დავით მუჯირი: შოთა საქართველოს ნაკრებში? რა თქმა უნდა, განვიხილავთ...

AutoSharing Option
ცნობილია, რომ ფეხბურთის ფედერაციის ბოლო აღმასკომის შემდეგ სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს შეხვდებოდა და კონტრაქტის ცივილიზებულად გაწყვეტაზე დაელაპარაკებოდა.

მას მერე ერთი კვირა გავიდა და უცნობია, გაიმართა თუ არა ეს შეხვედრა. შექმნილ ვითარებაზე ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ილაპარაკა:

"ჯერ ჩვენ ერთმანეთს არ შევხვედრივართ, მაგრამ იმედია, ეს მალე მოხდება და ცხადაძესთან კონტრაქტის გადაწყვეტაზე შევთანხმდებით. აღმასკომის სურვილიცაა და ლევან კობიაშვილისაც, რომ ყველაფერი ცივილიზებულად გადაწყდეს...

პირველი შეხვედრის შემდეგ დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი წინადადება კახასთვისაც მისაღები
იქნებოდა და ამ ცვლილებებს დადებითად შეხვდებოდა...

სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და კახამ ლაპარაკი პრესის საშუალებით დაიწყო. მერე გადასწვდა ფედერაციასა და მის პრეზიდენტს, მათ ავტორიტეტს, ცუდად შეეხო კერძო სექტორს და სპორტის სამინისტროს, რომლებთანაც პარტნიორობას ვაპირებთ. ამან კი რაღაც საქმეს ზიანი მიაყენა...

გარდა ამისა, მწვრთნელი, რომელსაც თავისი გუნდის წარმატებისა და დადებითი შედეგების არ სჯერა, ფედერაციას არ სჭირდება. კობიაშვილმა ამითაც იხელმძღვანელა. ამიტომ ფედერაციამ გადაწყვიტა, უფრო მოტივირებულ მწვრთნელზე გაეკეთებინა აქცენტი.

მაგრამ ჩვენ ამით დაინტერესებულები არ ვიყავით. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა".

ფედერაციის გენერალურმა მდივანმა საზოგადოებაში ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატზე გავრცელებული ხმები უარყო:

"მე არ ვიცი, საიდან მოიტანეს, თითქოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძე ინიშნება. ის თავიდანვე ახალგაზრდულ ნაკრებში განიხილებოდა. ამავე დროს, ასაკობრივი ნაკრებების კოორდინატორი იქნება და სპორტულ შედეგებზე პასუხისმგებლობას აიღებს.

რაც შეეხება ცხადაძის შემცვლელს, ახლა მას ვეძებთ და მალე ახალი მწვრთნელი გვეყოლება.

შოთა არველაძე? რა თქმა უნდა, მისი წარსულიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, მის კანდიდატურას განვიხილავთ".

მუჯირის თქმით, შესაძლოა, ნაკრებმა შესარჩევ ციკლამდე არა 3, არამედ 4 ამხანაგური შეხვედრა ჩაატაროს:

"2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევისთვის გუნდს სერიოზული მომზადება სჭირდება. როგორც იცით, სამი ამხანაგური შეხვედრა უკვე დავგეგმეთ - ყაზახეთთან, სლოვაკეთთან და რუმინეთთან. გარდა ამისა, შესაძლოა, თვის ბოლომდე კიდევ ერთი ამხანაგური დავგეგმოთ.

შესარჩევ ციკლამდე 4 მატჩი ნაკრებისთვის სასარგებლო იქნება. ანუ ახალ მწვრთნელს ექნება დრო, რომ გუნდთან ერთად ნორმალურად იმუშაოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
არველაძეს თუ დანიშნევენ გასაქცევად გაუხდებათ საქმე!
mate
16:33 03-02-2016
0
ჯერ ერთი შოთა იმ ხელფასზე არ წამოვა. მეორეც ეს დედაარღნიანი. დაუშვათ ვინმე დატნხმდა იმ პირობებს. რა გამოვა -ცხადაძის კომპენსაციას დაუმატეთ ახალი მწვრთნელისთვის გადასახდელ თანხას და მიიღებთ 1,5 ჯერ მეტს ვიდრე ცხადაძე ითხოვდა. ეს ერთი და მეორე შუაგზაზე პირობების შეცვლ სადაური წესია.
ნუგზარი
16:43 03-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული