ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!
ლევან კობიაშვილი: ყველა გადაწყვეტილება, იყო ჩემი და ჩემი გუნდის და ასე იქნება მომავალშიც
ლევან კობიაშვილი: ყველა გადაწყვეტილება, იყო ჩემი და ჩემი გუნდის და ასე იქნება მომავალშიც
"ფეხბურთის ფედერაცია, წლიურად კახა ცხადაძის ხელშეკრულებაში იხდის 1,5 მილიონ ლარს, რაც მთლიანობაში, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 3 მილიონს მიაღწევდა. მისი სამწვრთნელო შტაბი კი ყოველთვიურად 8000 ლარს იღებდა.
მე კახას შევთავაზე მისი ხელფასის 50%-ის ფიქსირებული გადახდა, ხოლო დანარჩენის - მინიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მინიმალურ შედეგად ჯგუფში მესამე ადგილი განიხილებოდა. პლუს ამას, თუ გუნდი მეორეზე გავიდოდა, კახა დამატებით კიდევ თანხის 50%-ს მიიღებდა.
კახამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გულშემატკივარს, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში მას ბონუსად ხელფასის 30% ეკუთვნოდა, რომელსაც ის ფეხბურთელებს გაუნაწილებდა. მეორე ადგილზე გასვლა არ ნიშნავს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას - ჯერ პლეი ოფია გასავლელი.
ჩემი შეთავაზება კი ასეთი იყო: მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, დამატებით 50%-ს ვაძლევდი - გინდ გასულიყო მუნდიალზე, გინდ არა. სხვათა შორის, მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში ბონუსის სახით მას თანხას სპორტის სამინისტროც დაუმატებდა.
ამის გარდა, მე შევთავაზე იმ სესხის დარჩენილი 50 000 დოლარის განულებაც, რომელიც მისი დასაბრუნებელია...
2009 წლის 12 ივნისს სფფ-ის აღმასკომზე მოხდა საკითხის განხილვა - 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ცხადაძემ ფეხბურთის ფედერაციას ნაკრებიდან ბაქოს "ინტერში" გაშვება სთხოვა. "მან განგვიცხადა, რომ მისთვის მთავარია ფინანსური მომენტი", - ასე წერია ფედერაციის განცხადებაში.
მაშინ აღმასკომმა ცხადაძე გაათავისუფლა, კომპენსაციის სახით კი მას ფედერაციისთვის უნდა გადაეხადა 40 000 ლარი. ეს თანხა დღემდე არ არის გადახდილი", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
კახა ცხადაძის ხელფასზე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემაც ისაუბრა, რომლის თქმითაც, ცხადაძის თვიური ხელფასი 120 000 ლარს შეადგენს, ხელზე კი ის 100 000-ს იღებს.
კობი ასევე უნდა გააგრძელო...