თენგიზ სულაქველიძე: კობიაშვილს ვთხოვეთ, ცხადაძე უკონფლიქტოდ გაუშვას

AutoSharing Option
ითქვა, თითქოს, 26 იანვარს გამართულ სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე ლევან კობიაშვილის წინადადებას, ეროვნული ნაკრებიდან კახა ცხადაძის გაშვების თაობაზე, თენგიზ სულაქველიძე კატეგორიულად შეეწინააღმდეგა...

ვეტერანმა ფეხბურთელმა "ლელოსთან" ეს ხმები უარყო:

- მართალია, თითქოს ცხადაძის გათავისუფლებაზე კობიაშვილის წინადადებას შეეწინააღმდეგეთ?
- ეს ამბავი არასწორად გაავრცელეს. სინამდვილეში, აღმასკომს ცხადაძის გათავისუფლების უფლება არც გააჩნია და პირადად მეც სხვა რამ ვთქვი.

ქართულ ფეხბურთს კონფლიქტები და დაპირისპირებები არასოდეს აკლდა. ცხადაძეს დიდ პატივს ვცემ, კარგი მწვრთნელია და იქნებ ახლა მაინც მოვახერხოთ საკითხის სერიოზული კონფლიქტის გარეშე მოგვარება-მეთქი...

აღმასკომის წევრთა საერთო აზრიც
ასეთი იყო და ლევანს ვთხოვეთ, ცხადაძეს დაელაპარაკოს და ერთმანეთს მშვიდად დაშორდნენ. აი, ასე იყო რეალურად, თორემ მე კობიაშვილის გუნდის წევრი ვარ და ახლა მასთან დაპირისპირება რა სისულელეა?!

ლევანი სუფთა კაცია და ბოლო წლებში მოსულ პრეზიდენტებს შორის საუკეთესოდ მიმაჩნია. თუ რაღაც არ მომეწონება, არც ამას დავმალავ. აღმასკომზე ყველა საკითხის გარშემო ღიად ვლაპარაკობთ.

- თქვენი აზრით, ამ დაპირისპირების ფონზე კობიაშვილი და ცხადაძე მოლაპარაკებას შეძლებენ?
- მათ ერთად უთამაშიათ, ორივე გულიანი და წესიერი კაცია. ემოციები ადრე თუ გვიან ჩაცხრება და იმედია, ერთმანეთს კარგად დაშორდებიან.

საერთოდ, ამ დღეებში ისეთი ჭორი ვრცელდებოდა, რაც ამ აღმასკომზე გაბათილდა - ყველას ეგონა, რომ კახა გია გეგუჩაძის გამო გაუშვეს. ამ დროს, გეგუჩაძე ახალგაზრდულ ნაკრებში დაინიშნა და ეს ხმები არ დადასტურდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
esrogor unda gavigot?ertigundis wevrebivart da rogor shevewinaagmdegebio???((raaris es?mashin raazriak agmaskoms?anu tuaretanxmrbi magazrs?twve xkamis da tanamdebobix monebo...
0
კარგი ფეხბურთელი კი იყო მაგრამ რას ამბობს გაუგებარია. რა, უნდა იჩხუბონ ხელით? და ეს იუთხრა აღმასკომმა რომ არ იჩხუბოთო? აუუუ რა ტრ... ში ვართ (( ის კი არ უთხრეს რომ ასეთი გადაწყვეტილება დაასამარებს ფეხბურთს, უბრალოდ ნუ იVხუბებთო... საღოლ )) აღმასკომია თუ განგსეტული სინდიკატი?
nika
02:39 28-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული