"რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნოა, რაც ხდება საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით. ცუდია, რომ გარეთ გამოვიდა ეს ყველაფერი. ძალიან დაძაბული სიტუაციაა.
მიმაჩნია, რომ ფეხბურთელები არ უნდა ჩავერიოთ ამ საკითხში. ჩვენი საქმე ფეხბურთის თამაშია...
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ კახა ცხადაძესთან იდეალური ურთიერთობა მაქვს. საერთოდაც, ნაკრებში იდეალური სიტუაციაა. დიდი მოცულობის სამუშაო ჩატარდა, შეკრული გუნდი გვყავს, ცხადაძე კი ძლიერი მწვრთნელია...
სანაკრებო თემაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. წავიკითხე თქვენს გაზეთში
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"