ის "დინამოში" გია გეგუჩაძეს შეცვლის, რაც, თითქოს, მოულოდნელი გადაწყვეტილებაა, თუმცა ეს ერთი შეხედვით.
აი, რას წერს სლოვაკური წყარო: "იარაბეკი შეუთანხმდა საქართველოს ჩემპიონატის ლიდერ თბილისის "დინამოს". კონტრაქტი ერთწლიანია. ის "დინამოში" შეცვლის გია გეგუჩაძეს, რომელიც საქართველოს ნაკრებში მიდის".
მოკლედ, სლოვაკები პირდაპირ წერენ, რომ გია გეგუჩაძე საქართველოს ნაკრებს ჩაიბარებს და ეს თუ მოხდა, მაშინ გაურკვეველია, რატომ ატყდა ხმაური ცხადაძის ხელფასზე, რადგან იარაბეკის კონტრაქტიდან ირკვევა, რომ
ყოველ შემთხვევაში, მანამდე, სანამ ნაკრების თავკაცის ხელფასთან დაკავშირებული სკანდალი ატყდებოდა. ეს კი ეჭვს აჩენს, რომ ცხადაძის ხელფასი უბრალო საბაბი იყო.
"ახალი წლის მერე თბილისში ჩავედი. ვნახე ყველაფერი და მალევე დავთანხმდი პირობებს. თბილისის "დინამო" დიდი გუნდია, მან 1980/81 წლების სეზონში ევროპის თასების თასი მოიპოვა.
რომ იცოდეთ, ფეხბურთის თვალსაზრისით, საქართველო ჩვენზე წინაა. კლუბს დიდი ფინანსური პოტენციალი აქვს. "დინამოში" მხოლოდ ერთი ლეგიონერია.
ასეთი პირობები, როგორიც "დინამოშია", ჩვენთან არ არის. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ მუშაობას.
ჩემი წინამორბედი ეროვნულ ნაკრებში გადავიდა. ამიტომ მის შემცვლელს ეძებდნენ. კონტრაქტი შემომთავაზა "ზესტაფონის" ყოფილმა მენეჯერმა, რომელიც ახლა "დინამოშია", - განაცხადა იარაბეკმა და ალბათ, ამ მენეჯერში ის "დინამოს" დირექტორ მიხეილ ხუციშვილს გულისხმობს.
აუ მოვა გეგუჩაძე რომლის აყვანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება თვეში 1000 ლარს თუ გადაუხდი და მოგვამზადებს მსოფლიო 2058 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის: 1-2 მესი თუ დაბადა ვინმემ.