დღის კარიკატურა: მოვჯოკროთ? ვინ ჩაიბარებს ნაკრებს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები დაგვპირდნენ, რომ ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი თებერვლის ბოლოს ეყოლებოდა. ამ მიმართულებით სიახლეები ჯერ არ არის, თუმცა ამასწინათ ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გვითხრა, რომ კანდიდატი ორია, ორივე უცხოელი.

კარიკატურაზე მას ბანქოს სამი ქაღალდი უჭირავს, რომელთაგან ორი უცნობი უცხოელია, ერთიც გია გეგუჩაძე. რატომ გეგუჩაძე? იმიტომ, რომ, როგორც ამბობენ, შეიძლება იგი "ჯოკრად" შემოინახონ, ვაითუ უცხოელების ვარიანტი არ გამოვიდეს...

კობიაშვილის თქმით, შოთა არველაძისა და ფოლკერ ფინკეს კანდიდატურები უკვე გამოირიცხა. სწორედ ამიტომ არიან ისინი გასულ "კარტებში".

რაც შეეხება კახა ცხადაძეს, ფედერაციის
პრეზიდენტის თქმით, ისიც საქართველოს ნაკრების წარსულია, მაგრამ "გასულ კარტში" არ შეურევია, რადგან ნაკრებთან ჯერაც მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
აღარ ღირს ნაკრეში სიტუაციის არევა ძლივს დაალაგეს თამაში გუნდი ცდილობს კარგი თამაშის ჩვენებას და უნდა გამონახონ საერთო ენა ცხადაძე უნდა დარჩეს პიროვნებებისთვის კი არა გუნდისთვის რა იქნება კარგი ის უნდა იფიქროს ყველამ.
bebeto
14:17 08-03-2016
0
ბ-ნო ლევან!!! ბ-ნო კახა!!! გამონახეთ ორმხრივი კომპრომისი. საქართველოს ფეხბურთისათვის ასე ჯობია!!!
tngh
19:47 05-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული