azerifootball.com: ქართველებო, გილოცავთ კახა ცხადაძის მოცილებას!

AutoSharing Option
სფფ-ის ხელმძღვანელობას, რომელიც თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ნაკრების თავკაც კახა ცხადაძეს, მოულოდნელი მხარდამჭერი გაუჩნდა... აზერბაიჯანში. კერძოდ, კი საიტი azerifootball.com აღფრთოვანებული წერს ცხადაძის "სამარცხვინო გაგდებაზე".

azerifootball.com-ის ერკინ იბრაჰიმოვი კახა ცხადაძეს დიდი ხანია, აკრიტიკებს და კარგა ხანია, რაც ეს უკვე კრიტიკის ზღვარს გადასცდა. თუმცა ეს წყარო აზერბაიჯანში უფრო ნაკლებად ცნობილია, მის ფარგლებს გარეთ კი რუსული ვერსიის გამოა პოპულარული.

საიტის სარედაქციო წერილებში ხშირად ყოფილა ანტიქართული თავდასხმები და არა მხოლოდ კახა ცხადაძის მიმართ, ასევე, გიორგი ჩიხრაძის, ბაჩანა ცხადაძის, ლაშა სალუქვაძის, ალექსანდრე იაშვილისა და სხვების მიმართ.

კიდევ
ერთი თავისებურება ამ საიტის - გადაუმოწმებელი ინფორმაციები, მიზანმიმართული დეზინფორმაცია, ძირითადად, აზერბაიჯანში მომუშავე უცხოელი სპეციალისტების "გასაშავებლად".

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებულმა მოვლენებმა აზერბაიჯანული საიტის ხელმძღვანელობა აღტაცებაში მოიყვანა. ჩვენ მხოლოდ ფრაზების ნაწილს გაგაცნობთ:

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას წელიწადი დასჭირდა "დიდი მწვრთნელის" რეალური სახის გამოსაცნობად. დღეს ლევან კობიაშვილმა მისი გადაყენება გამოაცხადა, "ინტერის" ექსთავკაცის ქცევას კი პროვოკაციული უწოდა".

"azerifootball.com-ის სახელით გვინდა, სფფ-ს და ქართველ ხალხს მოვულოცოთ ცხადაძის მოცილება. ჩვენი საიტი არაერთხელ წერდა ცხადაძის "მოღვაწეობის" შესახებ აზერბაიჯანში. მწვრთნელი-ლუზერი დიდი ხნის განმავლობაში ატყუებდა აზერბაიჯანის საფეხბურთო საზოგადოებას. ის ჰაერში ყრიდა "ინტერის" სპონსორის ფულს".

"სპორტული პრინციპის მიუხედავად, ცხადაძე ათამაშებდა საფეხბურთო თვალსაზრისით სუსტს - შვილს, ბაჩანა ცხადაძეს. ათამაშებდა, რომ ბევრი სათამაშო წუთი დაგროვებოდა და ბონუსები აეღო".

"ინტერში" მოღვაწეობისას მან გააკეთა 49 ტრანსფერი მისთვის ახლობელი ადამიანების დახმარებით და აქედან მაქსიმუმ, 5-6 შეეფერებოდა იმ თანხას, რასაც მასში იხდიდნენ. ამასთან, ცხადაძის "ინტერი" ერთხელაც ვერ გავიდა ევროთასებზე მეორე ეტაპის იქით, მაშინ, როცა მისმა შემცვლელმა ზაურ სვანაძემ 5-6-ჯერ შეკვეცილი ბიუჯეტით ორ ეტაპზეც გაიყვანა და "ინტერი" განთქმულ "ბილბაოსთანაც" კარგად გამოიყურებოდა".

"სფფ-ს მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა ცხადაძის დანიშვნის დროს, რადგან აზერბაიჯანული მედია მას ხშირად სამართლიანად აკრიტიკებდა. ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან, ცხადაძე იმავეს საქართველოშიც გამოავლენდა, რომ ქართული საფეხბურთო საზოგადოება ინანებდა მის დანიშვნას ისეთი გუნდის მთავარ მწვრთნელად, რომელსაც დიდი საფეხბურთო ტრადიციები აქვს".
მკითხველის კომენტარები / 17 /
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ საქართველოს კარგა ხანს არ ეშველება. იმიტომ კი არა, რომ ცხადაძე კარგი მწვრთნელია ან ცუდი, ან კარგი პიროვნებაა თუ უარყოფითი. იმის გამო, თუ რა დამოკიდებულება აქვთ საქართველოში პასუხისმგებლობის, ხელშეკრულების, კანონის მიმართ, რომელიც გამოჩნდა არაერთ კომენტარში აქ თუ სხვა საიტებზე..
baxt
28 იანვარი 2016 18:48
0
კიდევ ერთხელ ვამბობ: ფულზე დახარბებული კაცი ჩემთვის არარაობაა. აბა სვანაძეზე რომ კარგს წერს ეს კაცი? თუ სვანაძე იმერელია და ქართველი არ არის?
zurab
28 იანვარი 2016 18:47
0
გარინჩა რა მიედები აზერბაიჯანელები ალალ -მართლად გვუიდგანან მხარში,მეზობლურად ათწლებია და არც მათი და არც ჩვენი ბრალია რომ კახი მათთანაა და კარაბახი და სამაჩაბლო და აფხაზეთი კი რუსის ქვეშ და მთი სატელიტის.რა არ გითხრე ვაჟკაცურად აზერბაიჯანელებმა და რით არ გაგვიმართეს ხელი დაუნახავი არ უნდა ვიყვეთ და ჰერიო კი ნამვილ მტრს უნდა ვუმღეოთ და არა მეგობარს და კეთილისმსურველს იცი გარინჩა ხარ თუ ფლავიო,რამდენი აზერბაიჯანელი მსახურობს ქართულ ჯარში და რამდენმა შესწირა თავი ჩვენი ქვეყნის თავიუფლებას ბოლო ოცი წლის განმავლობაში ხოდა შეეშვი უაგილო-არგვახაროთ მტერიო-ჩვენ ერთად დავიბრუნებ ცვენსას და ერთად ვიმეზობლებთ მხარ და მხარ.
abdu-shahili
28 იანვარი 2016 18:42
0
giorgi-ს. ყველაფერი ნაკრების შედეგზე იქნება დამოკიდებული. ახლანდელი საუბრები კი ტრუხა ბაზარია. მოდი ათვლა დავიწყოთ შესარჩევი ციკლის პირველი თამაშიდან, რომელიც ავსტრიასთან გაიმართება. როგორია შენი პროგნოზი? თუმცა, მოდი პროგნოზისაგან თავი შევიკავოთ, სანამ მწვრთვნელი დანიშვნება და რამოდენიმე ამხანაგური თამაში გაიმართება. მე კარგს არაფერს ველოდები, შენ?
gela
28 იანვარი 2016 18:23
0
და რომელი ფაქტია აქ ტყუილი ისიც დაგეწერა ჟურნალისტო როცა ამ საიტს დეზინფორმაციაში ადანაშაულებ კაი იქნებოდა,იქნებ ის რო ბაჩანას არასწორად ათამაშებდა? მახსოვს ვაწაძე არ გამოიძახა ერთხელ და ბაჩანა ნაკრებში ყავდა. მად შეეტყო მაგას ვინც იყო, როცა პირადი საქვეყნოზე წინ დააყენა. ბოლობოლო რა გინდათ ვერ გავიგე? მოვიდა კაცი და აწყობს სისტემას, ცხადაძეს ჯიგარი არ აქვს სამშობლოს თვეში სამოციათასად ემსახუროს გაორმაგების პერსპექტივით რა კობიაშვილის ბრალია. სწორად მოიქცა კობი, კაცმა პირდაპირ მარიონეტი უწოდა ყველას დასანახად და მეტი შეურაცყოფა და თან ინსტიტუტის მიმართ უიპატივისმცემლობა რა გინდათ ვერ გავიგე. თქვენ თუ გინდათ ინსტიტუტი აშენდეს მაშინ აცადეთ ამ კაცს და დუქანი თუ გინდათ ფედერაცია რო დუქნად არ აქციოთ (არც თუ ისე შორეულ წარსულში რო იყო) ისედაც ბევრი გვაქ ეგეთები.
giorgi
28 იანვარი 2016 17:32
0
Svanadzeze cuds rom ar ambobs da nakrebdac pativiscemit moixseniebs da gsssdhvebi iyo cxadze jer ra itamasha nakrebma titqos pozitivio rom gaidzaxit mase yovel shesarchevshi gamoagdebda xolme nakrebi ert or tamashs dziritadad ki anti fexburti rac albsnettan da polonettsnsc cxdazemac igivevqns araperi mcvrtnelia ra fereira ra sisulele shemoagdo sashualo donis motsmashe da neli am nakrebs chirdeba disciplina da kargi chkviani taqtikosi araertperovani tan fexburtelebmac pasuxismgeblobianad da jsnsahhi situacis unds shekran egeni kide sablataod chamodian me aq vtamadhob ds dhen sado zemodan uyureben ertmanets da mtsvaria tviton ar shecdes da sxvebi pexebze kidua ertmanets ar azhhveven eg ara gundi da sxreben mters romelic sul gsidzaxoda iest igraki a kamandi net i ne budet sircxvili tqven moragbeebis ponze lachrebi xart.
kaxa
28 იანვარი 2016 17:09
0
ერკინ იბრაჰიმოვს გვერდში ვერ დავიყენებ ქართული ფეხბურთის ქომაგობაში. მაგისი სიხარული არის ჩვენი მწუხარება. "ჰერიო, ბიჭებო! ჰერიო... არ გაახაროთ მტერიო!!!"
გარინჩა
28 იანვარი 2016 17:04
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული