საქართველოს ნაკრები: მზადება დაიწყო, ვაისის ასისტენტები ცნობილია [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 29 მარტს ყაზახეთთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის მზადება დაიწყო. ჩვენი გუნდი სასტუმრო "ჰუალინგში" ცხოვრობს და თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ახალი სამწვრთნელო შტაბი სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა წარუდგინეს.

ვლადიმირ ვაისთან ერთად ეროვნულ გუნდში იოჟეფ კონტირი, რომან შვანტნერი და საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე დავით გვარამაძე იმუშავებენ.

22 მარტს გამართულ ვარჯიშზე ვაისის განკარგულებაში 20 ფეხბურთელი იყო. წვრთნას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა და მხოლოდ ერთ საათს
გაგრძელდა, დღეიდან კი ორჯერადი ვარჯიშები იქნება.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

დღეს დილით, 11 საათზე, ქვეყნის პირველი გუნდი ღია ვარჯიშს ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
Shodas ფული დაზოგეს და ჯიბეში ჩაიდეს
გიგო
15:52 23-03-2016
0
კაზახებტან ვერ მოვიგებტ.
გოგი
15:33 23-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული