[დღის თემა]: ნაკრების მწვრთნელის საკითხი - რით სჯობს ქართველი უცხოელს?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჯერაც არ ჰყავს მთავარი მწვრთნელი და საქმეს ისეთი პირი უჩანს, არც უახლოეს მომავალში ეყოლება.

ფაქტია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი... ჩვენს ერთ-ერთ წერილში, ჰიპოთეზის დონეზე, განვიხილეთ კანდიდატურები იმ უცხოელი მწვრთნელებისა, რომლებიც, შესაძლოა, ფეხბურთის ფედერაციის მესვეურთა სათვალავში აღმოჩნდნენ...

მაგრამ ვინ არიან ის ქართველი მწვრთნელები, რომელთაც, შესაძლოა, ეროვნული ნაკრების გაწვრთნა ანდონ?

გია გეგუჩაძეს თუ გამოვრიცხავთ, რომელზეც ამ წერილში კიდევ ვისაუბრებთ, ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების გაწვრთნა რამდენიმე ადგილობრივ სპეციალისტს შეიძლება ანდოს.

ერთი რამ ნათელია - დღეს ქართული ფეხბურთი ბევრი კვალიფიციური მწვრთნელით ვერ მოიწონებს თავს. ერთი ხელის თითებზე დაგვეტევა მათი ჩამონათვალი, რომ გარისკო და ეროვნულ გუნდს დაუკავშირო.

კიდევ ერთხელ უნდა დავწერო - გეგუჩაძეს თუ არ ჩავთვლით, კანდიდატების რანგში ფედერაციამ შეიძლება შოთა არველაძე, გიორგი დევდარიანი, გია ცეცაძე და შოთა ჭეიშვილი განიხილოს.

თითოეულს თავისი მინუსი და პლუსი აქვს, საქმე კი ისეთია, ასჯერ რომ უნდა გაზომო და ერთხელ გაჭრა. ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება ფეხბურთის ფედერაციას შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს, რადგან საქმე ჩვენი ფეხბურთის პირამიდის წვერს, ეროვნულ გუნდს ეხება.

ახლა საქმე ასეა: დანამდვილებით ვიცით, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ნაკრების დამრიგებლის კანდიდატურებზე ჯერ არ უმსჯელიათ. შექმნილ სიტუაციაში, ზოგადად, ნაკრებისთვის ქართველი მწვრთნელი უნდა სჯობდეს და ფედერაციაც, წესით, ამ ვარიანტისკენ უნდა იხრებოდეს რამდენიმე მიზეზის გამო.

მაინც, რატომ?..
და მაინც, რატომ სჯობს ქართველი მწვრთნელი უცხოელს ამ კონკრეტულ სიტუაციაში?

დავიწყოთ იქიდან, რომ ნებისმიერი უცხოელი სპეციალისტისთვის რთული გასაგები იქნება ფეხბურთის ფედერაციის მიერ მოფიქრებული ანაზღაურების საბონუსო სისტემა. დადე შედეგი და მიიღე ფული - ასეთი მიდგომა ყველას როდი მოეწონება. თვეში დაახლოებით 30 ათასად კი, თუნდაც სამომავლო ბონუსების პერსპექტივით, კარგი უცხოელი მწვრთნელის დათანხმება თითქმის წარმოუდგენლად გვეჩვენება, რაც დავწერეთ კიდეც.

ნურც ის დაგვავიწყდება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე არცთუ ისე ბევრი დრო რჩება და ამ დროის განმავლობაში ახალმა მწვრთნელმა ძალიან ბევრი რამ უნდა მოასწროს, მათ შორის - სანაკრებო კონტინგენტის ბოლომდე გაცნობა, პრიორიტეტების ჩამოყალიბება... თუნდაც, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ავან-ჩავანში გარკვევა.

ქართველ სპეციალისტს, ვინც უნდა იყოს ის, აუცილებლად ექნება თავისი შეხედულება ეროვნულ ჩემპიონატსა და იქ მონაწილე ფეხბურთელებზე. დიდი ალბათობით, ის ნაცნობი იქნება ეროვნული გუნდის ფეხბურთელთა მეტი წილისთვის - როგორც პიროვნული, ისე პროფესიული თვალსაზრისით.

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ნამდვილად ის უნდა იყოს, რომ ქართველი მწვრთნელი უცხოელზე ნაკლებ თანხას დათანხმდება და იმ საბონუსო სისტემასაც მეტი გაგებით მოეკიდება.

ფული სულაც არ არის უმნიშვნელო ეპიზოდი ამ ამბავში, რადგან ფედერაციას, დიდი ალბათობით, გასასტუმრებელი ექნება კახა ცხადაძის კომპენსაცია, რომელმაც, შესაძლოა, ერთობ სოლიდური თანხაც კი შეადგინოს.

ზემოთ ჩვენ ის სპეციალისტები ჩამოვთვალეთ, რომლებიც, ჩვენი აზრით, ეროვნული გუნდის თავკაცებად შეიძლება მოვიაზროთ. ფეხბურთის ფედერაციას, გარკვეულწილად, ამ სეგმენტში სიახლის შემოთავაზებაც შეუძლია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვით - არჩევანი ამოუწურავი სულაც არ არის.

საერთოდ, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. მოგვწონს თუ არა, საქართველოს ნაკრები ჩვენთვის განსაკუთრებული ფენომენია, შესაბამისად, მისთვის მწვრთნელის შერჩევაც ძალზე ფაქიზი საკითხია.

ჩვენი ეროვნული გუნდი "გამორჩეულია" იმით, რომ სხვადასხვა დროსა და სიტუაციაში არაერთი ცნობილი და ავტორიტეტული მწვრთნელის კარიერა დაუსამარებია.

საერთოდ, კონფლიქტები ყველა გუნდსა თუ ნაკრებში ხდება, მაგრამ საქართველოს ნაკრები ამ მხრივაც გამონაკლისია. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში დამნაშავის ძებნა უაზრობაა, რადგან ზოგადად ქვეყანა და ჩვენი ეროვნული ინტერესები ზარალდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის ლამის ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად ნაკრების დამრიგებლის პოსტზე კახა ცხადაძის დანიშვნა მიმაჩნია. ცხადაძემ შეძლო და ისე ჩაამთავრა (ან - თითქმის ჩაამთავრა) მწვრთნელობა ნაკრებში, რომ იქ ერთი კონფლიქტიც არ ყოფილა.

იყო მხოლოდ ორი მცდელობა, ერთი - მინდორზე და ერთიც - მის მიღმა, თუმცა სიტუაცია მალევე ჩაცხრა და ეს, უდავოდ, ცხადაძის დამსახურებაა, ვინც ორივე შემთხვევაში განსაკუთრებული სიმშვიდე და დიპლომატიის ნიჭი გამოამჟღავნა. ჩაღრმავებით კი ნუღარ ჩავუღრმავდებით ამ თემას, რადგან ეს უკვე წარსულია და ეჭვგარეშეა, ჩვენი გაზეთის მკითხველსაც კარგად ემახსოვრება.

დიდი დიპლომატია და ფეხბურთელების გულებისკენ სავალი გზების ძიება ეროვნული გუნდის ახალ თავკაცსაც აუცილებლად დასჭირდება.

ერთ სისტემაში...
ჩვენს წერილში კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხებით.

როგორც შევიტყვეთ, უახლოეს მომავალში მზის სინათლეს იხილავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ შემუშავებული პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდული და ასაკობრივი ნაკრებების ერთ სისტემაში მოქცევას, ამ სფეროს კიდევ უფრო განვითარებას...

ცხადია, პროექტის თაობაზე მას მერე გვეცოდინება უფრო მეტი, როცა ის გამოქვეყნდება. ერთი რამ კი ახლავე შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ - პროექტის ხელმძღვანელი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი გია გეგუჩაძე იქნება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 40 /
რატომ არ გინდათ დაიჯეროთ რომ საქართველოში ფეხბურთის განვითარება არავის აინტერესებს! მარტივი ''არითმეტიკაა'' _ საფეხბურთოდ გასანვითარებელი ქვეყნების რიგში თუ ხარ, გრანტები მეტი მოგდის, როგორც კი შედეგს დაინახავენ ანუ ცოტათი მაინც განვითარდი, ე.წ. გრანტი მცირდება. ვინმე დაკარგავს ამ შანსს?! წლებია ვხედავ, რომ საქართველოს საფეხბურთო სამყაროში, ვინც კი დადებითი შედეგი აჩვენა (მწვრთნელებს ვგულისხმობ), ყველა გაუშვეს! აქედან დავასკვენი რომ ზოგიერთვისთვის (და ასეთების რიცხვი საკმაოდ დიდია), ფული უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფეხბურთის განვითარება! არც ერთი მწვრთნელის ადვოკატობას არ ვაპირებ, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა გაუშვან მწვრთნელი თუ მწვრთნელები ''სახლში'', როდესაც ''გვირაბის ბოლოს'' სინათლეს დაგვანახებენ? თუ ასე გავაგრძელეთ, გვირაბიდან ვეღარასოდეს ვერ გავალთ და ვიქნებით ასე წყვდიადში!
batumeli
03 თებერვალი 2016 12:41
0
სათამაშო დრო უნდა გაიყოს ყველასთვის თანაბრად, უბრალო არითმეტიკაა და მერე არ იქნება მაყუთების მიცემა ჩემიშვილი ათამაშეო. მოაშორეთ ეს არაკვალიფიკაციური მწვრთნელებია და დეგრადირებული მშობლები ბავშტა ფეხბურთს
gvadalaxara
03 თებერვალი 2016 12:07
0
ფულიანი მშობლები მოაშორეთ ბავშვთა ფეხბურთს, გადამხდელები. კობი, მიაქციე ყურადგება, რომ ყველა ბავშვმა თამაში ითამაშოს თანაბრად სუსტმაც და ძლიერმაც და თავი დაანებონ მწვრთნელებმა წაგება მოგებაზე ფიქრს, ბავშვები ვერ ვითარდებიან და ფუჭდებიან, ხოლო ფულიანის შვილი კი ამ დროს გაპიარებულია და ვიტომ თეთრი პელე იზრდება და გვეშველა არიქა და რა ვიცი და ამას ხედავს ყველა დიდი და პატარა და კაროჩე რა
gvadalaxar
03 თებერვალი 2016 12:04
0
telavei ეგეთი რაგაცეები კიდევ ხდებაო რომ კიტხულობ, თუ ჩემი არ გჯერა რა მოხდა ფედრეაციის აკადემიაში, ამის გადამოწმება არ არის ძნელი. 2001 იკო 22 ბავშვი, 7 გაუშვეს და 10 მოიკვანეს. ის ბავშვი ვინც იკო გასაშვებთა სიაში რატომგაც არ გაუშვეს და როცა 2001 ერთიანში ზედმეტი აღმოჩნდა გადაიკვანეს 2000 ანებში. თუ აქ არ ვარგოდა უფროსს ასაკში ივარგებს, როგორ იტყვით თქვენ და რას ნიშნავს ეს. და თანაც არ დაგავიწყდეთ შეგახსენებთ 2001 ნემსაძე უნდა იკოს ნაკრების მწვრთნელი, რომელიც ასე უპრინციპოდ იწყებს მუშაობას. ამბობს რა ვქნაო ზევიტ წყდებაო ყველაფერი. გესმის კობი, ზევიტო ან შენ ან ჭუმბურიდზე, უფრო ზევიტ კი ხეჩიკა
badri
03 თებერვალი 2016 09:57
0
შოთას გარდა სხვა ქართველზე ფიქრსაც კი აზრია არა აქვს, შოთაც არ ვიცი რამდენათ გაამართლებს.
ჭეიშვილი 90--იანებში წრთვნიდა ახალგაზრდულს და თამაში არ მოუგია რა დროს ჭეიშვილია.
jm
03 თებერვალი 2016 09:29
0
ქართული ფეხბურთის მესვეურები ბოლო დროს ბევრს საუბრობენ ჩვენი ფეხბურთელების ცუდ ფიზიკურ მომზადებაზე. ეროვნულ ნაკრებს სჭირდება მწვრთნელი, რომელმაც იცის, რომ ქართველი ფეხბურთელი ნაკრებში ფიზიკურად მომზადებული ვერ მივა და უნდა შეძლოს მოკლე დროში ფეხბურთელის ფიზიკური კონდიციების საერთაშორისო სტანდარტებამდე აყვანა.
გუჯა კახაძე
03 თებერვალი 2016 01:50
0
რა ძოძუაშვილი ხალხნო,მთლად გადადით ჭკუიდან? მაგის ბოლო "მიღწევა " ქუთაისის ტორბედოა,ვერ ნახეთ რა უქნა გუნდს?დროულად რომ არ გაეგდოთ,ტორბედოს გააგდებდა უმაღლესი ლიგიდან.ეხლა ნაკრებში გინდათ აკეთებინოტ ფულები?
mamulo
02 თებერვალი 2016 23:43
0
ხომ შეიძლება რომ ერთხელ მაინც ვანდოთ ძოძუაშვილს,ამაზე გამოცდილი მწვრთნელი არ გვყავს,ესეთი გყავდეს და არ იყენებდე არ ვიცი რა
xvicha
02 თებერვალი 2016 22:38
0
ნაკრებს მწვრთნელს ადრე თუ გვიან დაუნიშნავენ, მაგრამ ბატონ კოკაიას ვინ და როდის დააბრუნებს?!2016/2017 წლების ჩემპიონატიც 16 გუნდიანი იქნება, სპორტული პრინციპი არ დაირგვევაო მუჯირმა თქვა. წინა ფედერაციამ, ხომ დაკარგა ინვესტორი და ესენიც უცნაურად მღერიან!
kaxi
02 თებერვალი 2016 22:28
0
მოკლედ და კონრეტულად, თუ გაითვალისწინებთ ხალხის აზრს ფედერაციის მამებო, თუგინდათ შეგრჩეთ ავტორიტეტი ძველებურად, დანიშნეთ დ ე ვ დ ა რ ი ა ნ ი ! ეს კაცი გაამართლებს, თუ ვერ გაამართლებს სხვაზე უკეთეს შედეგს მაინც დადებს, გაითვალისწინეთ ხალხის აზრი, სწორი ანალიზის უნარი აქვს, შემტევი ფეხბურთი უყვარს და რაც მთავარია მიდგომა იცის და მუშაობა ბიჭებთან!
cheidevi
02 თებერვალი 2016 21:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული