კურიოზული სიტუაცია საქართველოში - უცხოური მედია ცხადაძის გაშვებაზე

AutoSharing Option
მართალია, კახა ცხადაძე ჯერ იურიდიულად მოხსნილი არ არის, მაგრამ ის, რომ საქართველოს ნაკრების თავკაცი არ იქნება, ცხადია. ამ ფაქტს უცხოური მედია უკვე გამოეხმაურა.

იტალიური goal.com წერს:

"კურიოზული სიტუაციაა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში: მწვრთნელისა და ფედერაციის love story დასრულდა. კახა ცხადაძე უკვე ყოფილი მწვრთნელია, ის ფედერაციის შეფმა ლევან კობიაშვილმა მოხსნა.

მიზეზი? მიზეზი ფულია. სფფ ეკონომიკურად წელგამართული ვერ არის და ორგანიზაციამ ცხადაძეს ხელფასის სულ მცირე, 50%-ით დაკლება მოსთხოვა.

ცხადაძე 25%-ის შემცირებაზე იყო თანახმა, მაგრამ ეს ძალიან ცოტა იყო კობიაშვილისთვის, რომელსაც მიაჩნია, რომ ფედერაცია წელიწადში 600
ათას ევროს არ უნდა იხდიდეს", - წერს გამოცემა, რომელიც შემდეგ შეცდომით იხსენიებს, რომ "სიტისა" და "აინტრახტის" ყოფილი ფეხბურთელის თავკაცობით, საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ გიბრალტარი დაამარცხა შესარჩევ ეტაპზე.

საქართველოს ნაკრების თემას ასევე გამოეხმაურნენ პორტუგალიური Mais Futebol, ბრაზილიური Terra Brasil, იტალიური La Repubblica, ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო და სხვები.

ყველა წყარო ამტკიცებს, რომ საქართველოს ნაკრების თავკაცს ხელფასის 50%-ით შემცირება მოსთხოვეს და უარის გამო იგი თანამდებობიდან მოხსნეს.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ბატონ ქეცბაიას მეც ვაკრიტიკებდი,მაგრამ ახლა ვხვდები,რომ უსაფუძვლოდ,მან რა არ იღონა,რა არ გააკეთა,რა ექსპერიმენტი არ ჩაატარა,მაგრამ ყველაფერი ამაოდ,რატომ იცით?იმიტომ,რომ უკვე რამდენიმე ხანია ჩვენს ნაკრებს არ ყავს ევროპის დონის საშუალო ფეხბურთელი,შეხედეთ სად თამაშობენ ჩვენი ბიჭები,არცერთ საშუალო დონის ევროპულ კლუბში არ გამოდიან,ვინც არ უნდა მოვიდეს ნაკრებში მწვრთნელად,აზრი არა აქვს,შედეგი არ იქნება,ჭკვიანი ადამიანი მას ქვია,ვინც შეცდომებს,ერთი და იგივეს არ იმეორებს,თორემ შეცდომას ყველა უშვებს,აბა,როგორ მაგრამ ერთი და იგივე შეცდომების დაშვება არ შეიძლება,რაც შეეხება კობიაშვილს,ყველამ ვნახეთ ის,როგორ დანიშნა ხელისუფლებამ,კი ბატონო წინა ხელისუფლების დროს იყო გადაცდომები,მაგრამ ახლაც იგივე განმეორდა,სად არიან ახლა ყავილაშვილები,პეტრიაშვილები და სხვები,რომლებიც აკრიტიკებდნენ წინა ხელისუფლებას ფეხბურთის გამო,შეიძლება ეს სამართლიანიც იყო,მაგრამ დღეს რა ხდება,რატომ არვინ იღებს ხმას,განა იმაზე უარესად არ ერევიან ყველაფერში,არა მარტო ფეხბურთში,რატომ არ იღებთ ხმას.ეს არის თქვენი სამართლიანობა,ამას ელოდა ხალხი და ფეხბურთი,სირცხვილია ადამიანებო,სირცხვილი,ის რაც დღეს ხდება საქართველოში არის კატასტროფა,ამაზრზენი,ამდენი გაუტანლობა,ღვარძლი არ ახსოვს ქვეყანას,ამიტომაც ბოროტებას დიდი ღმერთი არ ეხმარება და კიდევ დიდი ხანი მოგვიწევს ამ ჭაობში ყოფნა,მანამ სანამ უსამართლობა და არაკომპენტენტურება არ დამარცხდება,რაც შეეხება ხელფას,ის უნდა იყოს მიბმული შედეგზე,მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია,რომ ამ ფეხბურთელებით შედეგს ვერავინ,ვერ დადებს ეს გამორიცხულია.
roma
11:50 28-01-2016
0
საბოლოო შედგი ყოველივე ამისა, რაც მოხდა, იქნება უკუსვლა, ისედაც მაჩანჩალას როლში მყოფი "ქართული" ფეხბურთისა. ამაში ისე ვარ დარწმუნებული, როგორც 2X2=4.
iakob
11:29 28-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული