ლევან კობიაშვილი: ჩვენს ინტერესშია, ცხადაძის შემცვლელი რაც შეიძლება სწრაფად მოვძებნოთ

AutoSharing Option
26 იანვარს გაიმართა ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა, რომელმაც ორი საკითხი განიხილა და გადაწყვიტა. ჯერ ერთი, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძე უხელმძღვანელებს, ხოლო რაც შეეხება ეროვნული ნაკრების მწვრთნელის საკითხს, ამასთან დაკავშირებით სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა აღმასკომის წევრებსა და მედიას განუცხადა, რომ კახა ცხადაძე პოსტზე არ დარჩება...

აღმასკომის შემდეგ ლევან კობიაშვილმა მედიასთან ასეთი კომენტარი გააკეთა:

ახალი მწვრთნელი? რაც შეიძლება სწრაფად...
- ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძე დაინიშნა. ამავე დროს, ის ასაკობრივი ნაკრებების სპორტული ხელმძღვანელიც იქნება. მიხარია, რომ აღმასკომის წევრებმა ჩემს შეთავაზებას
მხარი დაუჭირეს.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ის კახა ცხადაძეს ეხებოდა. კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ ის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ამავე დროს, აუცილებლად ჩავთვალე, რომ ამ საკითხზე აღმასკომის წევრებთან მელაპარაკა.

მივედით შეთანხმებამდე, რომ ბატონ კახასთან ხელშეკრულება მოლაპარაკების გზით შეწყდეს. მზად ვარ, მას კიდევ ერთხელ შევხვდე და ვილაპარაკოთ, როგორ გავწყვიტოთ კონტრაქტი მოლაპარაკების გზით.

- ანუ ლაპარაკია კომპენსაციაზე?
- ჩემს ბოლო პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ კახასთან ურთიერთობის მოგვარება ცივილური გზით მსურდა. მისი წინადადება იყო, რომ ზაფხულამდე დაგვეკმაყოფილებინა. მზად ვარ, კიდევ ერთხელ დავილაპარაკოთ და ერთმანეთს ადამიანურად დავშორდეთ.

- აღმასკომის სხვა წევრების პოზიცია როგორი იყო?
- კახას კონტრაქტის შეწყვეტაზე რომ უნდა შევუთანხმდეთ, ეს ჩვენი საერთო აზრი იყო, თორემ მწვრთნელთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია კიდევ ერთხელ დავაფიქსირე და ახლაც გავიმეორებ - ის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ არის. მიმაჩნია, რომ ვალდებული ვიყავი, ამ საკითხთან დაკავშირებით აღმასკომზეც მესაუბრა. თუმცა, აქვე ვიტყვი - ბოლოდროინდელი ამბების მიუხედავად, ცხადაძე ჩემი მტერი არ არის - ღმერთმა დამიფაროს!

მზად ვარ, დღესაც დავურეკო და თუ სურვილი ექნება, შევხვდეთ და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გავწყვიტოთ ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმებით.

- ვინ იქნება ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი? გავრცელებული ხმებით, ფოლკერ ფინკესა და შოთა არველაძის კანდიდატურები განიხილება...
- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთ მათგანთან ამ კონკრეტულ საკითხზე არ მილაპარაკია, რადგან ეროვნულ ნაკრებში ცხადაძის დარჩენა მსურდა. იცით, რომ ვთხოვდი კიდეც, დარჩენილიყო...

ვინ შეიძლება იყოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ამაზე დღეიდან ვიფიქრებთ.

- საამისოდ რა დრო დაგჭირდებათ?
- იცით, რომ მარტში ამხანაგური მატჩი გველის და გუნდს ახალი მწვრთნელი მანამდე უნდა ჰყავდეს. ჩვენს ინტერესშია, ცხადაძის შემცვლელი რაც შეიძლება სწრაფად მოვძებნოთ.

- ახალ მწვრთნელს ხელფასი რა სისტემით დაენიშნება?
- ფიქსირებული თანხა შედარებით მცირე იქნება, წარმატების შემთხვევაში კი მწვრთნელი ბევრად მეტს აიღებს. მოგებაზე ორიენტირებულ სახელფასო სისტემაზე კახას ტყუილად კი არ ველაპარაკებოდით?! ფედერაცია ამ სისტემით აპირებს მუშაობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 49 /
კობის იმხელა სკოლა აქვს გავლილი გერმანიაში არამგონია მაგაზე კარგად ვინმემ რამე იცოდეს... სწორი გადაწყვეტილებაა.ბონუსური სისტემა ძალიან კარგია
ucnobi
27 იანვარი 2016 11:41
0
ამას ვინ რას ეკითხება, რომ იცოდეს რასაც აკეთებს. ....
ირაკლის
27 იანვარი 2016 11:32
0
შეცდომაა თუ სწორი ამას დრო გვიჩვენებს მანამდე კი ნუ ლაპარაკობთ ისე თითქოს ეს საქმე უკეთესად იცოდეთ. თუ იცით გემუშავათ მის ადგილზე...
Gaucho
27 იანვარი 2016 11:24
0
იგივე .... ხარ რაც წინა
givi
27 იანვარი 2016 11:18
0
ეჰ, ბატონო ლევან, არ დაგეშვათ ქართული ფეხბურთის საზიანოდ შეცდომა კარგი იყო, მაგრამ როგორც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი გისურვებთ ყველაფერი კარგად დამთავრებულიყოს. თქვენმა ამ ნაბიჯმა საქართველოს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდი დააზარალა, საქართველოს ეროვნული ნაკრები და თბილისის დინამო. ერთისგან ფინალურ ეტაპზე და მეორესგან ჯგუფურ ეტაპზე გასვლას ელოდა ქართველი ქომაგი
gizog
27 იანვარი 2016 11:05
0
იმედია იცი რასაც აკეთებ, თორემ ნაკრების მორიგი წარუმატებლობა მთლიანად და მხოლოდ შენ დაგბრალდება კობი!
irakli
27 იანვარი 2016 11:04
0
ომარ თეთრაძე გამართლებს
zurai
27 იანვარი 2016 11:03
0
ვეთანხმები კობის, სისტემა მართლა კარგიაა . ყველგან ამართლებს
1
27 იანვარი 2016 10:57
0
თეთრაძე ჩამოიუვანეთ,ქართული მენტალიტეტი იცის
tttttt
27 იანვარი 2016 10:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული