ყაზახური მედია: საქართველოს ნაკრებთან სასწაულის უნდა გვჯეროდეს...

AutoSharing Option
29 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები, 21:00 საათზე, "დინამო არენაზე" ახალი მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის თავკაცობით პირველ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს, მათი გაყიდვა კი 27 მარტიდან "დინამო არენის" სალაროებში დაიწყება.

აღნიშნულ შეხვედრას ყაზახური მედია, კერძოდ sports.kz-ი ეხმაურება და საკუთარი ნაკრების შანსებს აფასებს.

"სპარინგ-მატჩი გველის ქართველებთან. საქართველო, ჩვენთვის პრინციპული და ძლიერი მეტოქეა. დიდი იმედი გვაქვს, ნაკრების სამწვრთნელო შტაბი შეძლებს ამ რთული შეხვედრისთვის ფეხბურთელთა კარგად მოტივირებას.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენი ნაკრების ფორვარდებს
საქართველოს ნაკრების დაცვის გარღვევა გამოუვიდეთ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, სერგეი ხიჟნიჩენკომ და ალექსეი შეტკინმა გაგვაოცონ და ქართველთა დაცვას მარტივად გაუმკლავდნენ, მაგრამ... ისღა დაგვრჩენია, სასწაულის გვჯეროდეს.

ბევრი რამ ცენტრზე იქნება დამოკიდებული. ვინ დაალაგებს თამაშს იქ, ვინ ითავებს ლიდერობას? კანდიდატურა ბაუირჟან ისლამხანია, მაგრამ, ვთქვათ და არ წაუვიდა მას თამაში, მერე?

საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი კარგად იცნობს ჩვენს ფეხბურთს და ისიც კარგად იცის, რომ სივრცეები უნდა ჩაგვიკეტოს, ჰაერი შეგვიზღუდოს. მისთვის ასეთ პრინციპულ მატჩში ის ამას აუცილებლად იზამს. და ვინ შეგვიცვლის ასეთ სიტუაციაში ბაუირჟანს? აქ დიდი კითხვის ნიშანია.

გასაგებია, რომ არა სამწვრთნელო შტაბის, არამედ მთლიანად ყაზახური ფეხბურთის ბრალია ის, რომ დღეს ჩვენს ფეხბურთელთა შორის მაღალი კლასის მოთამაშის პოვნა ძალიან ჭირს. ნუ, რას ვიზამთ... წინ პრინციპული შეხვედრა გველის და ვიმედოვნოთ, რომ გამარჯვებას მოვიპოვებთ", - წერს გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
2-0ვიგებთ
0
3 აბა არველაძეებიო? მოკლედ სამიზნე არ გელევათ რა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული