აღმასკომმა ვაისი დაამტკიცა: კონტრაქტის დეტალები ცნობილია

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვლადიმირ ვაისი დაამტკიცა.

როგორც ჟურნალისტებს აღმასკომის ერთ-ერთმა წევრმა რომან ფიფიამ განუცხადა, ვლადიმირ ვაისი დათანხმდა კონტრაქტის ბონუს-სისტემით გაფორმებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალი მთავარი მწვრთნელი დასახული მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ფიქსირებულთან ერთად, ბონუსით განსაზღვრულ ანაზღაურებას მიიღებს.

მისივე ინფორმაციით, ვლადიმირ ვაისის ანაზღაურება უფრო მცირე იქნება, ვიდრე ყოფილი მწვრთნელის, კახა ცხადაძის.

ვლადიმირ ვაისთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და პროგრამა-მინიმუმად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება დაისახა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ვლადიმირ ვაისს ოფიციალურად დღეს, 13:00
საათზე წარადგენს.

- ახალი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი - მისწრება საქართველოს ნაკრებისთვის?

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
პატა
16:31 14-03-2016
0
კარგია ბონუს სისტემების დანერგვა,ამდენხანსაც უნდა განხორციელებულიყო ასეთი პროგრამა,ეს მართლაც მისაღებია შედეგის მიხედვით გაცემული პრემიები და არა ისე როგორც ამდეხანს იყო შედეგის გარეშეც უნდა მიეღონ მაღალი ხელფასები რამაც არგამართლაა და რამოდენიმე მილიონი წყალში გადაიყარა
romandro
13:10 14-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული