ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!

AutoSharing Option
დღეს, 23 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ეროვნულ ნაკრებსა და მისი მწვრთნელის კახა ცხადაძის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კახა ცხადაძემ ეროვნული ნაკრები აღარ გაწვრთნას...

"კახა დიდ ზიანს აყენებს სფფ-ს და იმ ინსტიტუტებს, ვისთანაც ფედერაცია თანამშრომლობს, თუნდაც
სპორტის სამინისტროს.

ის, რაც კახამ წამოიწყო, არის იმ ხალხის დამსახურება, რომლებმაც ვერ მოინელეს 3 ოქტომბრის შედეგი. ეს არის მიზანმიმართული საუბრები და ხელის გაშვერა. მათ ამის არანაირი უფლება და საფუძვლები არ აქვთ. ისინი ქართულ ფეხბურთში ვეღარ დაბრუნდებიან და ზუსტად ეს იყო ფედერაციაში ცვლილება - ხალხი, რომელიც პირადი ინტერესებისთვის იყენებდა ფეხბურთს, მათი ადგილი აქ აღარ იქნება.

ჩემთვის წარმოუდგენელია დღევანდელი მდგომარეობით, რომ კახამ შეინარჩუნოს ეს პოსტი. მომდევნო დღეებში მოვიწვევ აღმასკომს და ვისაუბრებთ, რომ კახა აღარ იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ჩემთვის ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია!

სამწუხაროდ, კახასთვის მნიშვნელოვანია ის ფიქსირებული თანხა, რაც მას კონტრაქტში უწერია და არა ის, რომ დარწმუნებული იყოს თავისი გუნდის შესაძლებლობებში", - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ:
მკითხველის კომენტარები / 139 /
ორივე მომწონდა ცხადაძეც და კობიაშვილიც მაგრამ არჩევანის წინაშე რომ ვიყო დაუფიქრებლად კობიაშვილს გავუშვებდი, თან პანღურით!
ვახო
23 იანვარი 2016 20:22
0
რას ქვია პირობებს უნდა დათანხმდეს?! ტიპი უკვე დათანხმდა პირობებს თავის დროზე და ეხლა კალაძეს რო სხვა ტრენერი უნდა ცხადაძე უნდა წავიდეს?! კი არ ბნელა...
თემო
23 იანვარი 2016 20:11
0
რაც კობიაშვილი მოვიდა, ზარალის მეტი არაფერი გაუკეთებია. აკადემია დახურა ზუგდიდში. ეხლა კახასაც მოიშორებენ. არადა ერთიანობაო, თანმიმდევრულობაო, შეტევაო, ყველა ასაკობრივი ნაკრების ერთიანი ხელწერაო... ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს. უფრო ზუსტად კი - ვიღაც ვიღაცეებს ძალიან ცუდად არის აყოლილი კობი და თუ დროზე გონს არ მოეგო, ძალიან სამარცხვინოდ დაამთავრებს, ახალკაც-უმცროსზე უარესად.
ilia
23 იანვარი 2016 20:09
0
ცხადაძე,წადი ბიძია და აგოიმე ისევ ...!!!ჩვენ შენნაირი ერთი .ა. და ....,უკვე მოვიშორედ....მარტო ფული გელანდებად თურმე თქვენ!!!მალადეეეც
davidbe
23 იანვარი 2016 20:09
0
ფეხბურთელებს მაგარ განწყობაზე აყენებს კობი. ტფუი! გულშემატკივრებს რო თავი დავანებოთ...
fexa
23 იანვარი 2016 20:05
0
პრეზიდენტობა-უფროსობაზე რო მიდგა საქმე საამაყო რაგბისტებმაც კი ჩაი...ვეს და კობიაშვილი და მისი საძმო რომელი ანგელოზები არიან?
rugby
23 იანვარი 2016 20:03
0
კობიაშვილის საქციელს 1 სახელი აქვს - პირადი ინტერესების საზოგადოებრივზე მაღლა დაყენება, გულშემატკივრებისთვის და საფეხბურთო სამყაროსთვის სახეში შეფურთხება
ავთო
23 იანვარი 2016 20:02
0
სულ ერთი მეორეზე უარესები როგორ მოდიან ამ ფედერაციაში?!
jigo
23 იანვარი 2016 20:00
0
კობიაშვილი დიდ შეცდომას უშვებს
tengo
23 იანვარი 2016 19:43
0
მე ვფიქრობ კახა შეცდა როცა უარი თქვა იმ შეთავაზებაზე რაც ფედერაციამ შესთავაზა. საერთოდ ვინც ფულს იხდის მუსიკასაც ის უკვეთავს. თუ ეს პირობები არ გაწყობს უნდა წახვიდე ეს დაუწერელი კანონია. ხოლო შეცდა თუ არა კობიაშვილი პირდაპირ ვიტყვი არა. რაც შეეხება ცხადაძის კვალიფიკაციას ვერ ვიტყვი რომ ის იმსახურებს იმ ხელფასს რასაც ის ითხოვდა ან თუნდაც რასაც სთავაზობდნენ.ხოლო როგორც მწვრთნელი ცხადაძე სუსტი მწვრთნელი ნამდვილად არ არის.
gia
23 იანვარი 2016 19:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული