"პირადად შევხვდები ცხადაძეს და გავწყვიტავთ თანამშრომლობას"

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან კახა ცხადაძის გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიიღო. აღმასკომმა სფფ-ის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს მოუწოდა, გააგრძელოს ცხადაძესთან მოლაპარაკება.


აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააკეთა:

"პირადად შევხვდები კახა ცხადაძეს და იმედი მაქვს, მასაც ექნება სურვილი, რომ დავილაპარაკოთ და გადავწყვიტოთ, თუ როგორ გავწყვიტოთ თანამშრომლობა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენ გვსურდა მასთან მუშაობა!

ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით", - თქვა კობიაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 76 /
ალეკოს 100%-ით ვეთანხმები. ამით მთელი საქართველო მოგებული დარჩება ამ კუთხით.
gizog
14:17 26-01-2016
0
ვისაც ქართულ ფეხბურთზე ნამდვილად შეტკივა გული მიხვდება რომ ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა სწორ რეფორმებს ატარებს, ამიხსენით არის თუ არა სამართლიანი ის სახელფასო სისტემა რასაც ფედერაცია სთავაზობს ცხადაძეს და ზოგადად ყველა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელს? ეს არის სწორი პრინციპი და სწორი მიდგომა საქმისადმი. ცხადაძემ ფულის არ დაკარგვის მიზნით ავანტურა წამოიწყო და საბოლოო ჯამში თავადვე დარჩა წაგებული. ფედერაციის და პირადად კობიაშვილის პოზიციიდან ჩანს რომ მათ არ უნდოდათ ცხადაძის გაშვება და ძალიანაც გაუხარდებოდათ თუ ის მათ შემოთავაზებას დასთანხმდებოდა, ცხადაძე ასე რომ მოქცეულიყო მას გულშემატკივრებისგანაც სრული მხარდაჭერა ექნებოდა, მაგრამ მან ფინანსები დააყენა წინა პლანზე, თუმცა საბოლოო ჯამში ამ მხრივაც წაგებული დარჩება.
თენგო
14:23 26-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული