ლევან კობიაშვილმა ცხადაძის ხელფასი და სფფ-ს მიმართ მისი ვალები გაასაჯაროვა
ლევან კობიაშვილი: ყველა გადაწყვეტილება იყო ჩემი და ჩემი გუნდის და ასე იქნება მომავალშიც
ლევან კობიაშვილი: ყველა გადაწყვეტილება იყო ჩემი და ჩემი გუნდის და ასე იქნება მომავალშიც
ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კახა ცხადაძემ ეროვნული ნაკრები აღარ გაწვრთნას...
"კახა დიდ ზიანს აყენებს სფფ-ს და იმ ინსტიტუტებს, ვისთანაც ფედერაცია თანამშრომლობს, თუნდაც
ის, რაც კახამ წამოიწყო, არის იმ ხალხის დამსახურება, რომლებმაც ვერ მოინელეს 3 ოქტომბრის შედეგი. ეს არის მიზანმიმართული საუბრები და ხელის გაშვერა. მათ ამის არანაირი უფლება და საფუძვლები არ აქვთ. ისინი ქართულ ფეხბურთში ვეღარ დაბრუნდებიან და ზუსტად ეს იყო ფედერაციაში ცვლილება - ხალხი, რომელიც პირადი ინტერესებისთვის იყენებდა ფეხბურთს, მათი ადგილი აქ აღარ იქნება.
ჩემთვის წარმოუდგენელია დღევანდელი მდგომარეობით, რომ კახამ შეინარჩუნოს ეს პოსტი. მომდევნო დღეებში მოვიწვევ აღმასკომს და ვისაუბრებთ, რომ კახა აღარ იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
ჩემთვის ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია!
სამწუხაროდ, კახასთვის მნიშვნელოვანია ის ფიქსირებული თანხა, რაც მას კონტრაქტში უწერია და არა ის, რომ დარწმუნებული იყოს თავისი გუნდის შესაძლებლობებში", - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
ასევე იხილეთ:
მე მხარს ვუჭერ კობის. მთავრი აქცენტი უნდა გაკეთდეს ბავშვთა ფეხბურთზე და ფეხბურთის სწორად ორგანიზებაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ნაკრებზე ფიქრი. მანამდე 50 ათასიც ბევრია ტრენერისთვის.
ასიანია კობი