აღსანიშნავია, რომ დვალს ეროვნულ ნაკრებში უთამაშია, აბურჯანიასთვის კი ეს პირველი მიწვევაა ქვეყნის მთავარ გუნდში.
აბურჯანია და დვალი 23 მარტს, ჯერ 21-წლამდელთა ნაკრებში სან მარინოს წინააღმდეგ ითამაშებენ, შემდეგ კი ეროვნულ გუნდს შეურთდებიან.
სფფ-ს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულთა ვინაობა ოფიციალურად აქამდე არ გამოუცხადებია. შეგახსენებთ, რომ მანამდე სხვადასხვა წყაროებიდან გაირკვა, რომ ვლადიმირ ვაისმა გუნდში ჯანო ანანიძეს, საბა კვირკველიას, გიორგი ლორიას, გიორგი ჭანტურიას, ლევან მჭედლიძესა და ლევან ყენიას უხმო.