.

ის, რაც კახამ წამოიწყო, არის იმ ხალხის დამსახურება, რომლებმაც ვერ მოინელეს 3 ოქტომბრის შედეგი. ეს არის მიზანმიმართული საუბრები და ხელის გაშვერა. მათ ამის არანაირი უფლება და საფუძვლები არ აქვთ. ისინი ქართულ ფეხბურთში ვეღარ დაბრუნდებიან და ზუსტად ეს იყო ფედერაციაში ცვლილება - ხალხი, რომელიც პირადი ინტერესებისთვის იყენებდა ფეხბურთს, მათი ადგილი აქ აღარ იქნება.

ჩემთვის წარმოუდგენელია დღევანდელი მდგომარეობით, რომ კახამ შეინარჩუნოს ეს პოსტი. მომდევნო დღეებში მოვიწვევ აღმასკომს და ვისაუბრებთ, რომ კახა აღარ იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ჩემთვის ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია!

სამწუხაროდ, კახასთვის მნიშვნელოვანია ის ფიქსირებული თანხა, რაც მას კონტრაქტში უწერია და არა ის, რომ დარწმუნებული იყოს თავისი გუნდის შესაძლებლობებში", - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ:
მკითხველის კომენტარები / 139 /
შენ რა ბოლშევიკივით ლაპარაკობ? აქამდე ხელმოსაკიდი რომ ქონოდა რამე დღევანდელ მთავრობას ფედერაციის წინა ხელმძღვანელების მიმართ, მაგათ დაასწრებდა ვინმე?
??????????-ს
23 იანვარი 2016 21:26
0
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ანუ ლილოს ბაზრობაზე დიდი აურზაურია კვლავ, წინა ფულიმჭამელებმა რაც გააფუჭეს ქვეყნისთვის ( და არა თავისთვის) , ეს ახალი ფულიმჭამელები მაგას ვერ გამოასწორებენ, ამიტომ საერთოდ ავკრძალოთ სპორტის ეს სახეობა მინიმუმ 25 წლით
aka
23 იანვარი 2016 21:18
0
კობი მართალია და ცხადაძეს შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ისე კი მას მერე რაც მან ტვ თი ისაუბრა ისედაც უნდა წასულიყო კალაძე კიდეარაფერ შუაშია და ყველამ ჯობია ფაქტებით ისაუბროს და არა ჭორების დონეზე და კიდე ვისაც დომენტი მოენატრა შეუძლია ჩააკითხონ აფხაზეთში აკადემია კიდე კერძო როა შენი ფულით უნდა დააფინანსო და არა ბიუჯეტის ხარჯზე.
qutaiseli
23 იანვარი 2016 21:17
0
კობიაშვილამდე ფედერაციას წლები ვინც ჭამდნენ იმათ ვერ მორევია ქვეყანა და რომელ ფეხბურთზე ლაპარაკობთ ხალხო????? სანამ ყველა წურბელა არ დაისჯება ოცნებაც არ გქონდეთ რაიმე წარმატების. ვერა ხედავთ დეზერტირის ბაზრობაა ხელფასებზე და მოთამაშეებზე???????????????????????????
???????????????????????????????????
23 იანვარი 2016 21:11
0
სიჭინავას და არველაძეების დატოვებული ცხადაძე იგივე ფულისჭამიაა რაც გამოჩნდა. ყველანაირად მახინჯი კონტრაქტები და სისტემა დატოვეს
Dima
23 იანვარი 2016 21:09
0
უნდა მოაშორონ ეს ცხადაძე..კაცი მილიონნახევარს იღებს ხელფასს და რას აკეთებს?
g
23 იანვარი 2016 20:57
0
Kobiashvili saertod ar igebs xelpass! Icit es?
Xorxe
23 იანვარი 2016 20:37
0
იქნებ ფეხბურთელებს კითხოთ ვისი მწვრთNელობა უნდა ყველა ასე ერთპიროვნულად ცხადაძისკენ არის და რა შედეგზე ლაპარაკობთ სამომავლოდ როცა გუნდის აზრს არ ითვალისწინებთ
gakho
23 იანვარი 2016 20:35
0
კალაძემ პირველი თამაში ნაკრებში მაშინ ითამაშა როდესაც თბილისში იტალიას ვხვდებოდით და ცხადაძემ პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო. სწორედ ეს თამაში გახდა კალაძის კარიერის განმსაზღვრელი და კიევის დინამოში მიიწვიეს. რომ არა ის შემთხვევითობა კალაძე დღეს სამტრედიაში დისტრიბუტორი იქნებოდა....
მე მახსოვს
23 იანვარი 2016 20:25
0
პრინციპში რა არის გასაკვირი - ის რაც მოხდა 3 ოქტომბერს (რა მეთოდებითაც "აირჩიეს" კობიაშვილი ყველას კარგად გვახსოვს), იმის ლოგიკური გაგრძელებაა ეხლა. აბა ტყუილად ხომ არ მოიყვანეს. ველით "ქართუ ბანკის" თანამშრომელს მწვრთნელად (ეს უტრირებაა რა თქმა უნდა, თუმცა მიმხვედრი მიხვდება).
ilia
23 იანვარი 2016 20:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული