საქართველოს ნაკრები: ლუკას ჰუფნაგელი ვერ ჩამოვა, სანდრო კობახიძე მზადაა

AutoSharing Option
როგორც შევიტყვეთ, სხვა ფეხბურთელებთან ერთად, ყაზახეთის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრების ახალმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გერმანული "ფრაიბურგის" 22 წლის ნახევარმცველ ლუკას ჰუფნაგელსაც უხმო.

ლუკასის ამბავი გეცოდინებათ - დედით ქართველი და მამით გერმანელი ფეხბურთელი საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა, ეროვნულ გუნდში კი პირველი მატჩი კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით, ესტონეთის წინააღმდეგ ტალინში ჩაატარა.

საქმე ისაა, რომ ფეხბურთელს ვირუსი აქვს და ავადმყოფობის გამო ვერც "ფრაიბურგში" თამაშობს. არადა, ჯანმრთელ ჰუფნაგელს მეორე გერმანული ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში სათამაშო პრაქტიკა არ აკლია.

აქამდე ლუკასს "ინგოლშტადტსა" და "უნტერჰახინგშიც"
უთამაშია. იყო საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი.

აქვე, ვთქვათ ისიც, რომ ქვეყნის მთავარ გუნდს ვერაფრით დაეხმარება დავით თარგამაძეც, რომელსაც რამდენიმე დღის წინათ, "ოლექსანდრიას" ერთ-ერთ ამხანაგურ მატჩში ფეხი მოსტეხეს და ოპერაცია გაიკეთა. ისე, თარგამაძე ბოლო ხანს კარგ ფორმაში იყო და არ გამოვრიცხავთ, ნაკრებშიც მოხვედრილიყო, მაგრამ...

სამაგიეროდ, თუ ვლადიმირ ვაისი საჭიროდ ჩათვლის (ალბათ, ასეც იქნება), ნაკრებს აუცილებლად შეეშველება "დნიპროს" ნახევარმცველი სანდრო კობახიძე, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და უკრაინულ კლუბთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ეროვნულ გუნდში ჯანო ანანიძის, საბა კვირკველიასა და გიორგი ლორიას გამოძახების შესახებ მათმა კლუბებმა, შესაბამისად, მოსკოვის "სპარტაკმა", ყაზანის "რუბინმა" და სამარის "კრილია სოვეტოვმა" გამოაცხადეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
kotes-ს. კარგით რა ხალხო. ეს ხომ არ არის ოფიციალური შეხვედრა? ამხანაგური თამაშია და ასეთ დროს ეძლევა ახალ მწვრთნელს შესაძლებლობა, გაიცნოს ნაკრების ყველა შესაძლო კანდიდატი. კობახიძე შეიძლება ვერ ხვდება დნიპროს ძირითად შემადგენლომაში, სადაც სულ მხოლოდ ორი ტური გაიმართა, მაგრამ აქვს დიდი პოტენციალი. ამიტომ აუცილებლად უნდა ნახოს მწვრთნელმა. ესაა სულ. და არა მარტო კობახიძე, ყველააააა შEსაძლო კანდიდატი!!!
kote
18:24 18-03-2016
0
ra shuashia aq vacalot mvrtnels dzaan kargad vici sad tamshobs kobaxidze da sad tamshobda msii karieri s mandilze volinshi exla nebismieri pegburteli gaqachavs ro gadaiyvano metnaklebad nichieri rom ikos da dniproshi roca iko erti tamashci ar atamshes da exla dabrunda dasustebul dniproshi da ganacxadshic ver xvdeba me eg avgnishne rom sircxvilai ubralot tavmoyavreob a und agkodness da ar dabrunde eget gundshi sadcac ganacxadshis ver xvdebi da zogadadd ra aqvs gansakutrebuli kobaxidzes ikneb damsiabuto ro imsaxurebdes nakrebshi gamdozxebas>? :D araferi piraduli ubralot ar mesvaeba xe pegburtelia sworxazovani ravi raa )))) warmatebebs vusurveb yvela pontshi
vaxx
18:30 18-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული