დიდია თუ პატარა ცხადაძის ხელფასი სხვა მწვრთნელების ანაზღაურებასთან შედარებით

AutoSharing Option
2005 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ნაკრების თავკაცებში ყველაზე ცოტა ხელფასი კახა ცხადაძეს აქვს - თვეში 40 ათასი დოლარი (წელიწადში 480 ათასი დოლარი, ან 440 ათასი ევრო) - მაგრამ, სწორედ ცხადაძის ხელფასს მოჰყვა ყველაზე დიდი აჟიოტაჟი და, როგორც ჩანს, მისი მოხსნის საბაბიც გახდება.

თითქმის ნახევარი მილიონი დოლარი წელიწადში, ბევრია ეს თუ ცოტა?

ქართული ფეხბურთი საერთაშორისო საფეხბურთო ინდუსტრიის ნაწილია (ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს) ამიტომ, ცალკე მწვრთნელის ხელფასის განხილვა და მისი მისადაგება მხოლოდ ქვეყნის მდგომარეობაზე, საერთაშორისო საფეხბურთო კონტენტის უგულველყოფით, ა
რასწორ, პოპულისტურ ნაბიჯად მიგვაჩნია.

ვნახოთ, რა მდგომარეობა სამწვრთნელო ხელფასებსა და ჰონორარებში დღევანდელ საფეხბურთო მსოფლიოში. დღეისათვის ყველაზე მეტ ანაზღაურებას იღებს ხოსეპ გვარდიოლა, რომელსაც მიუნხენის "ბაიერნში" წელიწადში 14,8 მილიონი გირვანქა აქვს (20,7 მილიონი დოლარი).

შემდეგ მოდიან არსენ ვენგერი და ლუი ვან გაალი (თუ ამ წერილის დაწერისას უკვე არ გადააყენეს). დღეისათვის მსოფლიოში 5 მწვრთნელი მაინც იღებს 10 მილიონ დოლარზე მეტს წელიწადში. ისინი ვარსკვლავები არიან და ბუნებრივია, ცხადაძეს არ ვადარებთ, მაგრამ მაინც აღვნიშნავთ, რომ გვარდიოლას ხელფასი 43-ჯერ მეტი აქვს, ვიდრე კახა ცხადაძეს.

ცხადაძე ნაკრების თავკაცია, ამიტომ სანაკრებო მწვრთნელებზე გადავერთოთ. "ფორბსმა" 2014 წლის მუნდიალზე მონაწილე 32-ვე მწვრთნელის ხელფასი გამოაქვეყნა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ჰყავდა რუსეთის ნაკრებს. იტალიელი ფაბიო კაპელო 11,2 მილიონ დოლარს იღებდა, ეს კი საშუალოდ რუსეთის მოქალაქეზე 763-ჯერ მეტი იყო მაშინ.

მეორე ადგილზე იყო ინგლისელთა თავკაცი როი ჰოჯსონი - 5,8 მილიონი დოლარი, მესამეზე - ჩეზარე პრანდელი (იტალია) - 4,3 მილიონი დოლარი. მომავალი მსოფლიოს ჩემპიონი გუნდის, გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი მხოლოდ მე-6 ადგილზე იყო - 3,6 მილიონი დოლარით.

ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ყოველთვის ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელს არ მოაქვს წარმატება.

32-გუნდიან სიას რომ ჩავყვეთ, ბოლო ადგილზე ვნახავთ მექსიკელთა ნაკრების ყოფილ თავკაც მიგელ ერერას (რომელიც მერე ჟურნალისტის ცემისთვის გააგდეს). ერერას მუნდიალამდე არც ისე დიდი ხნით ადრე დაუძახეს და მის ნაკრებს თავი ნამდვილად არ შეურცხვენია. ყველაფერი ამისთვის კი მან ყველაზე ცოტა მიიღო - 209 ათასი დოლარი.

როგორც ხედავთ, მექსიკის ნაკრების თავკაცი ორჯერ (და მეტად) ნაკლებს იღებდა, ვიდრე ცხადაძე.

სულ კი მუნდიალის მონაწილე 32 ქვეყნიდან 7-ის მწვრთნელზე მეტია ქართველი სპეციალისტის ხელფასი: ხორხე ლუის პინტო (კოსტა რიკა, 440 ათასი დოლარი); ფოლკერ ფინკე (კამერუნი, 394 ათასი), სტეფან კეში (ნიგერია, 292 ათასი), საფეტ სუშიჩი (ბოსნია, 352 ათასი), ნიკო კოვაჩი (ხორვატია, 271 ათასი), ჯეიმს კვესი აპია (განა, 251 ათასი) და ზემოთნახსენები ერერა.

როდესაც ბოსნიელი ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი იაპონელებმა 2018 წლის მუნდიალისთვის მწვრთნელად დანიშნეს, მას 2,27 მილიონი დოლარი დაუნიშნეს ხელფასად.

შევეშვათ დალხენილ იაპონიას და მეზობლებში გავიხედოთ - ხორვატ რობერტ პროსინეჩკის აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელად დანიშნვნისას წელიწადში 1,5 მილიონი დოლარი დაუნიშნეს (წყარო ხორვატიულია) ხელფასად. აზერბაიჯანის ნაკრები ჩვენსას ვერ სჯობს, ქვეყანა ჩვენზე ძალიან ბევრად დალხენილიც არ არის, მაგრამ ეროვნული ნაკრების თავკაცს სამჯერ და მეტად მეტი ანაზღაურება აქვს.

ყაზახეთის ნაკრებში იური კრასნოჟანი წელიწადში 2,7 მილიონ დოლარს იღებდა. მან თანამდებობა 1 იანვარს დატოვა. სამაგიეროდ, უკრაინის ნაკრების თავკაცის, მიხაილ ფომენკოს ხელფასი ზოგიერთი გამოცემის მიხედვით, მხოლოდ 16 ათასი დოლარია.

გავიხსენოთ თემურ ქეცბაია, მას საქართველოს ნაკრებში ცხადაძეზე მეტი ხელფასი ჰქონდა, შემდეგ კი გუნდიდან წავიდა და ახლა კვიპროსის აპოელ-ის თავკაცია. კვიპროსული წყაროების ცნობით, ქეცბაიას ამჟამინდელი ანაზღაურება თვეში 42 ათასი დოლარია. ოდნავ მეტი, ვიდრე ცხადაძის.

სხვათა შორის, ცხადაძე ნაკრები ბაქოს "ინტერიდან" მოვიდა, სადაც მას დაახლოებით ისეთი ანაზღაურება ჰქონდა, როგორც ახლა საქართველოში აქვს.

დაბოლოს, ერთი საკითხიც - ევროპულ ქვეყნებში საფეხბურთო ჩინოვნიკებს მწვრთნელების გაშვება ძვირ სიამოვნებად უჯდებათ. წარმოიდგინეთ, რომ მათ იცავს კონტრაქტი და ხშირ შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული სრული თანხის დაფარვა უწევთ, ამას კი ახალი მწვრთნელისთვის მისაცემი ანაზღაურება ემატება.

აქ კი? დღეს ისე ჩანს, რომ გათავისუფლების შემთხვევაში, ცხადაძეს მაქსიმუმ ზაფხულამდე შეეძლება ხელფასის აღება. ნუთუ, ჩვენთან მწვრთნელებს კონტრაქტი არ იცავს?
მკითხველის კომენტარები / 67 /
რამდენს გიხდიან ეს არველაძეები ამ ჟურნალისტებს, ჯერ რა შედარებებია. მერე პატრიოტიო რომ გაიძახით საქართველოში პატრიოტოზმმა ჩამოიყვანაო... რომელ პატრიოტიზმზეა საუბარი, რუსეთთან აფხაზეთის ომი რომ გვქონდა წანაგები და წავიდა იმათ ნაკრებში ითამაშა?! დაავიწყდა ალბათ მაშინდელი თაობა აქ რო აღარ უშვებდა. თუ ის 21 წლამდეში ორი დღის დანიშნული ფულის გამო ბაქოში რომ წავიდა?! თქვენ საერთოდ უნდა ჩამოგართვან მუშაობის უფლება და ყველა ასეთ ჟურნალისტს, სალუქვაძის თამადობით...
Revaz
26 იანვარი 2016 09:58
0
20000 საკმარისია
Gogita
26 იანვარი 2016 09:12
0
გვარდიოლას ადარებტ ცხადაზეს აპსუს საქარტველო ვისაც უყვარს ამდენს არ იყვირებს მიაგწიო უნდა სჰედეგს და მერე მოსტხოვე მაგალი ხელპასი ცხადაზე რომ მოვიდა ვიპიქრე ცოტა რამ სეიცვლება ეს რა მესმის როცა ასე დიდზე წავა საქმე სჰენიტ უნდა გადადგე სჰენზე დიდი მწრტვნელები წავიდნენ საქარტველოს ნაკრებიდან
qutaisi
26 იანვარი 2016 08:48
0
რა მოინდომეს! გვარდიოლასა და ცხადაძეს შორის იმდენი მანძილია, რამდენიც დედამიწიდან იუპიტერამდე
_)+
26 იანვარი 2016 08:31
0
კი 120 ადგილზე ვართ :I და 1 ქულით ვუსწრებთ სომხეთს, ბაჰრეინს, სიერა კეონს ტაილანდს :D სამაგიეროდ გვისწრებენ ისეთი ქვეყნები როგორებიც არიან სენტ-კიტსი და ნევისი, ეთიოპია, ეთიოპია, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, არუბა, ჩადი და ჩრდილოეთ კორეა :D რო გადახედოთ რეიტინგს ბევრ ისეთ ქვეყანას აღმოაჩენთ რომილის სახელიც შეიძლება არც გაგიგონიათ, ნამდვილად უფრო მაღალ ხელფასსაც იმსახურებს მწვრთნელი როცა ესეთი საოცარი რეიტინგი გვაქ ;)
Akaki
26 იანვარი 2016 01:37
0
ცხადაძეს საქართველოს ნაკრებზე გული რო შესტკიოდეს დაბალ ხელფასზეც დათანხმდებოდა და არც ესე არ გახმაურებდა ამ ამბავს,მაგრამ ფული უფრო აინტერესებს და რა ქნას :D
Zura
26 იანვარი 2016 01:15
0
გუნდითუ არ ვცდები 120 ადგილზეა,მერე რა გუნდებში თამაშობენ გადავხედოთ ჩვენი ფეხბურთელები ანუ შედეგი მაინც არ იქნება. ბავშვთა ფეხბურთს თუ არ მიხედეს არასდროს არაფერი არ იქნება.ხოდა მწვრთნელის ხალფასი 4-ჯერ უნდა შემცირდეს.თუ პატრიოტები ხართ და გული შეგტკივათ ასე უნდა იყოს,მაგრამ არ კიდიათ....ფული ბაბაია ფულიიიიი
ლაშა
26 იანვარი 2016 00:41
0
დღესდღეობით საქართველოს ნაკრების მწვრთნელისთვის გადახდილი მილიონები ხელფასის სახით მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება მწვრთნელი თუნდაც გვარდიოლა, ლიოვი, მოურინიო... არის ქვეყნისთვის წყალში გადაყრილი ფული, რადგან დღევანდელი ჩვენი ფეხბურთელების დაბალი სათამაშო კლასის გათვალისწინებით შედეგი მაინც არ იქნება. მინისტრის და ფედერაციის პოზიცია სწორიცაა მაგრამ ეს ისე უნდა გააკეთებულიყო რომ საზოგადოებაში ამდენი კითხვა და ეჭვი არ გაჩენილიყო მათი ამ ქმედების გამო
megre
25 იანვარი 2016 23:36
0
იმიტომ რომ 40.000$ სწორედ რომ 100.000 ლარი გამოდის !
akaki-s
25 იანვარი 2016 23:25
0
აწი ბაჩანას ვინ გამოიძახებს დაერხა ბაჩანას
paata
25 იანვარი 2016 23:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული