ლევან კობიაშვილი: ჩვენს ინტერესშია, ცხადაძის შემცვლელი რაც შეიძლება სწრაფად მოვძებნოთ

AutoSharing Option
26 იანვარს გაიმართა ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა, რომელმაც ორი საკითხი განიხილა და გადაწყვიტა. ჯერ ერთი, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძე უხელმძღვანელებს, ხოლო რაც შეეხება ეროვნული ნაკრების მწვრთნელის საკითხს, ამასთან დაკავშირებით სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა აღმასკომის წევრებსა და მედიას განუცხადა, რომ კახა ცხადაძე პოსტზე არ დარჩება...

აღმასკომის შემდეგ ლევან კობიაშვილმა მედიასთან ასეთი კომენტარი გააკეთა:

ახალი მწვრთნელი? რაც შეიძლება სწრაფად...
- ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძე დაინიშნა. ამავე დროს, ის ასაკობრივი ნაკრებების სპორტული ხელმძღვანელიც იქნება. მიხარია, რომ აღმასკომის წევრებმა ჩემს შეთავაზებას
მხარი დაუჭირეს.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ის კახა ცხადაძეს ეხებოდა. კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ ის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ამავე დროს, აუცილებლად ჩავთვალე, რომ ამ საკითხზე აღმასკომის წევრებთან მელაპარაკა.

მივედით შეთანხმებამდე, რომ ბატონ კახასთან ხელშეკრულება მოლაპარაკების გზით შეწყდეს. მზად ვარ, მას კიდევ ერთხელ შევხვდე და ვილაპარაკოთ, როგორ გავწყვიტოთ კონტრაქტი მოლაპარაკების გზით.

- ანუ ლაპარაკია კომპენსაციაზე?
- ჩემს ბოლო პრესკონფერენციაზეც ვთქვი, რომ კახასთან ურთიერთობის მოგვარება ცივილური გზით მსურდა. მისი წინადადება იყო, რომ ზაფხულამდე დაგვეკმაყოფილებინა. მზად ვარ, კიდევ ერთხელ დავილაპარაკოთ და ერთმანეთს ადამიანურად დავშორდეთ.

- აღმასკომის სხვა წევრების პოზიცია როგორი იყო?
- კახას კონტრაქტის შეწყვეტაზე რომ უნდა შევუთანხმდეთ, ეს ჩვენი საერთო აზრი იყო, თორემ მწვრთნელთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია კიდევ ერთხელ დავაფიქსირე და ახლაც გავიმეორებ - ის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ არის. მიმაჩნია, რომ ვალდებული ვიყავი, ამ საკითხთან დაკავშირებით აღმასკომზეც მესაუბრა. თუმცა, აქვე ვიტყვი - ბოლოდროინდელი ამბების მიუხედავად, ცხადაძე ჩემი მტერი არ არის - ღმერთმა დამიფაროს!

მზად ვარ, დღესაც დავურეკო და თუ სურვილი ექნება, შევხვდეთ და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გავწყვიტოთ ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმებით.

- ვინ იქნება ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი? გავრცელებული ხმებით, ფოლკერ ფინკესა და შოთა არველაძის კანდიდატურები განიხილება...
- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთ მათგანთან ამ კონკრეტულ საკითხზე არ მილაპარაკია, რადგან ეროვნულ ნაკრებში ცხადაძის დარჩენა მსურდა. იცით, რომ ვთხოვდი კიდეც, დარჩენილიყო...

ვინ შეიძლება იყოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ამაზე დღეიდან ვიფიქრებთ.

- საამისოდ რა დრო დაგჭირდებათ?
- იცით, რომ მარტში ამხანაგური მატჩი გველის და გუნდს ახალი მწვრთნელი მანამდე უნდა ჰყავდეს. ჩვენს ინტერესშია, ცხადაძის შემცვლელი რაც შეიძლება სწრაფად მოვძებნოთ.

- ახალ მწვრთნელს ხელფასი რა სისტემით დაენიშნება?
- ფიქსირებული თანხა შედარებით მცირე იქნება, წარმატების შემთხვევაში კი მწვრთნელი ბევრად მეტს აიღებს. მოგებაზე ორიენტირებულ სახელფასო სისტემაზე კახას ტყუილად კი არ ველაპარაკებოდით?! ფედერაცია ამ სისტემით აპირებს მუშაობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 49 /
აბა რა, აბა რა, ესენი ისე წმენდენ მიუღებელი კადრებიდან და ბიუჯეტიდან სპორტს თავის მინისტრიან ფედერაციიანად რომ უეჭველად მალე მარტო ბავშვთა ფეხბურთი დაგვრჩება, იმათ წასართმევი არაფერი ექნებათ, შეეშვებიან და თავისუფლებაში გაიზრდებიან ნამდვილი ტალანტები - აი ამათი მმართველობის პირობებში ქართული ფეხბურთის განვითარების გეგმა
Toi-ს
27 იანვარი 2016 16:43
0
აბა რა, აბა რა, მაგას იმხელა სკოლა აქვს გერმანიაში გავლილი ფეხბურთში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის რომ ნუ იტყვი :))) მაგარს ღადაობ ნაღდად :))
ucnobi -ს
27 იანვარი 2016 16:38
0
ვინ დაგნიშნავს გენაცვალე ფედერაციაში დღეს თუ ენერგეტიკის მინისტრის მეგობარი არ ხარ? ისე რა სასაცილოთაც ჟღერს ეს ყველაფერი ისე სასაცილოდ კი მიჰყავთ საქმე :)))
Gaucho- ს
27 იანვარი 2016 16:36
0
ჩვენი ნაკრები რა, "პოდ ოპიტნი კროლიკია"
777
27 იანვარი 2016 16:00
0
100 % ხარ ძამიკო
ზაზა ს
27 იანვარი 2016 15:43
0
რა საჭიროა კონტრაქტი თუ მისი დარღვევა ასე იოლია? ვინ დადო კონტრაქტი ფედერაციამ თუ ერთმა კაცმა? თუ ნაკრებმა წარმატებას ვერ მიაღწია კობიაშვილი გადაყვება! ცხადაძე კი დაჩაგრული და გამარჯვებული იქნება, უკვე გამარჯვებულია!
gio
27 იანვარი 2016 14:55
0
კარგი ადმინისტრატორები,რომ იყვნენ ბლატერი, აველანჟი და პლატინიც კი იმიტომ არიან კორუფციაში გასვრილები. აღარაფერს ვამბობ ცირკის ყოფილ დირექტორზე, რომელმაც წარმატებით გააგრძელა ბიზნესმენობა ფედერაციაშიც. ლევან კობიაშვილი არის წესიერი და თავმდაბალი ადამიანი. ამის თქმის საშუალებას ის ფაქტი მაძლევს, რომ ერთად ერთხელ მყავს ნანახი ეგ კაცი ცხოვრებაში 15 წლის წინ. მაშინ ქალაქში ყველაზე პოპულარული გასართობი ცენტრის დირექტორი ვიყავი. ჩემმა ძმაკაცმა მოიყვანა ლევანი და "მუმუ" ბოულინგის და ბილიარდის სათამაშოდ. ესეთი თავმდაბალი და წესიერი ადამიანი იშვიათად მინახავს მით უფრო მაშინ , როცა კარიერის ზენიტში იყო და გერმანიაში თამაშობდა, თავში არ ქონია ავარდნილი არაფერი.
ჩვენ სწორედ პირველ რიგში პატიოსნება და საქმისადმი ერთგულება გვჭირდება და მენეჯმენტიც კარგად გამოუვა. ვინც მაგის გუშინდელ ინტერვიუს უყურა მაკა ცინცაძესთან დამეთანხმება, რომ არაფერიც არ ეშლება და თანაც მარტო ხომ არ არის იმ ფედერაციაში, შესაბამისი სპეციალისტებიც ხომ ყავს.
რაც შეეხება ცხადაძეს. ბევრს გაქვთ 50 000 ლარი ფიქსირებული ხელფასი? მე უნივერსიტეტიც წითელ დიპლომზე დავამთავრე, ასპირანტურაც და იესემის ბიზნეს მაგისტრატურაც, 30 წელია ვმუშაობ და 50 კი არა 5 ათასიც არა მაქვს ხელფასი. რა გახდა ამ ნაკრების მწვთნელობა, რა განსაკუთრებული განათლება ან შრომაა ასეთი წელიწადში 10-15 თამაში სულ, დანარჩენი მივლინებები და მეტოქეების თამაშებზე დასწრება ხომ სხვა ხარჯებია? ძალიან სწორი მიდგომაა შედეგზე ორიენტირებული ანაზღაურება. არ ეყო 50 ათასი თვეში და მაინცდამაინც 100 ათასი უნდა? კარგად იყოს, ესეიგი თავის თავის იმედი არ ქონია და ჩვენ როგორ უნდა გვქონოდა მაგისი იმედი? . ერთი ანდაზა მახსენდება რძის პროდუქტებზე, რომაა ის .... აბა რა უნდა ექნა ლევანს გაეგრძელებინა ის მავნე პრაქტიკა როცა პურჭყებაში და "იბიო მატის" ძახილში თვეში 100 ათას დოლარს უხდიდენ ცხადაძის წინამორბედს? სავარაუდოდ არც თუ უანგაროდ, თუ დომენტის ბიზნეს ალღოს გავითვალისწინებთ? კაცს, რა პრეტენზია უნდა ქონდეს მწვრთნელობაზე,როცა ხორვატიაში მოგებული თამაში წაგვაგებინა ბურთის დამჭერი ფეხბურთელი მოედანზე მანამდე არ გამოიყვანა. სანამ ორი გოლი არ გაგვიტანეს, მერეღა გამოიყვანა ჯანო. ან რაღა აზრი ქონდა? ამას ტელევიზორთან მჯდომი გულშემატკივარი უნდა ხვდებოდეს და ნაკრების მწვრთნელი ვერა? კიდევ უამრავი მაგალითია იმისა რომ თამაშს ვერ გრძნობდა ქეცბაია, ცხადაძე ამ მხრივ ნამდვილად სჯობდა მას მაგრამ ...
ისე გინება ჩემი "მოგონილია"  და თუ მაგ კრიტერიუმით შეარჩევენ მეც დიდი შანსი მაქვს ნაკრების მწვრთნელობის.
მიდი ლევან მიაწექი, გეგუჩაძის დანიშვნაც ძალიან სწორი ნაბიჯია, ეგ კაცი პირველ ნაკრებშიც ივარგებდა, თუმცა შოთას იმედიც მაქვს.
აბა თქვენ იცით წარმატებები!!!!
KGG
27 იანვარი 2016 14:49
0
მივესალმები ფედერაციაში დანერგილ ახალ სახელფასო სისტემას და ვისურვებდი, რომ ეროვნულ ნაკრებს სათავეში ჩაუდგეს ნაკრებთან მუშაობის გამოცდილების მქონე მწვრთნელი!
გუჯა კახაძე
27 იანვარი 2016 14:32
0
ლევანდოვსკიმ და ესტონეთის ნაკრებმა გვიჩვენა, როდესაც ჩვენ კონცენტრაცია და სისწრაფე დაკარგულ მცველებში ლამის მეტეორიტივით დაქროდნენ. სათანადო ფიზიკური მომზადების გარეშე დღევანდელ სპორტში წარმატება შეუძლებელია. უკვე მომაბეზრებელია იმაზე საუბარი, თუ როგორ და რამდენად თვალში საცემია ქართველი და მეტოქის განსხვავება ამ კომპონენტში და შესაბამისად ის საბოლოო შედეგშიც პოულობს ასახვას. ევროპაზე არ ვლაპარაკობთ, აზერბაიჯანის და ყაზახეთის გუნდებთანაც ისე ვჩანვართ, როგორც დამწყები მოყვარული პროფესიონალთან. ლამის ყველა ძალისმიერ ორთაბრძოლას ვაგებთ, ჩამოვრჩებით სისწრაფეში, შუა ტაიმში უკვე ვეღარ ვსუნთქავართ. დაღლილობისგან დაკარგული გვაქვს კონცენტრაცია და ყურადღება, რაც გამოიხატება უზუსტო პასებში და უაზრო გადაწყვეტილებებში და ა.შ.
...სამწუხაროდ, ქართველი მწვრთნელებისათვის ეს ელემენტარული აქსიომა მრავალუცნობიან ამოუხსნელ განტოლებად იქცა. ან ფიზიკური მომზადების მნიშვნელობა არ იციან, ან როგორ გააკეთონ ის არ იციან. ვინაიდან ეს პრობლემა თითო-ოროლა გუნდის კი არა, მთლიანად ქართული სპორტის პრობლემაა, ამ საკითხს ფედერაციამ და სპორტის სამინისტრომ ერთობლივად უნდა მიხედონ და იზრუნონ თანამედროვე სპორტული მედიცინის მიღწევების დანერგვაზე გუნდებში, ფიზ. მომზადების მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, უცხოელი სპეციალისტების მოწვევაზე და ჩვენი მწვრთნელების სტაჟირებაზე გაგზავნაზე. ეს ბოლო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ქართული სამწვრთნელო აზროვნება ლამის ისტორიულ ქვის ხანაშია.
ზაზა
27 იანვარი 2016 14:27
0
Kობიასჰვილის გაკეტებული საქმე არც მოედანზე მინახავს და არც აქ მოწყვეტს ვარსკვლავებს
K
27 იანვარი 2016 14:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული