რამდენს სთავაზობს ფედერაცია კახა ცხადაძეს კომპენსაციად, გაშვების შემთხვევაში

AutoSharing Option
დღეს, 25 იანვარს, 15:00 საათზე, "პრაიმტაიმის" პრესკლუბში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. ნაკრების თავკაცი სფფ-ის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ბოლო განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც ეროვნული გუნდიდან მისი დათხოვნის სურვილს შეეხება.

ცხადაძემ, გათავისუფლების შემთხვევაში, სფფ-ის მიერ მისთვის შეთავაზებული კომპენსაციის ოდენობა დაასახელა:

"ფედერაციის მხრიდან ბოლო შემოთავაზება იყო ასეთი: ან დათანხმდი ამ
ბონუსურ სისტემას, ან კომპენსაციის სახით გადაგიხდით 200 000 დოლარს და გაგიშვებთ ნაკრებიდან, რისი სრული უფლებაც გვაქვსო.

უფასოდ ვიმუშავე 6 თვე, ხელფასიც დავიკელი მაქსიმალურად... ვუთხარი, რომ ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მივიღებდი - საქმეში ჩემი სამწვრთნელო შტაბიც უნდა ჩართულიყო, მათთან უნდა განმეხილა ეს საკითხი...

ლევანი ამ პერიოდში საქართველოში არ იმყოფებოდა, მას ტელეფონზე SMS მივწერე, რომ ჩამოვიდოდა, შევხვედრილიყავით კიდევ ერთხელ და ერთად განგვეხილა დეტალები და ვარიანტები, მაგრამ არანაირი შეხვედრა მას მერე ჩვენ შორის არ შემდგარა.

აქვე იმ სესხზეც მინდა ვთქვა, რომელიც ლევანმა გაასაჯაროვა. აპრილში ფედერაციას ვთხოვე, ჩემთვის სესხად 100 000 ლარი მოეცა, შემდეგ კი ჩემი ხელფასიდან გამოექვითა. ეს სესხი არ ყოფილა უპროცენტო.

კიდევ ერთი მინდა ვთქვა: სექტემბერში, ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევენებამდე ლევანი ამბობდა, ვინც არ უნდა გახდეს ფედერაციის პრეზიდენტი, კახა ცხადაძე უნდა იყოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელიო! როცა პრეზიდენტი გახდა, მაშინაც აღნიშნავდა, რომ არანაირი პრეტენზია ჩემი და ჩემი შტაბის მუშაობასთან არ ჰქონდა და ეს ბოლო პრესკონფერენციაზეც განაცხადა.

გუშინ კი გაჟღერდა, რომ თურმე აქვთ პრეტენზია ჩემ მუშაობასა და ნაკრების შედეგებთან. დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდია", - განაცხადა ცხადაძემ.


ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!
"პროცენტებით რომ ლაპარაკობს ცხადაძე, თქვას ზუსტად, რამდენი აქვს ხელფასი"
მკითხველის კომენტარები / 19 /
Aსიანი ხარ !
Giorgi
25 იანვარი 2016 18:53
0
ნუ იკნატუნებთ ტავებს! ამის აჟიოტაჟის და ავანტიურის უკან რომ კალ"ი"ადზე დგას ვერავინ ხვდებით?!
ლადო
25 იანვარი 2016 18:47
0
შენ თუ 200 ათასი წაიღე ყოჩაღ ბიჯოოოო ბაქოდან წამოღებულს მიუმატე კახი იცხოვრე მშვიდად
sos
25 იანვარი 2016 18:32
0
კობი!მინდა ამ მოფერებითი სიტყვით დავიწყო კომენტარი,შენ ვერ დამაჯერებ რომ ეს ყველაფერი შენ გადაწყვიტე,არ მეგონა კახა ცხადაძეს თუ მიადგებოდი და ნაკრების რეამინაციის შემოქმედს კარებისაკენ მიუთითებდი,გარედან ჩანს,რომ ფედერაციის საქმეში ვიღაც ხელს უფათურებს,თანაც ისე,რომ ეს ხელის ფათური ნაკრებს ასი პროცენტით ზიანს მიაყენებს.კობი! შენ ქართველი გულშემატკივრების და ქართველი ხალხის საყვარელი ფეხბურთელი ხარ და ქართველი ხალხის სიყვარული გერჩიოს ფედერაციის პრეზიდენტობას,თუ ამას ყველაფერს გაძალებენ და ჩანს რომ გაძალებენ ,მაშინ გადადექი და დაგვანახე ,რომ მუშაობას არ გაცლიან,რა გახდა კახას ხელფასი?ყველა გამგებლები მისი მოადგილეები,საკრებულოს წევრები,პარლამენტარები და უამრავი სხვა ხელფასის გარდა დანამატებს ყოველთვიურად კახაზე მეტს იღებენ საქმეს კი არ აკეთებენ.დაანებეთ კახა ცხადაძეს თავი თორემ ხალხის დიდი სიყვარული ხალხის დიდ სიძულვილში გადაიზრდება,მე მგონი შენ ეს არ უნდა გაწყობდეს.
kobiaSvils
25 იანვარი 2016 18:25
0
წილში არ ჩაიყენე ძა ეს ფედერაცია? აბა მარტო შენ ვინ მოგცემს მაგხელა ფულს გაუნაწილე ათათიათასი და ყველაფერი რიგზე იქნება მაგით უნადა მოიცყონ ცხოვრება ყველას წილში უნდა ჩაუჯდენ მუჯირს და კობის აბა სხვა რისი თავი აქვთ
tato
25 იანვარი 2016 18:18
0
საქართველო დიდ ბაზრად და ვაჭრუკანებად გადააქციეს :(
vova
25 იანვარი 2016 18:17
0
რა ადვილად იძახით 200 000 დოლარი კონპენსაცია,გული გაგისკდება კაცს ამხელა თანხას ისე მოიხსენიებენ ვითო 20 ლარი იკოს. კახა კარგი ბიჯი ხარ და რომც გაგიშვან არ იკადრო მაგხელა ფულის წაგება,ისედაც გაპარტახებულია ფეხბურთი
leva
25 იანვარი 2016 17:58
0
რას ვერ ხვდები ბრაატ, გაშვება უნდა ცხადაძის და ეგაა, კობიაშვილი არის ....., მეტი არაფერი,, რა ხელფასსაც სთავაზობენ იმდენს მაინც აძლევენ თუ გადადგა სადაა ლოგიკა ამიხსნას ვინმემ? კობიმ ხაზი გადაუსვა მთელ თავის კარიერას და სიყვარულს ხალხში, ჩატარდეს ქუჩის გამოკითხვა..ეტყობა ცხადაძე წილში არ იყენებს არცერთს და მაგიტომ უნდათ გაშვება. .....
SVANI-S
25 იანვარი 2016 17:50
0
ეგ კი გამოვიდა შენი ხელფასის ნახევარზე მეტი :დდ და რაუნდათ რაა!!!
_svani_
25 იანვარი 2016 17:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული